Перевод: с грузинского на русский

с русского на грузинский

კუალად

  • 1 აკანკალება

    კუალად ათრთოლება.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > აკანკალება

  • 2 კიდევ

    კუალად, მერმეცა, მეორედ, опять, ещё раз. თ. გენა, ს. ელი.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > კიდევ

  • 3 ზედნადები

    მთოვარის განახლების საცნობელად მოპოვებული რიცხჳ, основание в пасхалии, ათცხრამეტურისა, რამეთუ მთოვარის მოქცევი არს 19 წელიწადი (იხილე ქრონიკოს), ხოლო მთოვარის განახლებიდამ მეორეს განახლებადმდე განვლის 29½ დღე, ანუ რაოდენითამე ჟამითა მეტნაკლები და ვინათგან: 1) თჳთოეულსა წელიწადსა აქუს 365 დღე და უკეთუ განამრავლო 29½ რიცხუსა ზედა 12 თთვეთასა, მაშინ დადგების 354 და ეს გამოსთუალო 365-დამ, დაშთება კუალად 11, მაშინ მთოვარე განახლდება თჳთოეულს წელიწადს 12 ჯერ, და კუალად დაშთება 11 დღე. ამას ეწოდების ზედნადები. ამას მეორეს წელიწადს დაერთვის კუალად 11, შეიქმნება 22. მესამეს წელიწადს - კუალად 11, შეიქმნება 33. აქედამ 30 გაუქმდება, დაშთება 3, რომელიც იქმნება მესამის წლის ზედნადები. ამ 3-ზედ, მესამეს წელიწადს დაერთვის კუალად 11, შეიქმნება 14 ზედნადები და ესრეთ აღირიცხება შემდგომითი შემდგომად, ესრეთ რომელ უკეთუ ზედნადები გარდასცილდეს 30, მაშინ ეს 30 გაუქმდების და დანაშთენი მისი იქმნება ზედნადები. 2) 19 წელიწადში ერთხელ 11 დღის მაგიერ დაერთვის 12. ესე არს გასასწორებლად მომატებულთა დღეთა ნაკისათა და მთოვარის მობრუნებისათა, რამეთუ 29½ დღეს გარდა კუალად რაოდენიმე ჟამი მეტნაკლებია. 3) უადვილეს დასანახავად ზემოთქმულისა დაერთვის აქა 19 წლის ტაბლიცა 1827 წლითგან ქრისტესით, სადაცა მეათექუსმეტესა წელსა 1842 ზედნადებზედ 26 დაერთვის 12, შეიქმნება 38, აქედამ 30 გაუქმდება, დაშთება 8 ზედნადები მეათშვიდმეტის 1843 წლისა (ტაბულა ნახე).
    ესე არს ათცხრამეტური მთოვარის მოქცევისა, რამეთუ ნიადაგ ცხრამეტ წელიწადში ამავე რიგით მობრუნდება შეუცვალებელად და უკეთუ გენებოს, 1845 წელთა მიათუალე 19, რომელიცა იქმნება 1846-დამ ვიდრემდე 1864-დმდე და იგინი დასხენ ამ ტაბლიცაში დასხმულთა წელიწადთა მაგიერ. ათცხრამეტური და ზედნადები ისევ ისინი დაშტებიან შეუცვალებლად და ესრეთ შემდგომითი შემდგომად.
    ხოლო მთოვარის განახლების ანგარიში, რადგანც დაბეჭდილის დაბადების ბოლოს ვრცლად არის განმარტებული და საქართველოში მრავალთ იციან ზეპირად, ვიდრეღა უწიგნობათაცა, ამად არა შემოიტანების აქა. მხოლოდ ესე არს კუალად სათქმელი, ვითარმედ ვითარმედ მთოვარის ანგარიშსა შინა ზედნადებს დაერთვის კუალად ორი რიცხჳ: 1. ჰქვიან ნიადაგი და 2. თთვისთავი ( ნახე თჳსთა ადგილთა).

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > ზედნადები

  • 4

    ქარაგმიანნი ლექსნი ამას ასოსა ზედა არიან: მდის* - მარადის, მრთ* - მიმართ ანუ მომართ, მრ* - მიერ, მღდლი* - მღუდელი და ძველებურად მფჱ* - მეუფე.
    ასოსა ამას ჰქონან ზედდადებულნი ზმნათანი: მი, მო, მიმო, მიმოდა, მიდამო. მაგალითად: მიმაქუს, მომაქუს, მიმომაქუს, მიმოდამაქუს, მიმოდაბნევა და სხ.მრავალთა ზმნათა განვითარებულთა მარცვალთა მიერ მი და მო, არა აქუსთ განსხვავებული რაჲმე მნიშნველობა, გარდა ამისსა, რომე; მი ითქმის მესამესა პირისათვის, ხოლო მო პირველისა და მეორისათვის. მაგალითად: მოცემა ჩემდა, მოცემა შენდა, მიცემა მისდა; კუალად მოტევება, მოგება, მორთმევა ჩემდა, შენდა; მიტევება, მიგება, მირთმევა მისდა და სხ. ანუ განირჩევიან ზმნისზედათა მიერ აქა და იქი. მაგალითად: მოტანა აქა, მიტანა იქი, მოზიდვა აქა, მიზიდვა იქ, მოწვევა აქა, მიწვევა იქ.
    ესევე იგულისხმე თანდებულთათვის: მიმართ და მომართ. მაგალითად: ჩემდა მომართ, შენდა მომართ, მისდა მიმართ, ანუ მოკვეცილად: ჩემდამო, შენდამო, მისდამი (გარნა ზოგჯერმე იხმარების მი მეორესაცა პირსა შინა, მაგალითად: შენდამი მიცემა, მიტევება შენდა და სხ.). კუალად ასო მ დაერთვის თავად მრავალთა ლექსთა ქართულსა შინა ენასა ესრეთ:
    I. სადაობასა პირისასა, თავად მ და ბოლოდ ელი. მაგალითად: აჩაბეთი, ეგრისი, ეგჳპტე, ამათგან შეიქმნების: მაჩაბელი, მეგრელი, მეგჳპტელი. გარნა აწყური - მაწყურელი, რუისი - მროველი. ესენი ეწოდებოდა საკუთრად მუნებურთა ეპისკოპოსთა, ხოლო სხვათა მუნ მოსახლეთა უწოდებენ: აწყურელი, რუისელი.
    კუალად სადაობისათვის პირთასა დაერთვიან თავად მე, მო, ბოლოდ ე ანუ ვე. მაგალითად: უდაბნო - მეუდაბნოვე, თემი - მოთემე, სახლი - მოსახლე, ქალაქი - მოქალაქე, ხევი - მოხევე და სხ.
    II. იგივე მარცვალნი თავად მე და ბოლოდ ე, ანუ ვე, ჰნიშნავენ პატრონსა ნივთისასა, ანუ მნესა მისსა. მაგალითად: მეაბანოვე, მეაბჯრე, მეკატრ, მენავე, მეხომალდე, მეციხოვნე და სხ.
    III. ესევე მარცვალნი ჰნიშნავენ ხელოსანსა ნივთისასა, მკეთებელსა მისსა, ანუ ვისცა რაჲცა აქუს სარეწავად თჳსად. მაგალითად: მებადე და მებადური, მეთევზე ან მეთევზური, მეველე, მეზურე, მენახირე, მეხბორე, მეცხვარე, მექათმე, მეპურე, მეღვინე, მექვაბე, მექუდე, მეპრატაკე, მეპრორე, მეურმე.
    IV. რომელთამე განორებით ხმარებულთა ლექსთა თავად დაერთვისთ მ და შესცულის შეურაცხებითად, ვითარ: არე-მარე, ახლო-მახლო, კიტრი-მიტრი, წილი-მილი, ხურდა-მურდა.
    V. უმრავლესთა სახელთა დაერთვის თავად მ და არა განასხვავებს მნიშნველობასა მათსა, არამედ როგორც დასაშვენებლად. მაგალითად: ზითევი - მზითევი, სხალი - მსხალი, ტევანი - მტევანი, ღუდელი - მღუდელი, ძეხვი - მძეხვი, წნილი - მწნილი; ეგრეთვე ზედშესრულთა: კურივი - მკურივი, ებრი - მებრი ( ნახე ებრ), რგუალი - მრგუალი, სუბუქი - მსუბუქი, სხვილი - მსხვილი, შვენიერი - მშვენიერი, და სხ. და ზოგჯერ არა საჭიროდ, არამედ კნინღა ურჩხადცა, ვითარ: ტრედი - მტრედი, შველი - მშველი, ცხუარი - მცხუარი.
    გარნა რომელთამე ლექსთა შინა განასხვავებს მნიშნველობასა. მაგალითად: დაბალი - რაოდენობით მცირე, ხოლო მდაბალი - გულით მშვიდი. კუალად დარი - თანასწორი, ხოლო მდარე - უფრო ნაკლები, ანუ ცუდი.
    β. ზედშესრულთა სახელთა დაერთვის თავად მო, ბოლოდ ო და დააკნინებს მნიშნველობასა მათსა. მაგალითად: დიდი - მოდიდო, მცირე - მომცრო, თეთრი - მოთეთრო, შავი - მოშავო და სხ.
    რომელნიმე ზედშესრულნი სახელნი, დაბოლოვებულნი მარცულითა ელი, ისპობენ მას დაკნინებასა შინა. მაგალითად: გრძელი - მოგრძო, თხელი - მოთხო, ტკბილი - მოტკბო, მსხვილი - მომსხო ანუ მომხო, წულილი - მოწლო. არამედ წითელი ითქმის მოწითლო, მოწითანო და მწითური.
    γ. მარცვალი მე დაერთვის თავად რიცხჳთთა სახელთა რაოდენობითთა და შესცულის მათ წესებითად ორითგან, ვიდრე დაუსრულებლადმდე. მაგალითად: მეორე, მესამე, მეოთხე, მეათე, მეათერთმეტე, მეოცე, ოცდამეორე, ოცდამეათხუთმეტე, მეორმოცე, ორმოცდამეექუსე, ორმოცდამეათე ანუ მეერგასე, მეასე, ასმეორე, ასმეშვიდე, მეათასე, ათასმეერგასე, მეათიათასე და სხ.
    ხოლო ოდესცა დაერთვის ამათ ბოლოდ მარცვალი დი, მაშინ ჰნიშნვენ კერძოსა. მაგალითად: მესამედი, მეოთხედი, მეათედი და სხ.
    I. მაპიროვნებელად პირველისა პირისა და მაშინ მეორისა პირისა იქმნების მაპიროვნებელი გ. მაგალითად: მაქუს, გაქუს, აქუს, მრწამს, გრწამს, ჰრწამს; მნებავს, გნებავს, ჰნებავს, და სხ. ეგრეთვე ყოველთავე უსრულესთა დროთა შინა: მიწერიეს, გიწერიეს, უწერიეს; მეწერა, გეწერა, ეწერა; მისწავიეს, გისწავიეს, უსწავიეს; მესწავა, გესწავა და სხ.
    შეისწავე, ვითარმედ ზმნანიცა: მაქვს, მრწამს, მნებავს, მინდა, მჯერა და სხ. თუმცცა იხმარებიან აწმდგომსა დროსა შინა, გარნა ესევითარი საქცევი მათი არს ვასხებულ უსრულესისა დროსაგან ვინათგან აწმდგომსა დროსა მათსა: ვიქონიებ, ვირწმუნებ, ვინებებ, ვინდომებ, ვიჯერებ, აქუს ჰაზრი რაოდენმე მომავლისა დროჲსა, ხოლო ვასხებული დროჲ უსრულესისაგან ჰნიშნავს სრულიად აწინდელსა.
    ამის გამო ზმნანი: ვიბოძებ, მივართმევ, მივულოცავ, და სხ. ვინათგან ჰნიშნვენ უფრორე მომავალსა, ამად უსრულესი მათი დაიდების ნაწულად აწინდელისა. მაგალითად: მიბოძებია, მომირთმევია, მომილოცავს და სხ.ამგვარადვე სხვათა ზმნათა პირველსა პირსა შინა გაპიროვნებულთა მარცულითა ვი დასანიშნველად აწინდელისა დროჲსა, აქუს გახშირებითი დროჲ სხვარიგად. მაგალითად: ვიკითხავ, ვილოცავ, ვიპოვი, ვიშოვი და სხ. რადგანც ესენი ნიშნვენ მომავალსა, ამად აწინდელსა დროსა შინა იხმარებიან გახშირებით: ვჰკითხულობ, ვლოცულობ, ვჰპოულობ, ვშოულობ.
    II. ასო მ იხმარების კუალად პირნაკლთა ზმნათა შინა, ოდესცა მოქმედება მიეჩემების 1 პირსა მეორისაგან. მაგალითად: მიწერ, მიწერს, მიშენებ, მიშენებს და რაჟამს პირველისაგან მიეჩემების 2 პირსა, მაშინ იხმარების გ (იხილე ასო გ და უვრცელესად შესავალსა შინა ზმნათათვის).
    ხოლო უკეთუ მოქმედება არს მესამისაგან პირისა, მაშინ არღარა არს პირნაკლი, არამედ მიეჩემების სამთავე და პირველისადმი იხმარების კუალადვე ასო მ, მეორისადმი კუალადვე გ, მესამისადმი უ. მაგალითად: მიწერს, გიწერს, უწერს; მიშენებს, გიშენებს, უშენებს. ანუ ვნებითად: მწერს, გწერს, ჰსწერს; მაშენებს, გაშენებს, აშენებს და სხ.
    ε. ასო მ დაერთვის თავად ყოველთა შემოქმედებითთა მიმღეობათა. მაგალითად: მკეთებელი ანუ მაკეთებელი, მოქმედი ანუ მმექმი; მორწმუნე, მკითხველი, მწერალი, მავალი, მდგომარე, მჯდომარე, მწოლარე, მტირალი, მგლოვარე და სხ.
    ოდესმე მ შეიცულების ნ, მაგალითად: მანგალი - ნამგალი, მებოძირი - ნებოძირი, მორჩი - ნორჩი, მუგუზალი - ნაგუზალი, მუხუდო - ნუხუდო, ნამდჳლი - ნანდჳლი და სხ. და ოდესმე შეიცულების ბ (იხილე ასოსა თანა ბ).

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями >

  • 5 გება

    I. (ვაგებ) გაშლა, დაფენა, დაგება, стлать, постилать.
    (ვაგებ) შენება, აღშენება, აღგება, строить.
    კუალად გება (კუალად ვაგებ), გარიგება, განკარგვა, განგება (მატ. 17, 11), устраивать.
    (ვიგებ) მოგება ანუ (ვაგებ) წარგება (იხილენ თჳსთა ადგილთა ლექსნი ესე).
    ვუგებ, მივუგებ, პასუხისგება ნახე.
    (ვჰგიე, ვჰგებ, ვეგები) ყოფა, დადგრომა (ფსალ. 9, 7 და 36, 19, კუალად 71:5, 17), пребывать და სხ. ( ნახე ეგების).

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > გება

  • 6 კაცი

    ცხოველი სიტყჳერი, გულისხმიერი და მნებებელი (კატიღ. ანტ. § 237; ფსალ. 1, 1 და 8, 4), человек, муж. ლექსსა ამას დაერთვიან რა ზედშესრულნი სახელნი, გამოაჩინებენ ვინაობასა, მდგომარეობასა ანუ ხელობასა, ვითარ კაცი საერო, სამხედრო. სამღუდელო, მსახური, უცხო, სტუმარი და სხ.
    კუალად კაცი განიყოფის მამაკაცად და დედაკაცად. მდაბიურად მამაცი და დიაცი (მარკ. 10, 6), რა მამაკაცსა მიეთხოვოს დედაკაცი, პირველს ეწოდების ქმარი, მეორეს - ცოლი და ორთავე მეუღლე ურთიერთისა. ნაშობსა მათსა - შვილი; ხოლო მამრსა - ძე და ვაჟი, მდედრსა - ასული და ქალი. კუალად მამრსა ეწოდების წული მარტივად, არამედ რთული არს საზოგადო, ვითარ ძმისწული, დისწული, მაზლისწული, უფლისწული და სხ. (იხილენ ლექსნი ესე).
    კუალად განიყოფების კაცი ჰასაკისაებრ ესრეთ: ვიდრე ხუთს წლადმდე ეწოდების უსუარი და ჩჩვილი, ხუთის წლიდამ ათხუთმეტს წლადმდე: ყრმა, ყრმაა, ბოშვი, ბოვში. ათხუთმეტის წლიდამ ოცდა ხუთს წლამდე: ჭაბუკი, ჭაბუკა და ახალგაზდა. შემდგომად ვიდრე ერგასის წლადმდე - სრული კაცი და შემდგომად - მოხუცი, მოხუცებული და მცხოვარი. ხოლო მდაბიურად მამრსა - ბერიკაცი, მდედრსა - დედაბერი და ბებერი და შემდგომად მისსა - მიხრწნილი.
    ხოლო სხუათა რაჲსა მიმართობათაებრ, ვითარ ნეთესავობისა, უფროს-უმცროსობისა და მისთანათა სახენი ამისნი ჰპოვნე თჳსთა ადგილთა.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > კაცი

  • 7

    I. სამნეოდამ გარდადგინებულთა, ანუ შეცვალებულთა მდგომარეობისაგან თჳსისა: ნაბატონარი, ნაყმევი, ნასიძარი, ნარძლევი, ნაქურივალი, ნახუცარი, ნაქალაქევი, ნასოფლარი, ნასახლარი, ნავენახობი. ეგრეთვე: ნაავანდყოფარი, ნამარხულევი, ნამსგავსები და სხ. (იხილე სა).
    II. თან შეერთებასა, ანუ კუთნვილებასა რასმე: ნაანდერძევი, ნამზითვი, ნაკერპავი, ნაღვინევი, ნააბანოევი, ნასადილევი, ნაძირალი და სხ.
    III. ნადგომსა, ან ნიშანდაჩნეულსა: ნაკბილარი, ნამუხლი, ნაფეხვარი, ნატერფალი, ნამუწუკარი, ნაბანაკევი და სხ.
    β. რიცხჳთთა სახელთა და ჰნიშნავს კერძოსა: ნაოთხალი, ნაათალი, ნაასალი და სხ.
    γ. მიმღეობათა ვნებითთა განვლილისა დროჲსათა: ნაბანი, ნაკერი, ნავალი, ნაგები, ნაკეცი, ნამუშავარი, ნამძინარევი, ნამზადი, ნაპარსი, ნარგები, ნაქმარი, ნაშრომი, ნასწავლი, ნაწერი, ნახმარი და სხ.მიმღეობანი ესე იქმნებიან:
    I.სხვადასხჳსა დამნიშნველნი სინონიმნი, მაგალითად, ნაბანი, რაჲცა განბანილ არს, ანუ წყალი, რომლითაცა განბანილარს; ნამუშავარი, ვისცა უმუშავიეს, ანუ რაჲცა უმუშავიეს; ნასწავლი; ვისცა უსწავიეს, ანუ რაჲცა უსწავიეს. ეგრეთვე ნაუბარი ნალაპარაკევი, ანუ უბეში ნადები. კუალად ნაუბრანი ნალაპარაკევი, ანუ უბანყოფილი; ნავალი ნასიარულევი ადგილი, გინა კაცი, ანუ ვალად აღებული.
    II. ესევე მიმღეობანი იხმარებიან არსებითად სახელადცა: ნაღები, ნახნავი, ნათლული, ნახევარი, ნაპრალი, ნასხლევი, ნაქსოვი, ნაშენი, ნაგავი.
    δ. კუალად იხმარების მარცვალი ნა რთულთა და სხმითგარდასლვითთა ლექსთა შორის საშუალ: გულნაკლული, სახელნართაული, ზედნადები, ღვინონასვამი, წყალნარევი, ჭიანაჭამი, ჭირნახული, ხელნაწერი, ჭირნახადი. ანუ: აღნაგი, აღნადგინები, აღნაქუსი, განაჩენი, მონაგარი, მონაღვაწი, შენამსგავსი, შენაძენი, წანაგები, წანართმევი, წანაღები და სხ.
    ε. კუალად ასო ნ იხმარების ბოლოდ ზმნათა და საკუთრად მექონთა ასოსა მ პირველისა პირისა მაპიროვნებელად, ოდესცა ძიება მათი არს მრავლობითი. მაგალითად: მაქუს წიგნი, მაქუნ წიგნნი, ანუ მქონან წიგნები; მეგულება წიგნი, მეგულებიან წიგნები, წიგნნი. ეგრეთვე სხუათაცა პირთა, რიცხუთა და დროთა შინა: გაქუს, გაქუნ, გქონან; აქუს, აქუნ, ჰქონან; გუაქუს, გუაქუნ, გუქონან და სხ. მქონდა, მქონდნენ; გეგულება, გეგულებიან, მეგულებოდა, მეგულებოდნენ და სხ.
    ეგრეთვე დაერთვის ზმნათაცა ვ გაპიროვნებულთა სრულთა დროთა შინა: დავსწერე წიგნი, დავსწერენ წიგნნი; დასწერე წიგნი, დასწერენ წიგნნი; დაასხა ხელი, დაასხნა ხელნი და სხ.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями >

  • 8 სიარული

    სლუა, მოძრავობა ცხოველთა, გარდადგმით ფერხთათა, ანუ მფრინველთა ჰაერსა შინა და თევზთა წყალსა შინა ქნევითა ფრთეთა, გინა უსულოთა ნივთთა ძალითა ბუნებითითა ანუ ხელოვნებითა, ვითარ სლვა მდინარეთა, ეტლთა, ნავთა, ბორბალთა, საჟამოთა და მისთანათა (ზაქარ. 9, 8; ვეფხისტ. 147), ход, хождение, походка; სახენი ამისნი: ჩჩჳლთ ოთხზედ სიარულს ეწოდება ჩოჩვა, ცოცვა, ბობღვა, ბორდღვა, ბღოტვა და ფოფინი; მათს ხელმოკიდებით, ანუ ხოჭიჭიდ ფეხზედ ტარებას - ტაატი; კაცთა ნებიერად სიარულსა ჭმუნვის განსაქარვებლად შესაქცევთა ადგილთა ზედა - სეირნობა და ნავარდობა; მალიად სლუასა - სირბილი და სრბოლა; შეშინებულის სირბილს - ლტოლვა და გაქცევა; უმალიადესსა სირბილსა - რბენა და ჭენება; კისკისად მაღლა შეფრენით რბენასა - ხლდომა ანუ ხლტომა, ხოლო ოთხფერხთასა - კუნტრუში და სხუანი ( ნახე თამაშობაში). სირბილისა და ნელა სიარულის საშუალო - ძუნძული და ჰასაკმცირეთა ცხოველთასა - ცუნცული, ცანცალი, წანწალი და დიდროვანთასა - ბოტვა, ბოტება (бродить); უგვანსა ძუნძულსა - ბზაკუნი, ბაჯბაჯი და ჩანჩალი; სნეულთ უსუსურად სიარულსა - ღინღილი, ხინხილი ან ღონღილი, ხოლო ოთხფერხთასა - ლასლასი; უსაქმოდ და ცუდად სიარულსა - ტანტალი, წანწალი და თრევა; ბნელაში ფეხდაუნდობლად ანუ ხელის შეხებით სიარულსა - ბღოტვა, ბეცება და ცეცება; მკელობელთ სიარულს - კოჭლობა; თხელთა წყალთა შინა სლვასა ფეხის ამოღებით და კუალად ჩადგმით - ჩხუპვა, ხოლო უღრმესთა შინა ფეხამოუღებლად - ტოპვა და სრულიად ღრმათა შინა ხელფეხთ ხმარებით პირპირ ტივტივსა - ცურვა; ცხენთა კეთილსა სიარულსა - თოხარიკი და იორღა; გოგმანით სიარულს - მერანობა და ცუდსა - ჩაქჩაქი და ჯაგჯაგი; მფრინველთა ჩვეულებრივსა ჰაერში სიარულსა - ფრენა და ფრინვა; ხლტომით ფრენასა - გოგვა და გოგმანი; ცუდსა სლვასა - ლახლახი; ფრთების უძრავად ფრენასა - ლივლივი; თევზთა წყალში სლვასა - ცურვა; გველთა და ქვეწარმავალთა მუცლით სლვასა - გლინვა და ცორვა; მძრომთასა - ღოღვა და ძრომა.
    ზემოწერილნი გვარნი სიარულისანი ხშირად იხმარებიან გარდაღებით კაცთაგან ცხოველთადმი და უსულოთადცა და კუალად გარემოქცევით, ვითარ სბოლა ითქმის ისართათჳს და ნავთათჳსცა, ხინხილი და კინკილი ოთხფერხთათჳს, რომელნიცა ერთსა ფერხსა ატარებენ კანტურით ტკივილის გამო, ცორვა და გლინვა გველებრი, ოდეს კაცნი მიეპარებიან ნადირთა, ჭენება ითქმის უფრო ცხენზედ მჯდომთათჳს, კუალად არიან ბრძანებითნი: გუალე, ჟარე, იარე (თჳს-თჳს ადგილს იხილენ).

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > სიარული

  • 9 ჯავშანი

    აბჯარი, ჯაჭვი რკინისა მეომართ საცმელი (მუნვე, 435, 1406), броня, панцырь, латы. გვარნი ამისნი არიან: სამანქანი თვალებმრგუალი, სამფარეშოსანი, შიგნით ნიკარტოვანი, რბილი, გარდაგრეხით ძნიად გასატეხი; ზეიდალი მსგავსი სამანქანისა, თჳთო რიგი ჯაჭვის თვალთა (ე.ი გრგოლთა) უფარეშო და მეორე რიგი ფარეშოსანი; ხოსროვანი მსგავსი ზეიდალისა და ქვედაპირი ღარღაროვანი; ქირაფქა მობრტყე ჯაჭვის გრგოლებ ფარეშოვანი, რბილი, ბასრი, გარდაგრეხით ადჳლ გასატეხი; ჯაბალა მსგავსი ქირაფქისა ჯაჭვის თვალთა რომელთამე ფარეში მრგუალი, რომელთამე ეკლებრივი. ხუთგვარნი ესე ჯავშანნი იქმნებიან კუალად სხვადასხვარიგნი; რომელნიმე თვალგრძელნი, რომელნიმე თვალფართო, კუალად ფარეშით ანუ ჯვარედად. არამედ სიკეთე და სისრულე მათი არს, რათა იყოს გრძელი და ფართო, ჯაჭვის თვალნი (ე.ი. გრგოლნი) რაზმად დაწყობილ, ფარეში შვენიერ და ძნელად გასატეხი, ნოტიობაში გვიან დასველდეს, თვალნი არ აკლდეს, კალთიდამ შედევნებული უმსხო იყოს, მკერდთა და ბეჭთა უზრქელესად. ქირაფქის გრგოლი ხმალსავით იზევდეს და სამანქანისა იგრხებოდეს, ნიკარტი ჰქონდეს გვარიანი და ღარი მოხდომილი. გარდა ამათსა კუალად პოლოტიკი არს რკინის ფიცარი მკერდთა და სხვათა სატკენთა ადგილთა მოსაკრავი ომთა შინა და ბრძოლათა; თორნი არს მრთელი რკინის პოლოტიკი ჯაჭვებით, ერთი მეორეზედ აკინძული, მთლივ ტანის ჩასაცმელი; ბეგთარი, ხელნავი და სამკლავე არიან ხელთშესაცმელნი აბჯარნი მხრებადმდე და საბარკულნი ფერხთშესაცმელნი ბარკლებადმდე; ქაშქანი არს სამხარიღლივე ჯავშანი (ხოლო თავის საბურველნი აბჯარნი იხილენ ლექსსა თანა ზუჩი).

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > ჯავშანი

  • 10

    არს ხმოვანი ასო, დადებული თავად ყოველთა ენათა ანბანსა შინა. ქართულად ასოსა ამას ზედა ქარაგმიანნი ლექსნი არიან ესენი: ად - არამედ; ან - ამინ.
    ამას ასოსა ზედა არიან ორნი მარცვალნი ზედდადებულნი ზმნათანი: აღ, აღმო; მდაბიურად: ა, ამო. ვითარ: აღვალ, აღმოვალ; აღვსწერ, აღმოვსწერ. გინა: ავალ, ამოვალ; ავსწერ, ამოვსწერ, არამედ სახელზმნათა შინა უკეთუ იპოვნების სხვა ღ, მაშინცა პირველი ღ სრულიად დაიტევების. მაგალითად: აღება (აღვიღებ), აღელვება (აღვაღელვებ), ამაღლება (აღვამაღლებ) და არა აღღება, აღღელვება, ანუ აღმაღლება და სხ. კუალად ითქმის: აექჳნ, აუარებდით ნაცულად აღექჳნ, აღუარებდით და სხ.
    I. მდედრობითად, ვითარ მეფე - მეფა, ჭაბუკი - ჭაბუკა, იგი - იგია და სხ.
    II. კნინობითად, ანუ შეურაცხებითად, უფრორე სათჳითოთა სახელთა. მაგალითად: დავით სარდალი, სოლომონ მდივანბეგი, ანუ მდედრობითნი: თამარ მეფე, მარიამ ბატონისშვილი და სხ. ამათ შინა ასო ა უხამს არს, ხოლო დავითა მზარეული, სოლომონა ხაბაზი, თამარა დალალი, მარიამა მექათმე და სხ. არიან კნინობითნი. ამისგან ჰსჩანს, რაოდენ უსაფუძველო არს ჰაზრი, რათა ასოჲთა განირჩეოდენ ნიადაგ მდედრობითნი სახელნი.
    III. რომელთამე რთულთა სახელთა შინა ბოლოს ი შეიცულების ა-ზედა. მაგალითად: გველთევზა, ძაღლნიორა, ორცხობილა, ხარისთუალა და სხ.
    ა? კითხჳთი მარცუალი, მდაბიურად ხომ? ли? (იოან. 21, 15), გიყუარმეა? (ფსალ. 49, 13), ვსჭამოა? ვსუაა? და სხ.
    ა შემოკლებული ზმნისაგან არს, სახელთა და ზმნათა ბოლოს ხმარებული, უფრორე მდაბიურსა შინა საუბარსა, ვითარ სახლია, ქალაქია ნაცულად სახლი არს, ქალაქი არს; ანუ ცივია, თბილია ნაცულად ცივი არის, თბილი არის; კუალად ცივა, თბილა ნაცულად სიცივე არის, სითბო არის; ეგრეთვე: მოსულა, მომზადებულა, განსრულებულა და სხ. ნაცულად მოსრულ არს, მომზადებულ არს, განსრულებულ არს. ამის გამო ხმარებულ არს ლექსი აობა ნაცულად არსება.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями >

  • 11 ამაღლება

    (აღვამაღლებ, ავმაღლდები) მაღლა აწევა, ანუ ასლვა (ფსალ. 9, 13 და 32; კუალად 26, 6; კუალად 29, 1), возносить,-ся, возвеличивать
    დღესასწაული შემდგომად პასექისა მეორმოცესა დღესა მოსახსენებელად ხორცითა ზეცად ქრისტესისა, вознесение.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > ამაღლება

  • 12 დამკჳდრება

    (დავამკჳდრებ, დავიმკჳდრებ, დავემკჳდრები) სანიადაგოდ დადგომა, დაბინავება (ფსალ. 4, 8 და 5, 11, კუალად 22:1, 5), вселять, -ся (მუნვე, 24, 13 და 36, 29), наследовать (კუალად 2, 4 და 14, 1 და 90, 1), жить, обитать (მარკ. 7, 17), наследствовать.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > დამკჳდრება

  • 13 დასაბამი

    თავი, დაწყება, დასაწყისი (დაბად. 1, 1; მარკ. 1, 1; ფსალ. 110, 10), начало (კუალად ფსალ. 77, 51), начаток.
    დასაბამი სოფლისა, დაარსება, გაჩენა მისი (მატ. 13, 35 და 24, 21, კუალად 25, 34), начало, сложение мира.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > დასაბამი

  • 14 ებანი

    დაირა, დაფი, (ფსალ. 67:24-26; ვეფხისტ. 1112), тимпан, გარნა უმრავლესთა ადგილთა შინა ჰნიშნავს ქნარსა, ანუ ჩანგსა, რომლისაცა სიმებსა თითებით სძნობენ (ფსალ. 56, 8 და 70, 22, კუალად 80, 2, კუალად 97, 5), гусли.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > ებანი

  • 15 ესე

    I. ნაცვალსახელი ჩვენებითი (მატ. 3, 17), сей, ხოლო იხმარების სამთავე პირთა შინა, ვითარ ესე, ეგე, იგი, ანუ ისი, რომელნიცა ხშირად შეერთდებიან პიროვანთა არსებითთა ნაცვალსახელთა, რომელ არიან მე, შენ, იგი და მათ მაგიერადცა დაიდებიან ორთავე რიცხუთა შინა, ე.ი. პირველ პირად ესე, მეორედ ეგე, მაგალითად, უბადრუკი მე ესე კაცი ვინმე მიხსნას ხორცთა ამათგან სიკუდილისათა (რომაელ. 7, 24), რომელთა ესე (ჩუენ) ნათელ ვიღეთქრისტე იესოს მიერ და შემდგომი (მუნვე, 6, 3), რომელი ეგე (შენ) ასწავებ მოყუასსა და შემდგომი (მუნვე 2, 21), ვითა ეგე (თქვენ) გისწავიესთ ქრისტე იესო უფალი და შემდგომი (კოლას. 2, 6), უფალნი ეგე (თქუენ) სამართალსა და სწორსა მისცემდით მონათა მათ (მუნვე, 4, 1). ხოლო მესამე პირი, ვინათგან საზოგადო არს ჩვენებითთაცა და არსებითთა, ვითარ მე, შენ, იგი ანუ ესე, ეგე, იგი ამად მრავალნი მაგალითნი შესაძლო არიან პოვნად: ვეცხლი იგი, კაცნი იგი და სხ. თუმცა ზემორე მოღებულნი მაგალითნი აჩვენებენ, ვითარმედ ხსენებულნი ნაცვალსახელნი იხმარებიან არსებითთა თანა სახელთა თჳნიერ ბრუნვისა და რიცხჳსა, არამედ ზოგჯერმე ეთანხმებიან მათ ორკერძოვე. მაგალითად: ისმინე ჩემი, უფალო, უღირსისა ამის მონისა შენისა, ანუ უხმართა ამათ მონათა შენთა და სხ. ამათ ნაცვალსახელთაებრ იგულხმებიან რთულნიცა და სხმითგარდასლჳთნი მათნი, ვითარ ამისთანა, მაგისთანა, იმისთანა. ამისთანა ჰნიშნავს მსგავსსა მისსა, რაჲცა ეკუთნვის პირველსა პირსა; მაგისთანა - მსგავსსა მისსა, რაჲცა ეკუთნვის მეორესა პირსა; იმისთანა - მსგავსსა მისსა, რაჲცა ეკუთნვის მესამესა პირსა. კუალად ამგუარი, მაგგუარი, იმგუარი; ამოდენი, მაგოდენი, იმოდენი; ამსიმძიმე, მაგსიმძიმე, იმსიმძიმე; ამსიმაღლე, მაგსიმაღლე, იმსიმაღლე; ესევითარი, ეგევითარი; ესრეთი, ეგრეთი; ესზომი, ეგზომი; ესფერი, ეგფერი და სხ. კუალად ზმნისზედანიცა მათნი, ვითარ ამგუარად, მაგგუარად, იმგუარად; ამოდნად, მაგოდნად, იმოდნად; ესრეთ, ეგრეთ; ესევითარად, ეგევითარად და სხ.
    Ср. ეს, ამა და ამისი, ამა და ამას
    იხმარების ნაცულად სახელისა კაცთა და ადგილთასა, რაჟამს სახელნი მათნი არ ვიცით, ანუ მოვიღებთ მაგალითად, такой-то.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > ესე

  • 16 ვიდრე

    სადა (ფსალ. 138, 7; იოან. 14, 5), камо, куда.
    Ср. ვიდრეღა, ვიდრეღარა
    ვირემც, როგორც (ფსალ. 36, 16 და 117, 8 და შემდგომი), паче, нежели.
    სადამდინ ანუ როდემდინ (ფსალ. 12, 1 და შემდგომი, კუალად 17, 37 და 56, 1), доколе, дондеже.
    მუნადმდე (ფსალ. 35, 5 და 41, 4, კუალად 49, 1), даже до.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > ვიდრე

  • 17 ზაკვა

    (ვზაკვავ) ენით ჩემება სიყუარულისა, ხოლო გულში დაფარვა ბოროტისა (ფსალ. 5, 9 და 14, 3, კუალად 35, 2) льстить.
    (კუალად იხილე მატ. 26, 4; მარკ. 7, 22 და 14, 1; ფსალ. 9, 27 და 31, 2), лесть, хитрость, ласкательство, лукавство.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > ზაკვა

  • 18 თამაშობა

    (ვთამაშობ) შექცევა თჳთო გვარი (ვეფხისტ. 119, 323), играть, игра, игры. წერილთა შინა ნაცულად ამისა ხმარებულ არს მღერა და სიმღერა (გამოს 32, 6; ვეფხისტ. 11, 83), რომელიცა მსოფლიურისა ხმარებასა შინა ჰნიშნავს საეროსა გალობასა. ხოლო გვარნი თამაშობისანი არიან: ასპარეზობა, ჳპოდრომსა ზედა, მხედართა მიერ ანძათა და საგანთა მიმართ ისართ სრევა, ოროლთ ტრიალი მრავალგვარად, ბურთთა ცემა ჩოგნითა, ანუ ქვეითად რბოლა, ჭიდილი და ეგევითარნი. ამათჳს ზოგჯერმე იქმნების დანიშნული დრო, რომელსაც უხმობენ დღეობად. როკვა, ხლტომა სხვადასხვა რიგითა ტანის მოძრავობითა და რაჲცა სამუსიკოთა საკრავთა და ებანთა ზედა იქმნების მგოსანთა მიერ, როკვად ითქმიან: ცექვა, ბუქნა, კოჭა, თულო, ჩამბალალა, ჯუნდრუკი, ეგრეთვე ფუნდრუკი ვაჟთა და ხუნტრუცი ქალთა. კუალად ფერხისი ანუ ფერხული ვაჟთა და სამაია ქალთა, ხარდიორდა მოგვერდით ფუნდრუკი. კუალად თამაშობა ანუ მღერა ეწოდების შექცევასა ჭადრაკთა, ნარდთა და სხუათა სამორინოთა მიერ, ანუ კენჭებითა, ჩხირებითა, ვეგითა და მისთანათა, ხოლო ნავარდობა არს შესაქცევად სიარული ცხენითა ანუ ქვეითად საამოვნოთა ადგილთა ზედა.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > თამაშობა

  • 19 თხიერი

    ტიკი, თხის თყავი ღვინის ჩასასხმელი (მატ. 9, 17 და შემდგომი), мех, ხოლო ზოგად ნატის ჭურჭელი შთასასხმელი ნოტიოთა, რომელთაგან ტიკჭორა და თხიერაკი არს მომცრო. უდიდესი თხათა და მოზვერთა ტიკი და კუალად უდიდესი მისი ქეშელა და სრულიად დიდი ხართა ანუ კამბეჩთა - რუმბი. ესენი იხმარებიან ღვინისთვის. კოლოტი არს ტყავი ზროხისა ტკბილის ჩასასხმელი და ზოგჯერ იხმარების წყლის საზიდავადცა. თასუხა არს საკუთრად წყლის საზიდი და გუდა არს ჩასასხმელი ზეთისა, თაფლისა და მისთანათა. ხოლო იმერნი ტიკსაც უხმობენ გუდად და კუფრიელად. კუალად მათარა ნატისგან შეკერილი სამგზავრო სასმისი.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > თხიერი

  • 20

    ქარაგმიანნი ლექსნი: იჳ* - იესო, იე* - იოანე და ძველებურად იჱლი* - ისრაელი, იელიმი* - იერუსალიმი (იხილე შესავალსა შინა ასოთათჳს ჱ და ჳ). ასო ი იხმარების შემოქმედებითთა ზმნათა შინა, რაჟამს მოქმედება მიეჩემების თჳთ მოქმედსავე პირსა და და არა სხუათა. მაგალითად, ვსწერ, ვაშენებ, ესეწ არს საზოგადო, ხოლო მიჩე (მე) ბული თჳთ მოქმედისა პირისადმი, ითქმის: ვიშენებ, ვიწერ, იშენებ, იწერ, იშენებს, იწერს. ეგრეთვე პირნაკლად: მიშენებ, მიშენებს; მიწერ, მიწერს ანუ გიშენებ, გიშენებს; გიწერ, გიწერს. ეგრეთვე ი იხმარების ვნებითთა ზმნათა შინა. მაგალითად, ვიწერები და სხ. (იხილენ ასოთა თანა გ, ე, მ, უ და კუალად შესავალსა შინა ამის წიგნისასა უვრცელესად განმარტება ზმნათა).
    რომელთამე ლექსთა წინაშე ი დაერთვის ვ: იწრო - ვიწრო და სხ. ( ნახე ვ). კუალად ი დაერთვის ზმნისზედათა: იბედივ, იგურდივ, იმგრძლივ, იმრგულივ და სხ.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями >

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»