Перевод: с грузинского на русский

с русского на грузинский

ვითარმედ)

  • 1 ვითარმედ

    კავშირი მიზეზობითი, что (ისაი. 2, 2), яко. ვითარმედ და რომელ ანუ რამეთუ სხვაობენ ესრეთ: ზმნათა წარმოთა სულიერთა ძალთაგან, რომელ არიან: ვჰგონებ, განვსჯი, გამოვიხატავ, მახსოვს და სხ. ანუ გარეგანთა გრძნობათაგან, ვხედავ, მესმის და სხ. ამათ შეუდგებათ ვითარმედ. მაგალითად, ვჰგონებ, ანუ მესმის, ვითარმედ მოსრულ არიან, ხოლო ზმნათა წარმოთა სულიერთა ვნებეთაგან, რომელ არიან: მიხარის, მიკჳრს, მეშინის, ვინანი, ვსწუხ და სხ. ამათ შეუდგებიან რომელ და ღამეთუ. მაგალითად, მიხარის, მიკჳრს, რომელ მოსრულ არიან; გინა რამეთუ მოსრულ არიან; აქა ვითარმედ უჯერო არს; მეშინის რათა არა მოვიდენ.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > ვითარმედ

  • 2 ქრონიკოს

    Ср. ქკს*, ქორონიკოს, ქორონიკონი
    ბერძულის ლექსისაგან, ანუ κρόνος, год или время, წელიწადი, ჟამი ანუ დრო. ამისგან ზედშესრული მამრობითად χρονικός, მდედრობითად χρονική, უმეშვეობითად χρονικόν, годовой, годичный და χρονικά ანუ χρονογραφία წელთაღწერა, ანუ მოთხრობა საქმეთა დანიშნვითურთ წელიწადთა და დროთა მათთა, летопись. ქართულად ქკს* უხმარათ წელიწადთა აღსარიცხველად 532 წლის მოქცევისათჳს, რომელსა ეწოდება დიდი ინდიკტიონი, великий индиктион, или летоисчисление по великому индиктиону. რამეთუ რიცხჳ მთოვარის მოქცევისა 19 და მზის მოქცევისა 28 განამრავლო რა ერთი მეორესა ზედა, შეიქმნების 532 წელიწადი, რომელთაცა მობრუნების შემდგომად შვიდეულის დღენი, მთოვარის განახლება, პასეკის დღე, მისნი წინამავალნი და შემდგომნი დღესასწაულნი, მარხუათ აღების დღენი და სხუანი ანგარიშნი თჳთოეულის წლისანი, იმავე შვიდეულის და თთვეთ რიცხვებში მოვლენ, როგორც 532 წელიწადს წინათ ყოფილან. ვრცლად განმარტება ამისი იხილე ქართულის დაბეჭდილის დაბადების ბოლოს. და ვინათგან აღრიცხუა ესე წელთა ქორონიკონის ქართველთ გარდა სხუათაგან არა არს ხმარებული, ამად სათქმელ არს აქა, ვითარმედ ესე ქრონიკოსი, რომელია დიდი ინდიკტიონი, პასხალია, ხელთა და სხუანი აღრიცხუანი დაბადების ბოლოს დართულნი გაკეთებულ არიან რომაელის მონაზონის დიონოსის მიერ. ამანვე დიონოსიმ 516 წლითგან ქრისტეს შობით შემოიღო თჳსსა დროსსა წელთაღრისცუა ქრისტესით, რომელიცა მად ჟამადმდე არა სადა იყო იყო ხმარებული, ვითა სჩანს ისტორიათაგან. ამის გამო საგონებელ არს, ვითარმედ საქართველოსა შინა ქრონიკოსით აღრიცხუა შემოღებულ არს 780 წელსა, რამეთუ, უკეთუ დართო ამას ზედა 532, შეიქმნების 1312 წელი ქრისტესით. ამ წელიწადს ერთჯერ მობრუნებულა ქრონიკონს და მეორე დაწყებულა1313 წელსა. და კუალად უკეთუ დართო 1312 ზედა 532, შეიქმნების 1844 და შემდგომსა წელსა 1845 დაიწყება მესამე ქრონიკოსი. ამისგან სჩანს, ვითარმედ საქართველოს მეისტორიე ვახუშტი ბაგრატიონი რაჟამს აღრიცხავს უმეტეს ათორმეტისა მობრუნებასა ქრონიკოსისასა დასაბამითგან სოფლისათა, ესე აღურიცხავს თჳთ თავით თჳსით, ხოლო ნამდჳლად აღრიცხუა ესე არს იქმნებოდა უწინარეს შემოღებისა დიონოსის მიერ პასხალისა და მეტადრე უწინარეს ქრისტეანობისა.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > ქრონიკოს

  • 3 ქ - კს

    ბერძულის ლექსისაგან, ანუ κρόνος, год или время, წელიწადი, ჟამი ანუ დრო. ამისგან ზედშესრული მამრობითად χρονικός, მდედრობითად χρονική, უმეშვეობითად χρονικόν, годовой, годичный და χρονικά ანუ χρονογραφία წელთაღწერა, ანუ მოთხრობა საქმეთა დანიშნვითურთ წელიწადთა და დროთა მათთა, летопись. ქართულად ქკქ - კსს უხმარათ წელიწადთა აღსარიცხველად 532 წლის მოქცევისათჳს, რომელსა ეწოდება დიდი ინდიკტიონი, великий индиктион, или летоисчисление по великому индиктиону. რამეთუ რიცხჳ მთოვარის მოქცევისა 19 და მზის მოქცევისა 28 განამრავლო რა ერთი მეორესა ზედა, შეიქმნების 532 წელიწადი, რომელთაცა მობრუნების შემდგომად შვიდეულის დღენი, მთოვარის განახლება, პასეკის დღე, მისნი წინამავალნი და შემდგომნი დღესასწაულნი, მარხwათ აღების დღენი და სხwანი ანგარიშნი თჳთოეულის წლისანი, იმავე შვიდეულის და თთვეთ რიცხვებში მოვლენ, როგორც 532 წელიწადს წინათ ყოფილან. ვრცლად განმარტება ამისი იხილე ქართულის დაბეჭდილის დაბადების ბოლოს. და ვინათგან აღრიცხwა ესე წელთა ქორონიკონის ქართველთ გარდა სხwათაგან არა არს ხმარებული, ამად სათქმელ არს აქა, ვითარმედ ესე ქრონიკოსი, რომელია დიდი ინდიკტიონი, პასხალია, ხელთა და სხwანი აღრიცხwანი დაბადების ბოლოს დართულნი გაკეთებულ არიან რომაელის მონაზონის დიონოსის მიერ. ამანვე დიონოსიმ 516 წლითგან ქრისტეს შობით შემოიღო თჳსსა დროსსა წელთაღრისცwა ქრისტესით, რომელიცა მად ჟამადმდე არა სადა იყო იყო ხმარებული, ვითა სჩანს ისტორიათაგან. ამის გამო საგონებელ არს, ვითარმედ საქართველოსა შინა ქრონიკოსით აღრიცხwა შემოღებულ არს 780 წელსა, რამეთუ, უკეთუ დართო ამას ზედა 532, შეიქმნების 1312 წელი ქრისტესით. ამ წელიწადს ერთჯერ მობრუნებულა ქრონიკონს და მეორე დაწყებულა1313 წელსა. და კwალად უკეთუ დართო 1312 ზედა 532, შეიქმნების 1844 და შემდგომსა წელსა 1845 დაიწყება მესამე ქრონიკოსი. ამისგან სჩანს, ვითარმედ საქართველოს მეისტორიე ვახუშტი ბაგრატიონი რაჟამს აღრიცხავს უმეტეს ათორმეტისა მობრუნებასა ქრონიკოსისასა დასაბამითგან სოფლისათა, ესე აღურიცხავს თჳთ თავით თჳსით, ხოლო ნამდჳლად აღრიცხwა ესე არს იქმნებოდა უწინარეს შემოღებისა დიონოსის მიერ პასხალისა და მეტადრე უწინარეს ქრისტეანობისა.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > ქ - კს

  • 4 ქორონიკოს

    ბერძულის ლექსისაგან, ანუ κρόνος, год или время, წელიწადი, ჟამი ანუ დრო. ამისგან ზედშესრული მამრობითად χρονικός, მდედრობითად χρονική, უმეშვეობითად χρονικόν, годовой, годичный და χρονικά ანუ χρονογραφία წელთაღწერა, ანუ მოთხრობა საქმეთა დანიშნვითურთ წელიწადთა და დროთა მათთა, летопись. ქართულად ქკქორონიკოსს უხმარათ წელიწადთა აღსარიცხველად 532 წლის მოქცევისათჳს, რომელსა ეწოდება დიდი ინდიკტიონი, великий индиктион, или летоисчисление по великому индиктиону. რამეთუ რიცხჳ მთოვარის მოქცევისა 19 და მზის მოქცევისა 28 განამრავლო რა ერთი მეორესა ზედა, შეიქმნების 532 წელიწადი, რომელთაცა მობრუნების შემდგომად შვიდეულის დღენი, მთოვარის განახლება, პასეკის დღე, მისნი წინამავალნი და შემდგომნი დღესასწაულნი, მარხwათ აღების დღენი და სხwანი ანგარიშნი თჳთოეულის წლისანი, იმავე შვიდეულის და თთვეთ რიცხვებში მოვლენ, როგორც 532 წელიწადს წინათ ყოფილან. ვრცლად განმარტება ამისი იხილე ქართულის დაბეჭდილის დაბადების ბოლოს. და ვინათგან აღრიცხwა ესე წელთა ქორონიკონის ქართველთ გარდა სხwათაგან არა არს ხმარებული, ამად სათქმელ არს აქა, ვითარმედ ესე ქრონიკოსი, რომელია დიდი ინდიკტიონი, პასხალია, ხელთა და სხwანი აღრიცხwანი დაბადების ბოლოს დართულნი გაკეთებულ არიან რომაელის მონაზონის დიონოსის მიერ. ამანვე დიონოსიმ 516 წლითგან ქრისტეს შობით შემოიღო თჳსსა დროსსა წელთაღრისცwა ქრისტესით, რომელიცა მად ჟამადმდე არა სადა იყო იყო ხმარებული, ვითა სჩანს ისტორიათაგან. ამის გამო საგონებელ არს, ვითარმედ საქართველოსა შინა ქრონიკოსით აღრიცხwა შემოღებულ არს 780 წელსა, რამეთუ, უკეთუ დართო ამას ზედა 532, შეიქმნების 1312 წელი ქრისტესით. ამ წელიწადს ერთჯერ მობრუნებულა ქრონიკონს და მეორე დაწყებულა1313 წელსა. და კwალად უკეთუ დართო 1312 ზედა 532, შეიქმნების 1844 და შემდგომსა წელსა 1845 დაიწყება მესამე ქრონიკოსი. ამისგან სჩანს, ვითარმედ საქართველოს მეისტორიე ვახუშტი ბაგრატიონი რაჟამს აღრიცხავს უმეტეს ათორმეტისა მობრუნებასა ქრონიკოსისასა დასაბამითგან სოფლისათა, ესე აღურიცხავს თჳთ თავით თჳსით, ხოლო ნამდჳლად აღრიცხwა ესე არს იქმნებოდა უწინარეს შემოღებისა დიონოსის მიერ პასხალისა და მეტადრე უწინარეს ქრისტეანობისა.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > ქორონიკოს

  • 5 ზედნადები

    მთოვარის განახლების საცნობელად მოპოვებული რიცხჳ, основание в пасхалии, ათცხრამეტურისა, რამეთუ მთოვარის მოქცევი არს 19 წელიწადი (იხილე ქრონიკოს), ხოლო მთოვარის განახლებიდამ მეორეს განახლებადმდე განვლის 29½ დღე, ანუ რაოდენითამე ჟამითა მეტნაკლები და ვინათგან: 1) თჳთოეულსა წელიწადსა აქუს 365 დღე და უკეთუ განამრავლო 29½ რიცხუსა ზედა 12 თთვეთასა, მაშინ დადგების 354 და ეს გამოსთუალო 365-დამ, დაშთება კუალად 11, მაშინ მთოვარე განახლდება თჳთოეულს წელიწადს 12 ჯერ, და კუალად დაშთება 11 დღე. ამას ეწოდების ზედნადები. ამას მეორეს წელიწადს დაერთვის კუალად 11, შეიქმნება 22. მესამეს წელიწადს - კუალად 11, შეიქმნება 33. აქედამ 30 გაუქმდება, დაშთება 3, რომელიც იქმნება მესამის წლის ზედნადები. ამ 3-ზედ, მესამეს წელიწადს დაერთვის კუალად 11, შეიქმნება 14 ზედნადები და ესრეთ აღირიცხება შემდგომითი შემდგომად, ესრეთ რომელ უკეთუ ზედნადები გარდასცილდეს 30, მაშინ ეს 30 გაუქმდების და დანაშთენი მისი იქმნება ზედნადები. 2) 19 წელიწადში ერთხელ 11 დღის მაგიერ დაერთვის 12. ესე არს გასასწორებლად მომატებულთა დღეთა ნაკისათა და მთოვარის მობრუნებისათა, რამეთუ 29½ დღეს გარდა კუალად რაოდენიმე ჟამი მეტნაკლებია. 3) უადვილეს დასანახავად ზემოთქმულისა დაერთვის აქა 19 წლის ტაბლიცა 1827 წლითგან ქრისტესით, სადაცა მეათექუსმეტესა წელსა 1842 ზედნადებზედ 26 დაერთვის 12, შეიქმნება 38, აქედამ 30 გაუქმდება, დაშთება 8 ზედნადები მეათშვიდმეტის 1843 წლისა (ტაბულა ნახე).
    ესე არს ათცხრამეტური მთოვარის მოქცევისა, რამეთუ ნიადაგ ცხრამეტ წელიწადში ამავე რიგით მობრუნდება შეუცვალებელად და უკეთუ გენებოს, 1845 წელთა მიათუალე 19, რომელიცა იქმნება 1846-დამ ვიდრემდე 1864-დმდე და იგინი დასხენ ამ ტაბლიცაში დასხმულთა წელიწადთა მაგიერ. ათცხრამეტური და ზედნადები ისევ ისინი დაშტებიან შეუცვალებლად და ესრეთ შემდგომითი შემდგომად.
    ხოლო მთოვარის განახლების ანგარიში, რადგანც დაბეჭდილის დაბადების ბოლოს ვრცლად არის განმარტებული და საქართველოში მრავალთ იციან ზეპირად, ვიდრეღა უწიგნობათაცა, ამად არა შემოიტანების აქა. მხოლოდ ესე არს კუალად სათქმელი, ვითარმედ ვითარმედ მთოვარის ანგარიშსა შინა ზედნადებს დაერთვის კუალად ორი რიცხჳ: 1. ჰქვიან ნიადაგი და 2. თთვისთავი ( ნახე თჳსთა ადგილთა).

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > ზედნადები

  • 6

    შეისწავე ასოსა ამისთვის, ვითარმედ ქართულსა მდაბიურსა ლაპარაკსა ზოგჯერ აქუს ჩვეულება, უკეთუ ერთსა ლექსსა შინა არიან ორნი ლ, მაშინ უკანასკნელი ლ შეიცულების რ. მაგალითად, ლბილი - რბილი, წულილი - წურილი, ცალიერი - ცარიელი, ეგრეთვე გარემოქცევით უკეთუ ერთსა ლექსსა შინა არიან ორნი რ, მაშინ უკანასკნელი რ შეიცულების ლ, მაგალითად, ამირახორი - ამილახორი, მარგარიტი - მარგალიტი, მარტჳრი - მარტჳლი, ორჯერ - ორჯელ, სარდარი - სარდალი. ამასთანა ჯერ არს შესწავება, ვითარმედ უკეთუ ადგილობითთა სახელთა შინა არა იპოვების ასო რ, მაშინ ზედშესრულნი მათნი მიიღებენ მარცვალს ური. მაგალითად, მცხეთა - მცხეთური, დიღომი - დიღმური, თელავი - თელავური, თელეთი - თელეთური და სხ. ხოლო უკეთუ არსებითთა შინა იპოვების რ, მაშინ მიიღებენ მარცვალს ული. მაგალითად, გორი - გორული, მუხრანი - მუხრანული და სხ. მარცვალნი ესე ური და ული ეკუთნვიან სადაობასა ნივთთასა, გარნა ოდესცა ითქმის სადაობისათჳს პირთასა, მაშინ ყოველთავე დაერთვის ელი, მაგალითად, (კაცი) მცხეთელი, დიღმელი, გორელი, თელაველი, თელეთელი, მუხრანელი და სხ. კუალად მადლიერი ითქმის მადრიელი, ძლიერი - ძრიელი, არამედ ლელწამი ითქმის ლერწამი, რული - ლული. ამ სახედვე ასონი ლ და ნ ზოგჯერმე შეიცვალებიან ურთიერთისა წილ, ვითარ ლაგაზი - ნაგაზი, ბალანი - ბანალი, გნოლი - გლონი, ლიტრა - ნიტრა, კონსტანტინე - კოსტანტილე და სხ. არამედ ესე უკანონო არს, ანუ მინალთუნი - მილანთული, უზალთუნი - უზანთული, მონაზონი - მოლაზონი.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями >

  • 7 ესე

    I. ნაცვალსახელი ჩვენებითი (მატ. 3, 17), сей, ხოლო იხმარების სამთავე პირთა შინა, ვითარ ესე, ეგე, იგი, ანუ ისი, რომელნიცა ხშირად შეერთდებიან პიროვანთა არსებითთა ნაცვალსახელთა, რომელ არიან მე, შენ, იგი და მათ მაგიერადცა დაიდებიან ორთავე რიცხუთა შინა, ე.ი. პირველ პირად ესე, მეორედ ეგე, მაგალითად, უბადრუკი მე ესე კაცი ვინმე მიხსნას ხორცთა ამათგან სიკუდილისათა (რომაელ. 7, 24), რომელთა ესე (ჩუენ) ნათელ ვიღეთქრისტე იესოს მიერ და შემდგომი (მუნვე, 6, 3), რომელი ეგე (შენ) ასწავებ მოყუასსა და შემდგომი (მუნვე 2, 21), ვითა ეგე (თქვენ) გისწავიესთ ქრისტე იესო უფალი და შემდგომი (კოლას. 2, 6), უფალნი ეგე (თქუენ) სამართალსა და სწორსა მისცემდით მონათა მათ (მუნვე, 4, 1). ხოლო მესამე პირი, ვინათგან საზოგადო არს ჩვენებითთაცა და არსებითთა, ვითარ მე, შენ, იგი ანუ ესე, ეგე, იგი ამად მრავალნი მაგალითნი შესაძლო არიან პოვნად: ვეცხლი იგი, კაცნი იგი და სხ. თუმცა ზემორე მოღებულნი მაგალითნი აჩვენებენ, ვითარმედ ხსენებულნი ნაცვალსახელნი იხმარებიან არსებითთა თანა სახელთა თჳნიერ ბრუნვისა და რიცხჳსა, არამედ ზოგჯერმე ეთანხმებიან მათ ორკერძოვე. მაგალითად: ისმინე ჩემი, უფალო, უღირსისა ამის მონისა შენისა, ანუ უხმართა ამათ მონათა შენთა და სხ. ამათ ნაცვალსახელთაებრ იგულხმებიან რთულნიცა და სხმითგარდასლჳთნი მათნი, ვითარ ამისთანა, მაგისთანა, იმისთანა. ამისთანა ჰნიშნავს მსგავსსა მისსა, რაჲცა ეკუთნვის პირველსა პირსა; მაგისთანა - მსგავსსა მისსა, რაჲცა ეკუთნვის მეორესა პირსა; იმისთანა - მსგავსსა მისსა, რაჲცა ეკუთნვის მესამესა პირსა. კუალად ამგუარი, მაგგუარი, იმგუარი; ამოდენი, მაგოდენი, იმოდენი; ამსიმძიმე, მაგსიმძიმე, იმსიმძიმე; ამსიმაღლე, მაგსიმაღლე, იმსიმაღლე; ესევითარი, ეგევითარი; ესრეთი, ეგრეთი; ესზომი, ეგზომი; ესფერი, ეგფერი და სხ. კუალად ზმნისზედანიცა მათნი, ვითარ ამგუარად, მაგგუარად, იმგუარად; ამოდნად, მაგოდნად, იმოდნად; ესრეთ, ეგრეთ; ესევითარად, ეგევითარად და სხ.
    Ср. ეს, ამა და ამისი, ამა და ამას
    იხმარების ნაცულად სახელისა კაცთა და ადგილთასა, რაჟამს სახელნი მათნი არ ვიცით, ანუ მოვიღებთ მაგალითად, такой-то.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > ესე

  • 8

    ქარაგმიანნი ლექსნი ამას ასოსა ზედა არიან: ვდ* - ვითარმედ, ვა* - ვითარცა, ვე* - ვიდრე, ვრ* - ვითარ.
    ვ დაერთვის თავად სახელთა თჳნიერ საჭიროებისა და არა რასმე ჰნიშნავს, თუმცა არა ესრეთ ხშირად, ვითარცა მ. მაგალითად, იგრი - ვიგრი, ზინდარი - ვზინდარი, იწრო - ვიწრო, იშ - ვიშ.
    ვ თავად ზმნათა არს მაპიროვნებელი პირველისა პირისა. მაგალითად, ვამბობ, ვაკეთებ, ვჰკითხულობ, ვსწერ და სხ. და ესრეთ უკეთუ ზმნანი ქართულნი ამას ლექსიკონსა შინა აღწერილ იქმნენ პირველითა პირითა, მაშინ იგინი სრულად შემოკრებულ იქმნებიან ამას ასოსა შინა, გარნა დაწერილ არიან მხოლოდ ძირნი მათნი, ე.ი. სახელზმნანი თჳს თჳსსა ადგილსა და შემდგომად მათსა ფრჩხილთა შორის დაწერილ არიან პიროვანნი მათნი ზმნანი, ვითარ უბნობა (ვუბნობ), კეთება (ვაკეთებ), წერა (ვწერ) და სხ.
    შეისწავე, რამეთუ ასოჲთა ვ გაპიროვნებულნი ზმნანი ჰნიშნავენ საზოგადოსა მოქმედებასა სამთავე პირთასა, ხოლო ოდესცა ზმნანი შეიცულებიან პირნაკლად და მოქმედება მიეჩემების პირველსა პირსა, მაშინ იხმარების მ, მაგალითად: მეუბნები, მეუბნების; მიკეთებ, მიკეთებს; მიწერ, მიწერს და სხ. ხოლო ოდეს მოქმედება მიეჩემების მეორესა პირსა, მაშინ იხმარების გ, მაგალითად: გეუბნები, გეუბნება; გიკეთებ, გიკეთებს; გიწერ, გიწერს და სხ. (იხილენ ასოთა თანა მ, გ, და უ).
    ვ ბოლოდ არს ნიშანი წოდებითისა ბრუნვისა სახელთასა, მაგალითად, მამავ, დედავ, ძმავ და სხ., კუალად ვი დაერთვის სახელთა დაბოლოვებულთა უ-ზედა ნაცულად ჲ ( ნახე ჲ).

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями >

  • 9

    ქარაგმიანნი ლექსნი ამას ასოსა ზედა არიან: მდის* - მარადის, მრთ* - მიმართ ანუ მომართ, მრ* - მიერ, მღდლი* - მღუდელი და ძველებურად მფჱ* - მეუფე.
    ასოსა ამას ჰქონან ზედდადებულნი ზმნათანი: მი, მო, მიმო, მიმოდა, მიდამო. მაგალითად: მიმაქუს, მომაქუს, მიმომაქუს, მიმოდამაქუს, მიმოდაბნევა და სხ.მრავალთა ზმნათა განვითარებულთა მარცვალთა მიერ მი და მო, არა აქუსთ განსხვავებული რაჲმე მნიშნველობა, გარდა ამისსა, რომე; მი ითქმის მესამესა პირისათვის, ხოლო მო პირველისა და მეორისათვის. მაგალითად: მოცემა ჩემდა, მოცემა შენდა, მიცემა მისდა; კუალად მოტევება, მოგება, მორთმევა ჩემდა, შენდა; მიტევება, მიგება, მირთმევა მისდა და სხ. ანუ განირჩევიან ზმნისზედათა მიერ აქა და იქი. მაგალითად: მოტანა აქა, მიტანა იქი, მოზიდვა აქა, მიზიდვა იქ, მოწვევა აქა, მიწვევა იქ.
    ესევე იგულისხმე თანდებულთათვის: მიმართ და მომართ. მაგალითად: ჩემდა მომართ, შენდა მომართ, მისდა მიმართ, ანუ მოკვეცილად: ჩემდამო, შენდამო, მისდამი (გარნა ზოგჯერმე იხმარების მი მეორესაცა პირსა შინა, მაგალითად: შენდამი მიცემა, მიტევება შენდა და სხ.). კუალად ასო მ დაერთვის თავად მრავალთა ლექსთა ქართულსა შინა ენასა ესრეთ:
    I. სადაობასა პირისასა, თავად მ და ბოლოდ ელი. მაგალითად: აჩაბეთი, ეგრისი, ეგჳპტე, ამათგან შეიქმნების: მაჩაბელი, მეგრელი, მეგჳპტელი. გარნა აწყური - მაწყურელი, რუისი - მროველი. ესენი ეწოდებოდა საკუთრად მუნებურთა ეპისკოპოსთა, ხოლო სხვათა მუნ მოსახლეთა უწოდებენ: აწყურელი, რუისელი.
    კუალად სადაობისათვის პირთასა დაერთვიან თავად მე, მო, ბოლოდ ე ანუ ვე. მაგალითად: უდაბნო - მეუდაბნოვე, თემი - მოთემე, სახლი - მოსახლე, ქალაქი - მოქალაქე, ხევი - მოხევე და სხ.
    II. იგივე მარცვალნი თავად მე და ბოლოდ ე, ანუ ვე, ჰნიშნავენ პატრონსა ნივთისასა, ანუ მნესა მისსა. მაგალითად: მეაბანოვე, მეაბჯრე, მეკატრ, მენავე, მეხომალდე, მეციხოვნე და სხ.
    III. ესევე მარცვალნი ჰნიშნავენ ხელოსანსა ნივთისასა, მკეთებელსა მისსა, ანუ ვისცა რაჲცა აქუს სარეწავად თჳსად. მაგალითად: მებადე და მებადური, მეთევზე ან მეთევზური, მეველე, მეზურე, მენახირე, მეხბორე, მეცხვარე, მექათმე, მეპურე, მეღვინე, მექვაბე, მექუდე, მეპრატაკე, მეპრორე, მეურმე.
    IV. რომელთამე განორებით ხმარებულთა ლექსთა თავად დაერთვისთ მ და შესცულის შეურაცხებითად, ვითარ: არე-მარე, ახლო-მახლო, კიტრი-მიტრი, წილი-მილი, ხურდა-მურდა.
    V. უმრავლესთა სახელთა დაერთვის თავად მ და არა განასხვავებს მნიშნველობასა მათსა, არამედ როგორც დასაშვენებლად. მაგალითად: ზითევი - მზითევი, სხალი - მსხალი, ტევანი - მტევანი, ღუდელი - მღუდელი, ძეხვი - მძეხვი, წნილი - მწნილი; ეგრეთვე ზედშესრულთა: კურივი - მკურივი, ებრი - მებრი ( ნახე ებრ), რგუალი - მრგუალი, სუბუქი - მსუბუქი, სხვილი - მსხვილი, შვენიერი - მშვენიერი, და სხ. და ზოგჯერ არა საჭიროდ, არამედ კნინღა ურჩხადცა, ვითარ: ტრედი - მტრედი, შველი - მშველი, ცხუარი - მცხუარი.
    გარნა რომელთამე ლექსთა შინა განასხვავებს მნიშნველობასა. მაგალითად: დაბალი - რაოდენობით მცირე, ხოლო მდაბალი - გულით მშვიდი. კუალად დარი - თანასწორი, ხოლო მდარე - უფრო ნაკლები, ანუ ცუდი.
    β. ზედშესრულთა სახელთა დაერთვის თავად მო, ბოლოდ ო და დააკნინებს მნიშნველობასა მათსა. მაგალითად: დიდი - მოდიდო, მცირე - მომცრო, თეთრი - მოთეთრო, შავი - მოშავო და სხ.
    რომელნიმე ზედშესრულნი სახელნი, დაბოლოვებულნი მარცულითა ელი, ისპობენ მას დაკნინებასა შინა. მაგალითად: გრძელი - მოგრძო, თხელი - მოთხო, ტკბილი - მოტკბო, მსხვილი - მომსხო ანუ მომხო, წულილი - მოწლო. არამედ წითელი ითქმის მოწითლო, მოწითანო და მწითური.
    γ. მარცვალი მე დაერთვის თავად რიცხჳთთა სახელთა რაოდენობითთა და შესცულის მათ წესებითად ორითგან, ვიდრე დაუსრულებლადმდე. მაგალითად: მეორე, მესამე, მეოთხე, მეათე, მეათერთმეტე, მეოცე, ოცდამეორე, ოცდამეათხუთმეტე, მეორმოცე, ორმოცდამეექუსე, ორმოცდამეათე ანუ მეერგასე, მეასე, ასმეორე, ასმეშვიდე, მეათასე, ათასმეერგასე, მეათიათასე და სხ.
    ხოლო ოდესცა დაერთვის ამათ ბოლოდ მარცვალი დი, მაშინ ჰნიშნვენ კერძოსა. მაგალითად: მესამედი, მეოთხედი, მეათედი და სხ.
    I. მაპიროვნებელად პირველისა პირისა და მაშინ მეორისა პირისა იქმნების მაპიროვნებელი გ. მაგალითად: მაქუს, გაქუს, აქუს, მრწამს, გრწამს, ჰრწამს; მნებავს, გნებავს, ჰნებავს, და სხ. ეგრეთვე ყოველთავე უსრულესთა დროთა შინა: მიწერიეს, გიწერიეს, უწერიეს; მეწერა, გეწერა, ეწერა; მისწავიეს, გისწავიეს, უსწავიეს; მესწავა, გესწავა და სხ.
    შეისწავე, ვითარმედ ზმნანიცა: მაქვს, მრწამს, მნებავს, მინდა, მჯერა და სხ. თუმცცა იხმარებიან აწმდგომსა დროსა შინა, გარნა ესევითარი საქცევი მათი არს ვასხებულ უსრულესისა დროსაგან ვინათგან აწმდგომსა დროსა მათსა: ვიქონიებ, ვირწმუნებ, ვინებებ, ვინდომებ, ვიჯერებ, აქუს ჰაზრი რაოდენმე მომავლისა დროჲსა, ხოლო ვასხებული დროჲ უსრულესისაგან ჰნიშნავს სრულიად აწინდელსა.
    ამის გამო ზმნანი: ვიბოძებ, მივართმევ, მივულოცავ, და სხ. ვინათგან ჰნიშნვენ უფრორე მომავალსა, ამად უსრულესი მათი დაიდების ნაწულად აწინდელისა. მაგალითად: მიბოძებია, მომირთმევია, მომილოცავს და სხ.ამგვარადვე სხვათა ზმნათა პირველსა პირსა შინა გაპიროვნებულთა მარცულითა ვი დასანიშნველად აწინდელისა დროჲსა, აქუს გახშირებითი დროჲ სხვარიგად. მაგალითად: ვიკითხავ, ვილოცავ, ვიპოვი, ვიშოვი და სხ. რადგანც ესენი ნიშნვენ მომავალსა, ამად აწინდელსა დროსა შინა იხმარებიან გახშირებით: ვჰკითხულობ, ვლოცულობ, ვჰპოულობ, ვშოულობ.
    II. ასო მ იხმარების კუალად პირნაკლთა ზმნათა შინა, ოდესცა მოქმედება მიეჩემების 1 პირსა მეორისაგან. მაგალითად: მიწერ, მიწერს, მიშენებ, მიშენებს და რაჟამს პირველისაგან მიეჩემების 2 პირსა, მაშინ იხმარების გ (იხილე ასო გ და უვრცელესად შესავალსა შინა ზმნათათვის).
    ხოლო უკეთუ მოქმედება არს მესამისაგან პირისა, მაშინ არღარა არს პირნაკლი, არამედ მიეჩემების სამთავე და პირველისადმი იხმარების კუალადვე ასო მ, მეორისადმი კუალადვე გ, მესამისადმი უ. მაგალითად: მიწერს, გიწერს, უწერს; მიშენებს, გიშენებს, უშენებს. ანუ ვნებითად: მწერს, გწერს, ჰსწერს; მაშენებს, გაშენებს, აშენებს და სხ.
    ε. ასო მ დაერთვის თავად ყოველთა შემოქმედებითთა მიმღეობათა. მაგალითად: მკეთებელი ანუ მაკეთებელი, მოქმედი ანუ მმექმი; მორწმუნე, მკითხველი, მწერალი, მავალი, მდგომარე, მჯდომარე, მწოლარე, მტირალი, მგლოვარე და სხ.
    ოდესმე მ შეიცულების ნ, მაგალითად: მანგალი - ნამგალი, მებოძირი - ნებოძირი, მორჩი - ნორჩი, მუგუზალი - ნაგუზალი, მუხუდო - ნუხუდო, ნამდჳლი - ნანდჳლი და სხ. და ოდესმე შეიცულების ბ (იხილე ასოსა თანა ბ).

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями >

  • 10 მამაშვილობა

    რაჲსა-მიმართობა მამისა შვილისადმი, საზოგადოსა შინა საუბარსა ხშირად იხმარების ლექსი ესე. მაგალითად: თუ მამაშვილობა გრწამს (ძალითად მდებარე არს, გაფიცებ), სწორედ მითხარ, заклинательное, или убедительное; ეგრეთვე პასუხი: მამაშვილობამ (იცის), სწორედ გეუბნები, уверительное; მსგავსად ამისსა იგულისხმე ლექსთათვის; დედაშვილობას და დედაშვილობამ, შენს გაზდას და შენმა გაზდამ, შენს მზეს და შენმა მზემ (ვეფხისტ. 692, 1286, 1293). მზე აქა ჰნიშნავს გარდაღებულად სიცოცხლეს. ამათგან დასაფიცებელნი იხმარებიან უხშირესად უფროსთაგან უმცროსთადმი, ვითა რუსულად пожалуйста, ხოლო დასაჯერებელნი უმცროსთაგან, ვითარმედ თავმან ჩემმან, თავსა ჩემსა (ვეფხისტ. 66) და მრავალნი ამგვარნი ითქმიან უაღრესთათვის.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > მამაშვილობა

  • 11 მახვილი

    I. მკვეთრი საჭურველი (ფსალ. 36, 14 და შემდგომი; ლუკ. 22:36, 49, 52), меч; სახენი ამისნი: დანა, სატევარი, ხანჯალი და სხ. ( ნახე ლექსსა თანა ხრმალი).
    იხმარების ზედშესრულადცა და ჰნიშნავს მკვეთრსა, მჭრელსა, გამჭრიახსა. მაგალითად: თვალი მახვილი, ანუ ხედვა მახვილი, სმენამახვილი, გონებამახვილი და სხ., вострый.
    ნიშანი პროსოდიისა, რომელთაცა მარცვალთა ზედა ლექსისათა ამაღლდების ხმა, რომელია ('), ударение в правописание. შეისწავე, რამეთუ ქართულსა ენასა შინა ორმარცულოვანთა და სამმარცულოვანთა ლექსთა შორის პირველსა ზედა მარცვალსა ამაღლდების ხმა. მაგალითად: კ'აცი, მდ'ინარე, ხოლო ოთხმარცულოვანთა და უმეტესთა შორის ამაღლება ხმისა იქნების დაბოლოვებითგან მესამესა ზედა მარცვალსა. მაგალითად: კაც'ისაგან, მდინ'არისა, მდინარ'ისაგან, დ'იდება, დიდ'ებული, დიდებ'ულება, დიდებულ'ებითა, დიდებულებ'ითითა და სხ. ცნობა ამისი ფრიად სახმარ არს შეთხზვასა შინა ლექსთა, ანუ სტიხთასა, რომელსა ეწოდების პოეზია. ხოლო განმარტება ამისი ეკუთნვის ნაწილსა ღრამმატიკისასა, რომელია პროსოდია ანუ ლექსთგამოღება და მოკლედ ჯერ არს შესწავება, ვითარმედ სტიხთა შინა ორნი და სამნი ლექსნი შეერთდებიან ესრეთ, ვითა რთულნი, ანუ ერთი ლექსი მრავალმარცულოვანი დაიდების, ვითა განყოფილი მიხედვითა ხმის ამაღლებისათა. საზომი ამათი ადვილად განისაზღურების ყურადღებითითა წარკითხვითა ძველთა მესტიხეთა წიგნთათა, მაგალითად: რო˘მე˘ ლმაˉ ნ შე˘ ჰქმნა˘ საˉ მყა˘რო˘ ძაˉლი˘ თა მი˘ თ ძლი˘ˉრი˘თაˉ.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > მახვილი

  • 12 მაჯლაჯუნა

    ას სენი მოვალს ძილსა შინა სისხლის შედგომისაგან. მძინარეს ჰგონია, ვითარმედ დააწვა ვინმე, ანუ ერკინა და გვიან განიფრთხობს.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > მაჯლაჯუნა

  • 13 ნაკი

    Ср. ნაკის დღე, ნაკიანი წელიწადი
    ნაკლების შესასრულებელი (ვეფხისტ. 796), високос, високосный день или год. წელიწადსა აქუს 365 დღე და 6 ჯამი. ოთხს წელიწადს 6 ჟამი შეიქმნება 24, ანუ 1 დღე. ამის გამო მეოთხეს წელიწადსა აქუს 366 დღე მომატებული. ესე დაერთვის ფებერვალსა და მაშინ 28 დღის მაგიერ, შეიქმნების 29 დღე ფებერვლისა. ამას ეწოდება ნაკი. ამგუარი აღრისხუა დღეთა წელიწდისათა დაწესებულს არს გამოძიებითა ძველთა ასტრონომოსთათა უწინარეს ვიდრე ქრისტეს შობადმდე და ამისვე აღრიცხჳსაებრ პირველსა შინა მსოფლიოსა კრებასა ნიკიისასა 325 წელსა ქრისტესით დამტკიცებულ არს დღესასწაულობა პასეკისა შემდგომად გაზაფხულის დღეღამის გასწორებისა, რომელიცა პირველთა შინა საუკუნეთა იქმნებოდა 21 მარტსა (და სეკდემბრის 23 (იხილე ქართულს დაბეჭდილს ჟამნში შესწავება საკითხავისა 23 სეკდემბერს)), ხოლო ვინათგან შემდგომადითა გამოძიებითა უახლესთა ასტრონომოსთათა შემეცნებულ არს, ვითარმედ წელიწადსა აქუს 365 დღე და არა სრული 6 ჟამი, არამედ ნაკლები 12 ანუ 15 მინუტითა, ესრეთ რომელ ასოთხსა წელიწადსა შინა ეს ნაკლები მინუტები შეიქმნების მრთელი დღე, ამად ნიკიის კრებითგან ვიდრე აქამომდე 1500 წელიწადსა შინა 12 დღე ნაკისა მეტი მოსულა და ამის გამო დღეღამის გასწორება ნაცულად 21 მარტისა, იქმნების 9. მიზეზითა ამით დასავლეთის ეკლესიასა გამოურიცხავს 12 დღე სათვალავთაგან თთვეთასა და 12 დღით წინ აღრიცხვენ იგინი დღეთა. ამას ეწოდების ახალი შტილი, ხოლო ძველი შტილი კუალადცა უპყრიეს ეკლესიასა აღმოსავლეთისასა, სომეხთა, ნესტორიანთა და სხ. (იხილე Словотолкователь: Грегорианский календарь).

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > ნაკი

  • 14 ნაკის დღე

    ნაკლების შესასრულებელი (ვეფხისტ. 796), високос, високосный день или год. წელიწადსა აქwს 365 დღე და 6 ჯამი. ოთხს წელიწადს 6 ჟამი შეიქმნება 24, ანუ 1 დღე. ამის გამო მეოთხეს წელიწადსა აქwს 366 დღე მომატებული. ესე დაერთვის ფებერვალსა და მაშინ 28 დღის მაგიერ, შეიქმნების 29 დღე ფებერვლისა. ამას ეწოდება ნაკი. ამგwარი აღრისხwა დღეთა წელიწდისათა დაწესებულს არს გამოძიებითა ძველთა ასტრონომოსთათა უწინარეს ვიდრე ქრისტეს შობადმდე და ამისვე აღრიცხჳსაებრ პირველსა შინა მსოფლიოსა კრებასა ნიკიისასა 325 წელსა ქრისტესით დამტკიცებულ არს დღესასწაულობა პასეკისა შემდგომად გაზაფხულის დღეღამის გასწორებისა, რომელიცა პირველთა შინა საუკუნეთა იქმნებოდა 21 მარტსა ((და სეკდემბრის 23 (იხილე ქართულს დაბეჭდილს ჟამნში შესწავება საკითხავისა 23 სეკდემბერს))), ხოლო ვინათგან შემდგომადითა გამოძიებითა უახლესთა ასტრონომოსთათა შემეცნებულ არს, ვითარმედ წელიწადსა აქუს 365 დღე და არა სრული 6 ჟამი, არამედ ნაკლები 12 ანუ 15 მინუტითა, ესრეთ რომელ ასოთხსა წელიწადსა შინა ეს ნაკლები მინუტები შეიქმნების მრთელი დღე, ამად ნიკიის კრებითგან ვიდრე აქამომდე 1500 წელიწადსა შინა 12 დღე ნაკისა მეტი მოსულა და ამის გამო დღეღამის გასწორება ნაცwლად 21 მარტისა, იქმნების 9. მიზეზითა ამით დასავლეთის ეკლესიასა გამოურიცხავს 12 დღე სათვალავთაგან თთვეთასა და 12 დღით წინ აღრიცხვენ იგინი დღეთა. ამას ეწოდების ახალი შტილი, ხოლო ძველი შტილი კwალადცა უპყრიეს ეკლესიასა აღმოსავლეთისასა, სომეხთა, ნესტორიანთა და სხ. (იხილე Словотолкователь: Грегорианский календарь).

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > ნაკის დღე

  • 15 ნაკიანი წელიწადი

    ნაკლების შესასრულებელი (ვეფხისტ. 796), високос, високосный день или год. წელიწადსა აქwს 365 დღე და 6 ჯამი. ოთხს წელიწადს 6 ჟამი შეიქმნება 24, ანუ 1 დღე. ამის გამო მეოთხეს წელიწადსა აქwს 366 დღე მომატებული. ესე დაერთვის ფებერვალსა და მაშინ 28 დღის მაგიერ, შეიქმნების 29 დღე ფებერვლისა. ამას ეწოდება ნაკი. ამგwარი აღრისხwა დღეთა წელიწდისათა დაწესებულს არს გამოძიებითა ძველთა ასტრონომოსთათა უწინარეს ვიდრე ქრისტეს შობადმდე და ამისვე აღრიცხჳსაებრ პირველსა შინა მსოფლიოსა კრებასა ნიკიისასა 325 წელსა ქრისტესით დამტკიცებულ არს დღესასწაულობა პასეკისა შემდგომად გაზაფხულის დღეღამის გასწორებისა, რომელიცა პირველთა შინა საუკუნეთა იქმნებოდა 21 მარტსა ((და სეკდემბრის 23 (იხილე ქართულს დაბეჭდილს ჟამნში შესწავება საკითხავისა 23 სეკდემბერს))), ხოლო ვინათგან შემდგომადითა გამოძიებითა უახლესთა ასტრონომოსთათა შემეცნებულ არს, ვითარმედ წელიწადსა აქუს 365 დღე და არა სრული 6 ჟამი, არამედ ნაკლები 12 ანუ 15 მინუტითა, ესრეთ რომელ ასოთხსა წელიწადსა შინა ეს ნაკლები მინუტები შეიქმნების მრთელი დღე, ამად ნიკიის კრებითგან ვიდრე აქამომდე 1500 წელიწადსა შინა 12 დღე ნაკისა მეტი მოსულა და ამის გამო დღეღამის გასწორება ნაცwლად 21 მარტისა, იქმნების 9. მიზეზითა ამით დასავლეთის ეკლესიასა გამოურიცხავს 12 დღე სათვალავთაგან თთვეთასა და 12 დღით წინ აღრიცხვენ იგინი დღეთა. ამას ეწოდების ახალი შტილი, ხოლო ძველი შტილი კwალადცა უპყრიეს ეკლესიასა აღმოსავლეთისასა, სომეხთა, ნესტორიანთა და სხ. (იხილე Словотолкователь: Грегорианский календарь).

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > ნაკიანი წელიწადი

  • 16 რამეთუ

    კავშირი მიზეზობითი ( ნახე ვითარმედ) (ფსალ. 1, 6 და 5, 2 და შემდგომი), яко, ибо.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > რამეთუ

  • 17 რომ

    მდაბიურად იხმარების ნაცულად რომელ, რამეთუ, რათა, ვითარმედ და სხ., что, чтобы. თ. ქი (სპ.).

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > რომ

  • 18 რომელი

    ნაცვალსახელი კითხჳთი, ხოლო რაჟამს დაერთვიან მარცვალნი: ცა, იგი, ანუ შეუდგების არსებითსა სახელსა, მაშინ არს კულავ მოღებითი (ფსალ. 1:1, 3), который, какой.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > რომელი

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»