Перевод: с грузинского на русский

с русского на грузинский

მარცვალი

  • 1 მარცვალი

    თესლი მოსავალთა (მატ. 13, 31 და 17, 20; იოან. 12, 24), зерно.
    მრგვალი კერძოკი სხვათაცა ნივთთა, ვითარ ქვირითისა, მარგალიტისა, სპეკალთა, მძივთა და მისთანათა.
    ღრამმატიკულად: ნაწილი ლექსისა ერთის ხმოვანის ასოთურთ, слог, склад.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > მარცვალი

  • 2 მარცვალი

    1. зерно
    2. грам. слог

    Грузино-русский словарь > მარცვალი

  • 3 ღა მარცვალი ესე შეერთდების სხუათა ლექსთა

    Ср. განავითარებს მათ.
    I. ზმნათა საეჭვოსა კითხუათა შინა, ვითარ არსღა? ე.ი. კუალადცა არს? იქმნებისღა? მოვალსღა? და სხ., еще ли? уже ли?
    II. მრავალთა ზმნისზედათა და კავშირთა: არღა, არღარა, уже не, более нет. ვერღარა, ნურღარა, ვიდრეღა, კნინღა, თუმცაღა, დაღათუ და სხ.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > ღა მარცვალი ესე შეერთდების სხუათა ლექსთა

  • 4 რე

    მარცვალი ესე იხმარების ლექსთა დამაშვენებელად: წინა - წინარე, უმეტესად - უმეტესადრე, ზემორე მოხსენებული. აქა განაშორებს ორთა მარცვალტა მო მო, ვინადგან ზემო მოხსენებული თქმად ურჩხ არს.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > რე

  • 5

    ქარაგმიანნი ლექსნი: სდ* - სრულიად, სხნი* - სხუანი.
    α. ს დერთვის თავად რომელთამე ლექსთა შნოსათჳს წინაშე კ, პ და ტ. მაგალითად: კუნელი - სკუნელი, პარსი ანუ ფარსი - სპარსი, პილენძი - სპილენძი, პილო - სპილო, მაინძელი - მასპინძელი, ტრიობა - სტრიობა, აშრიალი - საშრიალი. კუალად: ნატა - სნატი, კუნესა - სნეკვა, რბოლა - სრბოლა.
    β. ს იხმარების ნაცულად ზ და რ, ვითა ითქვა მათ ასოთა თანა და ზოგჯერმე წინაშე ასოთა პ და ტ შეიცულების შ-ზედა. მაგალითად; ქისპი - ქიშპი, გასტერება - გაშტერება, მუსტი - მუშტი, ტასტი - ტაშტი, ქისტი - ქიშტი, ეგრეთვე უკეთუ ლექსთა შინა იპოვნებიან ასონი: შ, ჭ, ჯ, მაშინ თავად ასო ს შეიცულების შ-ზედავე, ვითარ: სიმშილი - შიმშილი, სიში - შიში, სანიშინი - შანიშინი, საჭამადი - შეჭამადი, სინჯი - შინჯი, სჯული - შჯული.
    I. სახელთა არსებითთა და ზედშესრულთაცა, ესრეთ რომელ მარცვალი ნა ჰნიშნავს შეცვალებასა განვლილისა მდგომარეობისასა, ხოლო სა მომავალსა ანუ მოსალოდებელსა. ვითარ ნასიძარი - სასიძო, ნარძლევი - სარძლო, ნავენახობი - სავენახე, ნაბოსტნევი - საბოსტნე და სხ. ხოლო, უმრავალჯერესად ჰნიშნავს კუთნვილებასა, სააბანოვე, საბოლოვო, საგზაო, საერო, საზოგადო, საკომლო, სამარხო, სახსნილო, სანეულო, საშენო, საჩემო და სხუანი.
    ამგუარნი სახელნი იხმარებიან არსებითადცა, ვითარ სადილი, საუზმე, საგზალი, სავაჭრო, საზამთრო, სალარო, საუნჯე, საქონელი, საწოლი, სახაბაზო და სხ.
    II. სა დაერთვის მიმღეობათა მომავალისა დროჲსათა, ვითა ნა განვლილისათა. მაგალითად: ნაწერი - საწერი, ნაკითხი - საკითხი, ნაკერავი - საკერავი, ნაქები - საქები, ნაქმარი - საქმარი, ნასუქი - სასუქი, ნაუბარი - საუბარი, ნახნავი - სახნავი, ნამუშავარი - სამუშავარი, ნახმარი - სახმარი და სხ. ეს სახედ მარცულითა სა განვითარებულნი მიმღეობანი იხმარებიან არსებითადცა სახელებად. მაგალითად: საზრდელი, სამოსელი, სამსახური, სარეწავი, სატევარი, სატკივარი, სასჯელი, საქციელი, საწერელი, სახმილავი, სახნისი და სხ.
    III. კუალად სა დაერთვის თანდებულთა, ზმნისზედათა, კავშირთა და შორისდებულთაცა და შეიქმს მათ არსებითად ანუ ზედშესრულად სახელებად. მაგალითად: სააქაო, საიქიო, საგარეო, საშინაო, საზედაო, სათანადო, სამარადისო, სანიადაგო, საწინაო, სახუალიო, საზეგიო, საგაისო, სათუო, სავალალო, სავაებო.
    ზედშესრულთა სახელთა და შესცულის მათ არსებითად. მაგალითად: ადვილი - სიადვილე, ძნელი - სიძნელე, ავი - სიავე, ბოროტი - სიბოროტე, ბრძენი - სიბრძნე, თეთრი - სითეთრე, შავი - სიშავე, მართალი - სიმართლე, მდაბალი - სიმდაბლე, მდიდარი - სიმდიდრე, მრავალი - სიმრავლე, მტკიცე - სიმტკიცე, მშვიდი - სიმშვიდე, უხვი - სიუხვე და სხ.
    a) რომელნიმე ზედშესრულნი სახელნი, დაბოლოვებულნი მარცვალსა ზედა ლი, ისპობენ ამას, რაჟამს დაერთვის მათ სი. მაგალითად: თხელი - სითხე, ზრქელი - სიზრქე, სქელი - სისქე, მსხვილი - სიმსხო, კეთილი - სიკეთე, ტკბილი - სიტკბო, ტფილი - სიტფო, ცხელი - სიცხე.
    b) რაჟამს ესრეთთა არსებითთა სახელთა დაერთვიან მარცვალნი ამ, ანუ მაგ, მაშინ იგინი შეიცულებიან ზედშესრულადვე. მაგალითად: ამ სიდიდე, ანუ მაგ სიდიდე ძელი, дерево такой величины, ამ სიუხვე კაცი, ამ სიწითლე ვაშლი და სხ.
    II. სი დაერთვის სახელზმნათა განსაკუთრებით უმეშვეობითთა ზმნათასა, ვითარ სიარული, სირბილი, სიკუდილი, სინანული, სირცხჳლი, სიქადული, სიხარული, სიცილი, სიძულილი და სხ.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями >

  • 6

    ქარაგმიანი ლექსნი: კდ* - კუალად, კზი* - კათალიკოზი, კხლი* - კურთხეული. კ იხმარების ნაცულად გ ( ნახე ასო გ), ანუ ნაცულად ყ, მაგალითად: კასაბი - ყასაბი, კალხზედ - ყალხზედ, კალამი - ყალამი, კლერტი - ყლორტი, კაჩაღანა - ყაჩარანა, კუმაში - ყუმაში, ყველაკაი - ყველაყაი, კურდღელი - ყურდგელი, ნაბერწკალი - ნაბერწყალი, კოლაოზი - ყოლაოზი.ბოლოდ მარცვალი კი დაერთვის უმრავლესთა ლექსთა წერილის ენისათა განსარჩეველად მდაბიურთაგან. ვითარ: ბაზმა - ბაზმაკი, ბამბა - ბამბაკი, გლახა - გლახაკი, დანა - დანაკი, ეშმა - ეშმაკი, ზირა - ზირაკი, ზვარა - ზვარაკი, მუშა - მუშაკი, პინა - პინაკი, პიტნა - პიტნაკი. ესენი არა არიან დაკნინებითნი, არამედ ვინათგან ბერძულად მარცვალი კი არს კნინობითი, მაგალითად, ზონარი - ზნარაკი, სკამნი - სკამნაკი, ფანარი - ფანარაკი და სხ. ამად ქართულადცა რომელთამე ლექსათათჳს მიღებულ არს ესე კნინობითად, ვითარ წიგნი - წიგნაკი.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями >

  • 7

    ქარაგმიანნი ლექსნი ამას ასოსა ზედა არიან: მდის* - მარადის, მრთ* - მიმართ ანუ მომართ, მრ* - მიერ, მღდლი* - მღუდელი და ძველებურად მფჱ* - მეუფე.
    ასოსა ამას ჰქონან ზედდადებულნი ზმნათანი: მი, მო, მიმო, მიმოდა, მიდამო. მაგალითად: მიმაქუს, მომაქუს, მიმომაქუს, მიმოდამაქუს, მიმოდაბნევა და სხ.მრავალთა ზმნათა განვითარებულთა მარცვალთა მიერ მი და მო, არა აქუსთ განსხვავებული რაჲმე მნიშნველობა, გარდა ამისსა, რომე; მი ითქმის მესამესა პირისათვის, ხოლო მო პირველისა და მეორისათვის. მაგალითად: მოცემა ჩემდა, მოცემა შენდა, მიცემა მისდა; კუალად მოტევება, მოგება, მორთმევა ჩემდა, შენდა; მიტევება, მიგება, მირთმევა მისდა და სხ. ანუ განირჩევიან ზმნისზედათა მიერ აქა და იქი. მაგალითად: მოტანა აქა, მიტანა იქი, მოზიდვა აქა, მიზიდვა იქ, მოწვევა აქა, მიწვევა იქ.
    ესევე იგულისხმე თანდებულთათვის: მიმართ და მომართ. მაგალითად: ჩემდა მომართ, შენდა მომართ, მისდა მიმართ, ანუ მოკვეცილად: ჩემდამო, შენდამო, მისდამი (გარნა ზოგჯერმე იხმარების მი მეორესაცა პირსა შინა, მაგალითად: შენდამი მიცემა, მიტევება შენდა და სხ.). კუალად ასო მ დაერთვის თავად მრავალთა ლექსთა ქართულსა შინა ენასა ესრეთ:
    I. სადაობასა პირისასა, თავად მ და ბოლოდ ელი. მაგალითად: აჩაბეთი, ეგრისი, ეგჳპტე, ამათგან შეიქმნების: მაჩაბელი, მეგრელი, მეგჳპტელი. გარნა აწყური - მაწყურელი, რუისი - მროველი. ესენი ეწოდებოდა საკუთრად მუნებურთა ეპისკოპოსთა, ხოლო სხვათა მუნ მოსახლეთა უწოდებენ: აწყურელი, რუისელი.
    კუალად სადაობისათვის პირთასა დაერთვიან თავად მე, მო, ბოლოდ ე ანუ ვე. მაგალითად: უდაბნო - მეუდაბნოვე, თემი - მოთემე, სახლი - მოსახლე, ქალაქი - მოქალაქე, ხევი - მოხევე და სხ.
    II. იგივე მარცვალნი თავად მე და ბოლოდ ე, ანუ ვე, ჰნიშნავენ პატრონსა ნივთისასა, ანუ მნესა მისსა. მაგალითად: მეაბანოვე, მეაბჯრე, მეკატრ, მენავე, მეხომალდე, მეციხოვნე და სხ.
    III. ესევე მარცვალნი ჰნიშნავენ ხელოსანსა ნივთისასა, მკეთებელსა მისსა, ანუ ვისცა რაჲცა აქუს სარეწავად თჳსად. მაგალითად: მებადე და მებადური, მეთევზე ან მეთევზური, მეველე, მეზურე, მენახირე, მეხბორე, მეცხვარე, მექათმე, მეპურე, მეღვინე, მექვაბე, მექუდე, მეპრატაკე, მეპრორე, მეურმე.
    IV. რომელთამე განორებით ხმარებულთა ლექსთა თავად დაერთვისთ მ და შესცულის შეურაცხებითად, ვითარ: არე-მარე, ახლო-მახლო, კიტრი-მიტრი, წილი-მილი, ხურდა-მურდა.
    V. უმრავლესთა სახელთა დაერთვის თავად მ და არა განასხვავებს მნიშნველობასა მათსა, არამედ როგორც დასაშვენებლად. მაგალითად: ზითევი - მზითევი, სხალი - მსხალი, ტევანი - მტევანი, ღუდელი - მღუდელი, ძეხვი - მძეხვი, წნილი - მწნილი; ეგრეთვე ზედშესრულთა: კურივი - მკურივი, ებრი - მებრი ( ნახე ებრ), რგუალი - მრგუალი, სუბუქი - მსუბუქი, სხვილი - მსხვილი, შვენიერი - მშვენიერი, და სხ. და ზოგჯერ არა საჭიროდ, არამედ კნინღა ურჩხადცა, ვითარ: ტრედი - მტრედი, შველი - მშველი, ცხუარი - მცხუარი.
    გარნა რომელთამე ლექსთა შინა განასხვავებს მნიშნველობასა. მაგალითად: დაბალი - რაოდენობით მცირე, ხოლო მდაბალი - გულით მშვიდი. კუალად დარი - თანასწორი, ხოლო მდარე - უფრო ნაკლები, ანუ ცუდი.
    β. ზედშესრულთა სახელთა დაერთვის თავად მო, ბოლოდ ო და დააკნინებს მნიშნველობასა მათსა. მაგალითად: დიდი - მოდიდო, მცირე - მომცრო, თეთრი - მოთეთრო, შავი - მოშავო და სხ.
    რომელნიმე ზედშესრულნი სახელნი, დაბოლოვებულნი მარცულითა ელი, ისპობენ მას დაკნინებასა შინა. მაგალითად: გრძელი - მოგრძო, თხელი - მოთხო, ტკბილი - მოტკბო, მსხვილი - მომსხო ანუ მომხო, წულილი - მოწლო. არამედ წითელი ითქმის მოწითლო, მოწითანო და მწითური.
    γ. მარცვალი მე დაერთვის თავად რიცხჳთთა სახელთა რაოდენობითთა და შესცულის მათ წესებითად ორითგან, ვიდრე დაუსრულებლადმდე. მაგალითად: მეორე, მესამე, მეოთხე, მეათე, მეათერთმეტე, მეოცე, ოცდამეორე, ოცდამეათხუთმეტე, მეორმოცე, ორმოცდამეექუსე, ორმოცდამეათე ანუ მეერგასე, მეასე, ასმეორე, ასმეშვიდე, მეათასე, ათასმეერგასე, მეათიათასე და სხ.
    ხოლო ოდესცა დაერთვის ამათ ბოლოდ მარცვალი დი, მაშინ ჰნიშნვენ კერძოსა. მაგალითად: მესამედი, მეოთხედი, მეათედი და სხ.
    I. მაპიროვნებელად პირველისა პირისა და მაშინ მეორისა პირისა იქმნების მაპიროვნებელი გ. მაგალითად: მაქუს, გაქუს, აქუს, მრწამს, გრწამს, ჰრწამს; მნებავს, გნებავს, ჰნებავს, და სხ. ეგრეთვე ყოველთავე უსრულესთა დროთა შინა: მიწერიეს, გიწერიეს, უწერიეს; მეწერა, გეწერა, ეწერა; მისწავიეს, გისწავიეს, უსწავიეს; მესწავა, გესწავა და სხ.
    შეისწავე, ვითარმედ ზმნანიცა: მაქვს, მრწამს, მნებავს, მინდა, მჯერა და სხ. თუმცცა იხმარებიან აწმდგომსა დროსა შინა, გარნა ესევითარი საქცევი მათი არს ვასხებულ უსრულესისა დროსაგან ვინათგან აწმდგომსა დროსა მათსა: ვიქონიებ, ვირწმუნებ, ვინებებ, ვინდომებ, ვიჯერებ, აქუს ჰაზრი რაოდენმე მომავლისა დროჲსა, ხოლო ვასხებული დროჲ უსრულესისაგან ჰნიშნავს სრულიად აწინდელსა.
    ამის გამო ზმნანი: ვიბოძებ, მივართმევ, მივულოცავ, და სხ. ვინათგან ჰნიშნვენ უფრორე მომავალსა, ამად უსრულესი მათი დაიდების ნაწულად აწინდელისა. მაგალითად: მიბოძებია, მომირთმევია, მომილოცავს და სხ.ამგვარადვე სხვათა ზმნათა პირველსა პირსა შინა გაპიროვნებულთა მარცულითა ვი დასანიშნველად აწინდელისა დროჲსა, აქუს გახშირებითი დროჲ სხვარიგად. მაგალითად: ვიკითხავ, ვილოცავ, ვიპოვი, ვიშოვი და სხ. რადგანც ესენი ნიშნვენ მომავალსა, ამად აწინდელსა დროსა შინა იხმარებიან გახშირებით: ვჰკითხულობ, ვლოცულობ, ვჰპოულობ, ვშოულობ.
    II. ასო მ იხმარების კუალად პირნაკლთა ზმნათა შინა, ოდესცა მოქმედება მიეჩემების 1 პირსა მეორისაგან. მაგალითად: მიწერ, მიწერს, მიშენებ, მიშენებს და რაჟამს პირველისაგან მიეჩემების 2 პირსა, მაშინ იხმარების გ (იხილე ასო გ და უვრცელესად შესავალსა შინა ზმნათათვის).
    ხოლო უკეთუ მოქმედება არს მესამისაგან პირისა, მაშინ არღარა არს პირნაკლი, არამედ მიეჩემების სამთავე და პირველისადმი იხმარების კუალადვე ასო მ, მეორისადმი კუალადვე გ, მესამისადმი უ. მაგალითად: მიწერს, გიწერს, უწერს; მიშენებს, გიშენებს, უშენებს. ანუ ვნებითად: მწერს, გწერს, ჰსწერს; მაშენებს, გაშენებს, აშენებს და სხ.
    ε. ასო მ დაერთვის თავად ყოველთა შემოქმედებითთა მიმღეობათა. მაგალითად: მკეთებელი ანუ მაკეთებელი, მოქმედი ანუ მმექმი; მორწმუნე, მკითხველი, მწერალი, მავალი, მდგომარე, მჯდომარე, მწოლარე, მტირალი, მგლოვარე და სხ.
    ოდესმე მ შეიცულების ნ, მაგალითად: მანგალი - ნამგალი, მებოძირი - ნებოძირი, მორჩი - ნორჩი, მუგუზალი - ნაგუზალი, მუხუდო - ნუხუდო, ნამდჳლი - ნანდჳლი და სხ. და ოდესმე შეიცულების ბ (იხილე ასოსა თანა ბ).

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями >

  • 8

    I. სამნეოდამ გარდადგინებულთა, ანუ შეცვალებულთა მდგომარეობისაგან თჳსისა: ნაბატონარი, ნაყმევი, ნასიძარი, ნარძლევი, ნაქურივალი, ნახუცარი, ნაქალაქევი, ნასოფლარი, ნასახლარი, ნავენახობი. ეგრეთვე: ნაავანდყოფარი, ნამარხულევი, ნამსგავსები და სხ. (იხილე სა).
    II. თან შეერთებასა, ანუ კუთნვილებასა რასმე: ნაანდერძევი, ნამზითვი, ნაკერპავი, ნაღვინევი, ნააბანოევი, ნასადილევი, ნაძირალი და სხ.
    III. ნადგომსა, ან ნიშანდაჩნეულსა: ნაკბილარი, ნამუხლი, ნაფეხვარი, ნატერფალი, ნამუწუკარი, ნაბანაკევი და სხ.
    β. რიცხჳთთა სახელთა და ჰნიშნავს კერძოსა: ნაოთხალი, ნაათალი, ნაასალი და სხ.
    γ. მიმღეობათა ვნებითთა განვლილისა დროჲსათა: ნაბანი, ნაკერი, ნავალი, ნაგები, ნაკეცი, ნამუშავარი, ნამძინარევი, ნამზადი, ნაპარსი, ნარგები, ნაქმარი, ნაშრომი, ნასწავლი, ნაწერი, ნახმარი და სხ.მიმღეობანი ესე იქმნებიან:
    I.სხვადასხჳსა დამნიშნველნი სინონიმნი, მაგალითად, ნაბანი, რაჲცა განბანილ არს, ანუ წყალი, რომლითაცა განბანილარს; ნამუშავარი, ვისცა უმუშავიეს, ანუ რაჲცა უმუშავიეს; ნასწავლი; ვისცა უსწავიეს, ანუ რაჲცა უსწავიეს. ეგრეთვე ნაუბარი ნალაპარაკევი, ანუ უბეში ნადები. კუალად ნაუბრანი ნალაპარაკევი, ანუ უბანყოფილი; ნავალი ნასიარულევი ადგილი, გინა კაცი, ანუ ვალად აღებული.
    II. ესევე მიმღეობანი იხმარებიან არსებითად სახელადცა: ნაღები, ნახნავი, ნათლული, ნახევარი, ნაპრალი, ნასხლევი, ნაქსოვი, ნაშენი, ნაგავი.
    δ. კუალად იხმარების მარცვალი ნა რთულთა და სხმითგარდასლვითთა ლექსთა შორის საშუალ: გულნაკლული, სახელნართაული, ზედნადები, ღვინონასვამი, წყალნარევი, ჭიანაჭამი, ჭირნახული, ხელნაწერი, ჭირნახადი. ანუ: აღნაგი, აღნადგინები, აღნაქუსი, განაჩენი, მონაგარი, მონაღვაწი, შენამსგავსი, შენაძენი, წანაგები, წანართმევი, წანაღები და სხ.
    ε. კუალად ასო ნ იხმარების ბოლოდ ზმნათა და საკუთრად მექონთა ასოსა მ პირველისა პირისა მაპიროვნებელად, ოდესცა ძიება მათი არს მრავლობითი. მაგალითად: მაქუს წიგნი, მაქუნ წიგნნი, ანუ მქონან წიგნები; მეგულება წიგნი, მეგულებიან წიგნები, წიგნნი. ეგრეთვე სხუათაცა პირთა, რიცხუთა და დროთა შინა: გაქუს, გაქუნ, გქონან; აქუს, აქუნ, ჰქონან; გუაქუს, გუაქუნ, გუქონან და სხ. მქონდა, მქონდნენ; გეგულება, გეგულებიან, მეგულებოდა, მეგულებოდნენ და სხ.
    ეგრეთვე დაერთვის ზმნათაცა ვ გაპიროვნებულთა სრულთა დროთა შინა: დავსწერე წიგნი, დავსწერენ წიგნნი; დასწერე წიგნი, დასწერენ წიგნნი; დაასხა ხელი, დაასხნა ხელნი და სხ.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями >

  • 9 თესლი

    მოსავალთ მარცვალი, ნაყოფის გამომღებელი, (დაბად. 1:11, 29 და შემდგომი), семя.
    ნათესავი, შთამომავლობა, თავობა ერისა (ფსალ. 9, 26 და 32, 11, კუალად 66, 2; რომაელ. 4, 17), язык, народ.
    დასაბამი, მიზეზი რისამე.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > თესლი

  • 10 იამბიკო

    ლექსი 5 ტაეპოვანი და თჳთოელს ტაეფს აქუს 12 მარცვალი, ямбические стихи, ιαμβικός.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > იამბიკო

  • 11 კაკა

    მარცვალი (ლევიტ. 21, 20), ятро, ядро.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > კაკა

  • 12 კაკალი

    მრთელი ხილი ნაჭუჭითურთ ნიგუზისა და მისთანათა, орех (воложский).
    მარცვალი თესლეულთა (იმერულად), зерно.
    თუალის კაკალი, შიგნითი სიმრგულე, გუგა, зорочек.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > კაკალი

  • 13 კენკრა

    ხიჩატელი, გარეულს ხეზედ მოსხმული მარცვალი რამ ხილსავით, ягода.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > კენკრა

  • 14 მარგარიტი

    ნიჟარათა შინა პოვებული მარცვალი, მრგუალი, გამაგრებული თეთრი და ელვარე, რომელიც სიძვირისა გამო მისისა აღირიცხების სპეკალთა თანა (მატ. 7, 7 და 13, 46; გამოცხ. 21, 21), басер (бисер), жемчуг, жемчужина, μαργαρίτης. ს. მარქრიტ.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > მარგარიტი

  • 15 მარგალიტი

    ნიჟარათა შინა პოვებული მარცვალი, მრგwალი, გამაგრებული თეთრი და ელვარე, რომელიც სიძვირისა გამო მისისა აღირიცხების სპეკალთა თანა (მატ. 7,7 და 13,46; გამოცხ. 21,21), басер ((бисер)), жемчуг, жемчужина, μαργαρίτης. ს. მარქრიტ.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > მარგალიტი

  • 16 მართ

    მართლ, მართლად, ანუ სწორედ (ვეფხისტ. 3 და შემდგომი), точь, точно. რუსთველს ხშირად უხმარია ეს მარცვალი უფრო ლექსთ გაწყობისთვის. ამასვე დაერთვიან ზედდადებულნი: აღმართ, გაღმართ, დაღმართ, მიღმართ და სხ.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > მართ

  • 17

    ძველებურსა ხუცურსა შინა წერილსა ო ქარაგმითურთ ხმარებულ არს ნაცულად ოჳი* - უფალი, ანუ ოჳო* - უფალო და ონ* - უფალმან. ვინათგან ასო უ შეერთებულ არს ო და ჳ შეერთებითა, ვითა ითქუა შესავალსა შინა, ხოლო ვიეთთამე სრულიადცა არა უხმარიესთ უ არამედ მის წილ მარტივად ო.
    მრავალთა ლექსთა შინა მარცვალი უა შეიცულების მდაბიურად ო-ზედა, ვითარ გუარჯილა - გორჯილა, კუამლი - კომლი, რაგუარი - როგორი, ხუალმე - ხოლმე, ხუამალდი - ხომალდი, ხუარბალი - ხორბალი, ხუარშაკი - ხორშაკი და სხ. მებრ ამისსა სლავენურის ენის ლექსნიცა: влас, глас, град, страна და სხ. საზოგადოსა შინა ლაპარაკსა ითქმიან: волос, голос, город, сторона.
    კუალად ასო ო საშუალ რომელთამე ლექსთა ნათესავობითსა შინა ბრუნვასა შეიცულების უ-ზედა, ვითარ: ნიგოზი - ნიგუზისა, მინდორი - მინდურისა, ნიორი - ნიურისა, ნივრისა, სასწორი - სასწურისა და სხ.
    ხოლო ზოგჯერ ასო ო შეიცულების ვი-ზედა: ეჩო - ეჩვი, ანუ უ-ზედა: კოკორი - კუკური, კოლაოზი - კულაოზი.
    I. სახელთა შინა წოდებითისა ბრუნვისათა: მამაო, უფალო, ბატონო და სხ.
    II. ზმნათა შინა, რაჟამს მოუთხრობდეს ვინმე სხუათაგან დაბარებულსა, ანუ ნათქუამსა, ვითარ: შემდგომად სამისა დღისა აღვსდგეო (მატ. 27, 63), კუალად: გამიკეთეო, გამომიგზავნეო, მიბოძეო, ვაკეთებო, დავდივარო, ვიარეო და სხ. де, говорит, дескать, ეგრეთვე დაერთვის სახელთაცა შემდგომად ზმნათა კითხვითთა. მაგალითად, ვინ მოვიდაო? ბატონიო, უფალიო, მამაო. ესენი განირჩევიან წოდებითის ბრუნვისგან.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями >

  • 18 სავარდი

    150 მარცვალი კრიალოსანი ფსალმუნთ სათვალავზედ.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > სავარდი

  • 19 საკენკი

    მფრინველთ საჭმელი მარცვალი.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > საკენკი

  • 20 სირსვალი

    კირკაჟი, მოხარშული მარცვალი სამარხოთა უწვნოდ.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > სირსვალი

См. также в других словарях:

  • რეფლექსური მიდგომა — მნიშვნელობა დევს საგანში, ადამიანში, მოვლენაში რომლებიც არსებობს „რეალურ სამყაროში“, ხოლო ენა ფუნქციონირებს როგორც სარკე, რომლიც ასახავს იმ ნამდვილ მნიშვნელობას, რომელიც უკვე არსებობს სამყაროში. ჩვ. წ. მდე მეოთხე საუკუნეში ბერძნებმა მიმართეს… …   Georgian encyclopedia

  • მწვლილი — 1. მარცვალი; 2. წვრილი ფული …   ძველი ქართული სიტყვების ლექსიკონი (Old Georgian words in the dictionary)

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»