Перевод: с грузинского на русский

с русского на грузинский

ჰქმნა

  • 1 მახვილი

    I. მკვეთრი საჭურველი (ფსალ. 36, 14 და შემდგომი; ლუკ. 22:36, 49, 52), меч; სახენი ამისნი: დანა, სატევარი, ხანჯალი და სხ. ( ნახე ლექსსა თანა ხრმალი).
    იხმარების ზედშესრულადცა და ჰნიშნავს მკვეთრსა, მჭრელსა, გამჭრიახსა. მაგალითად: თვალი მახვილი, ანუ ხედვა მახვილი, სმენამახვილი, გონებამახვილი და სხ., вострый.
    ნიშანი პროსოდიისა, რომელთაცა მარცვალთა ზედა ლექსისათა ამაღლდების ხმა, რომელია ('), ударение в правописание. შეისწავე, რამეთუ ქართულსა ენასა შინა ორმარცულოვანთა და სამმარცულოვანთა ლექსთა შორის პირველსა ზედა მარცვალსა ამაღლდების ხმა. მაგალითად: კ'აცი, მდ'ინარე, ხოლო ოთხმარცულოვანთა და უმეტესთა შორის ამაღლება ხმისა იქნების დაბოლოვებითგან მესამესა ზედა მარცვალსა. მაგალითად: კაც'ისაგან, მდინ'არისა, მდინარ'ისაგან, დ'იდება, დიდ'ებული, დიდებ'ულება, დიდებულ'ებითა, დიდებულებ'ითითა და სხ. ცნობა ამისი ფრიად სახმარ არს შეთხზვასა შინა ლექსთა, ანუ სტიხთასა, რომელსა ეწოდების პოეზია. ხოლო განმარტება ამისი ეკუთნვის ნაწილსა ღრამმატიკისასა, რომელია პროსოდია ანუ ლექსთგამოღება და მოკლედ ჯერ არს შესწავება, ვითარმედ სტიხთა შინა ორნი და სამნი ლექსნი შეერთდებიან ესრეთ, ვითა რთულნი, ანუ ერთი ლექსი მრავალმარცულოვანი დაიდების, ვითა განყოფილი მიხედვითა ხმის ამაღლებისათა. საზომი ამათი ადვილად განისაზღურების ყურადღებითითა წარკითხვითა ძველთა მესტიხეთა წიგნთათა, მაგალითად: რო˘მე˘ ლმაˉ ნ შე˘ ჰქმნა˘ საˉ მყა˘რო˘ ძაˉლი˘ თა მი˘ თ ძლი˘ˉრი˘თაˉ.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > მახვილი

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»