Перевод: со всех языков на русский

с русского на все языки

შეისწავე

  • 1

    შეისწავე ასოსა ამისთვის, ვითარმედ ქართულსა მდაბიურსა ლაპარაკსა ზოგჯერ აქუს ჩვეულება, უკეთუ ერთსა ლექსსა შინა არიან ორნი ლ, მაშინ უკანასკნელი ლ შეიცულების რ. მაგალითად, ლბილი - რბილი, წულილი - წურილი, ცალიერი - ცარიელი, ეგრეთვე გარემოქცევით უკეთუ ერთსა ლექსსა შინა არიან ორნი რ, მაშინ უკანასკნელი რ შეიცულების ლ, მაგალითად, ამირახორი - ამილახორი, მარგარიტი - მარგალიტი, მარტჳრი - მარტჳლი, ორჯერ - ორჯელ, სარდარი - სარდალი. ამასთანა ჯერ არს შესწავება, ვითარმედ უკეთუ ადგილობითთა სახელთა შინა არა იპოვების ასო რ, მაშინ ზედშესრულნი მათნი მიიღებენ მარცვალს ური. მაგალითად, მცხეთა - მცხეთური, დიღომი - დიღმური, თელავი - თელავური, თელეთი - თელეთური და სხ. ხოლო უკეთუ არსებითთა შინა იპოვების რ, მაშინ მიიღებენ მარცვალს ული. მაგალითად, გორი - გორული, მუხრანი - მუხრანული და სხ. მარცვალნი ესე ური და ული ეკუთნვიან სადაობასა ნივთთასა, გარნა ოდესცა ითქმის სადაობისათჳს პირთასა, მაშინ ყოველთავე დაერთვის ელი, მაგალითად, (კაცი) მცხეთელი, დიღმელი, გორელი, თელაველი, თელეთელი, მუხრანელი და სხ. კუალად მადლიერი ითქმის მადრიელი, ძლიერი - ძრიელი, არამედ ლელწამი ითქმის ლერწამი, რული - ლული. ამ სახედვე ასონი ლ და ნ ზოგჯერმე შეიცვალებიან ურთიერთისა წილ, ვითარ ლაგაზი - ნაგაზი, ბალანი - ბანალი, გნოლი - გლონი, ლიტრა - ნიტრა, კონსტანტინე - კოსტანტილე და სხ. არამედ ესე უკანონო არს, ანუ მინალთუნი - მილანთული, უზალთუნი - უზანთული, მონაზონი - მოლაზონი.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями >

  • 2

    ქარაგმიანნი ლექსნი: ღი* ანუ ღთი*, ღთაება* ანუ მთაება*, ღთმთავრობა*, თთისმშობელი*, ღთშემოსილი*, ღივსულიერი* და სხ. საუფლონი ესე ლექსნი დაიწერებიან საუფლოთავე ქარაგმითა.
    ვიეთნიმე, რეცა მმკაცრად შედგომილნი კანონთა ღრამმატიკისათა, განმაშიშულებელნი ლექსთა ამათ უქარაგმოთ სწერენ ნათესავობითად ღმრთისა, ზედშესრულად ღმრთიური და სხ. გარნა ესე ვითარი გამოთქმაცა არა სადა იხმარების საზოგადოდ, არამედ ითქმის ღუთისა, ღუთიური და სხ. სხვებრ გამოთქმა ძალუძს, ვისცა ვითარ ენებოს, გარნა უქარაგმოდ განშიშულება საუფლოთა ლექსთა წინააღმდეგ არს საზოგადოდ მიღებულისა ჩვეულებისა და უშესაბამოცა მისდა: " რომელმან დასდუა ბნელი საფარველად თჳსად" (ფსალ. 17, 11). ესრეთ განუსჯიათ ქართველთა მთარგმნელთა და მწერალთა წმიდათა მამათა და ამად ასოსა ამას ზედა საუფლონი ლექსნი სრულიად დაწერილ არიან თჳსითა ქარაგმებითა შესაბამთა მათთა ადგილთა ზედა, წესისაებრ ლექსიკონისა.
    აქა შეისწავე, რამეთუ ლათინურსა და ბერძულსა ენათა შინა ლექსნი: Deus, Θεός და სხუანიცა მრავალნი არა ყოველთავე შინა ბრუნვათა შეუდგებიან საზოგადოთა კანონთა, ხოლო მითოლოღიურნი Διός, Jupiter, სრულიად შეიცულებიან ბრუნვათა შინა. მაგალითად: წრ. Ζεύς, ნათეს. Ζηνός ანი Διός, მიც. Ζηνί ანუ Διϊ, შემასმ. Ζήνα ანუ Δία წოდ. Ζεύς, წრფ. Jupiter, ნათეს. Jovis და სხ.
    კუალად შეისწავე, რამეთუ მითოლოღიისა შინა ძველთა კერპთმსახურთა ღმერთთა სახელნი დაიწერებიან ქარაგმით არა თუ ზეიდამ, არამედ ქარაგმას უსმენ ქვეიდამ, ვითარ ღთი*. ესე ჰნიშნავს წარმართთა კერპსა. არა უჯერო იქმნებოდა ხმარება ამისი საღვთოსა შინაცა წერილსა (იხილე ფსალ. 95, 5): "ღთნი* წარმართთანი ეშმაკ არიან".

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями >

  • 3 ერთსული

    ერთხმა, ერთგული, შესაკუთრებული ვისთანმე სულითა და გულითა (ეფეს. 4, 4; ფილიპ. 2, 2), единодушный. შეისწავე, რამეთუ ერთსული ითქმის სწორთა შორის, ხოლო ერთგული უმცროსისგან უფროსისადმი.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > ერთსული

  • 4

    ქარაგმიანნი ლექსნი ამას ასოსა ზედა არიან: ვდ* - ვითარმედ, ვა* - ვითარცა, ვე* - ვიდრე, ვრ* - ვითარ.
    ვ დაერთვის თავად სახელთა თჳნიერ საჭიროებისა და არა რასმე ჰნიშნავს, თუმცა არა ესრეთ ხშირად, ვითარცა მ. მაგალითად, იგრი - ვიგრი, ზინდარი - ვზინდარი, იწრო - ვიწრო, იშ - ვიშ.
    ვ თავად ზმნათა არს მაპიროვნებელი პირველისა პირისა. მაგალითად, ვამბობ, ვაკეთებ, ვჰკითხულობ, ვსწერ და სხ. და ესრეთ უკეთუ ზმნანი ქართულნი ამას ლექსიკონსა შინა აღწერილ იქმნენ პირველითა პირითა, მაშინ იგინი სრულად შემოკრებულ იქმნებიან ამას ასოსა შინა, გარნა დაწერილ არიან მხოლოდ ძირნი მათნი, ე.ი. სახელზმნანი თჳს თჳსსა ადგილსა და შემდგომად მათსა ფრჩხილთა შორის დაწერილ არიან პიროვანნი მათნი ზმნანი, ვითარ უბნობა (ვუბნობ), კეთება (ვაკეთებ), წერა (ვწერ) და სხ.
    შეისწავე, რამეთუ ასოჲთა ვ გაპიროვნებულნი ზმნანი ჰნიშნავენ საზოგადოსა მოქმედებასა სამთავე პირთასა, ხოლო ოდესცა ზმნანი შეიცულებიან პირნაკლად და მოქმედება მიეჩემების პირველსა პირსა, მაშინ იხმარების მ, მაგალითად: მეუბნები, მეუბნების; მიკეთებ, მიკეთებს; მიწერ, მიწერს და სხ. ხოლო ოდეს მოქმედება მიეჩემების მეორესა პირსა, მაშინ იხმარების გ, მაგალითად: გეუბნები, გეუბნება; გიკეთებ, გიკეთებს; გიწერ, გიწერს და სხ. (იხილენ ასოთა თანა მ, გ, და უ).
    ვ ბოლოდ არს ნიშანი წოდებითისა ბრუნვისა სახელთასა, მაგალითად, მამავ, დედავ, ძმავ და სხ., კუალად ვი დაერთვის სახელთა დაბოლოვებულთა უ-ზედა ნაცულად ჲ ( ნახე ჲ).

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями >

  • 5 ზოდიაქო

    სიმრგულე მზისა მოქცევისა წელიწდეულად, зодиак, Ζοδιακός, Ζωδιον; ხოლო განიწვალების ესე რიცხჳსაებრ 12 თთვეთა წლისათა, 12 კერზოდ ანუ ბურჯად, რომელთაგან თჳთოეულსა დარქმევია სახელი თანავარსკულავედისა მის, რომელიცა თჳთოეულსა თთვესა შინა მიითუალავს მზესა მიმოქცევასა შინა მისსა. ამათ თანავარსკულავედთადმი მსგავსებისაებრ ცხოველთა და სხუათა ნივთთასაგანკუთნვილ არიან სახელნი და ნიშანნი. ნიშანთა ამათ ეწოდების ზოდიანი ნიშანნი ცისანი, ანუ ნიშანნი ზოდიაქოსანი, რომელთაცა გარეშეთა შინა წერილთა უწოდებენ ბურჯად ანუ ეტლად. შესამეცნებელად ამისა წინადაიდების აქა, შემდგომი ტაბლიცა ჩვენებითურთ სახელთა თთვეთასა, რაოდენობისა დღეთა მათთასა და განკუთნვილთა მათდამი ნიშანთა ზოდიაქოსთა ( ტაბულა). და ესრეთ იანვარსა შინა მიითუალავს მზესა წყლის საქანელი, ფებერვალსა შინა - თევზნი, მარტსა - ვერძი, აპრილსა - კურო და შემდგომნი. კუალად შეისწავე, რამეთუ თჳთოეულსა ოთხსა წელიწადსა შინა ფებერვალსა დაერთვის ერთი დღე და შეიქმნების 29. ამ წელიწადს ეწოდების ნაკისა (იხილე მიზეზი ამისი ლექსსა შინა ნაკი. ხოლო უვრცელესად განმარტება ყოვლისავე ჰპოვო ჶიზიკურსა შინა ასტრონომიასა).

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > ზოდიაქო

  • 6 ზოდია

    სიმრგwლე მზისა მოქცევისა წელიწდეულად, зодиак, Ζοδιακός, Ζωδιον; ხოლო განიწვალების ესე რიცხჳსაებრ 12 თთვეთა წლისათა, 12 კერზოდ ანუ ბურჯად, რომელთაგან თჳთოეულსა დარქმევია სახელი თანავარსკwლავედისა მის, რომელიცა თჳთოეულსა თთვესა შინა მიითwალავს მზესა მიმოქცევასა შინა მისსა. ამათ თანავარსკwლავედთადმი მსგავსებისაებრ ცხოველთა და სხwათა ნივთთასაგანკუთნვილ არიან სახელნი და ნიშანნი. ნიშანთა ამათ ეწოდების ზოდიანი ნიშანნი ცისანი, ანუ ნიშანნი ზოდიაქოსანი, რომელთაცა გარეშეთა შინა წერილთა უწოდებენ ბურჯად ანუ ეტლად. შესამეცნებელად ამისა წინადაიდების აქა, შემდგომი ტაბლიცა ჩვენებითურთ სახელთა თთვეთასა, რაოდენობისა დღეთა მათთასა და განკუთნვილთა მათდამი ნიშანთა ზოდიაქოსთა ( ტაბულა). და ესრეთ იანვარსა შინა მიითwალავს მზესა წყლის საქანელი, ფებერვალსა შინა - თევზნი, მარტსა - ვერძი, აპრილსა - კურო და შემდგომნი. კwალად შეისწავე, რამეთუ თჳთოეულსა ოთხსა წელიწადსა შინა ფებერვალსა დაერთვის ერთი დღე და შეიქმნების 29. ამ წელიწადს ეწოდების ნაკისა (იხილე მიზეზი ამისი ლექსსა შინა ნაკი. ხოლო უვრცელესად განმარტება ყოვლისავე ჰპოვო ჶიზიკურსა შინა ასტრონომიასა).

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > ზოდია

  • 7

    ქარაგმიანნი ლექსნი ამას ასოსა ზედა არიან: მდის* - მარადის, მრთ* - მიმართ ანუ მომართ, მრ* - მიერ, მღდლი* - მღუდელი და ძველებურად მფჱ* - მეუფე.
    ასოსა ამას ჰქონან ზედდადებულნი ზმნათანი: მი, მო, მიმო, მიმოდა, მიდამო. მაგალითად: მიმაქუს, მომაქუს, მიმომაქუს, მიმოდამაქუს, მიმოდაბნევა და სხ.მრავალთა ზმნათა განვითარებულთა მარცვალთა მიერ მი და მო, არა აქუსთ განსხვავებული რაჲმე მნიშნველობა, გარდა ამისსა, რომე; მი ითქმის მესამესა პირისათვის, ხოლო მო პირველისა და მეორისათვის. მაგალითად: მოცემა ჩემდა, მოცემა შენდა, მიცემა მისდა; კუალად მოტევება, მოგება, მორთმევა ჩემდა, შენდა; მიტევება, მიგება, მირთმევა მისდა და სხ. ანუ განირჩევიან ზმნისზედათა მიერ აქა და იქი. მაგალითად: მოტანა აქა, მიტანა იქი, მოზიდვა აქა, მიზიდვა იქ, მოწვევა აქა, მიწვევა იქ.
    ესევე იგულისხმე თანდებულთათვის: მიმართ და მომართ. მაგალითად: ჩემდა მომართ, შენდა მომართ, მისდა მიმართ, ანუ მოკვეცილად: ჩემდამო, შენდამო, მისდამი (გარნა ზოგჯერმე იხმარების მი მეორესაცა პირსა შინა, მაგალითად: შენდამი მიცემა, მიტევება შენდა და სხ.). კუალად ასო მ დაერთვის თავად მრავალთა ლექსთა ქართულსა შინა ენასა ესრეთ:
    I. სადაობასა პირისასა, თავად მ და ბოლოდ ელი. მაგალითად: აჩაბეთი, ეგრისი, ეგჳპტე, ამათგან შეიქმნების: მაჩაბელი, მეგრელი, მეგჳპტელი. გარნა აწყური - მაწყურელი, რუისი - მროველი. ესენი ეწოდებოდა საკუთრად მუნებურთა ეპისკოპოსთა, ხოლო სხვათა მუნ მოსახლეთა უწოდებენ: აწყურელი, რუისელი.
    კუალად სადაობისათვის პირთასა დაერთვიან თავად მე, მო, ბოლოდ ე ანუ ვე. მაგალითად: უდაბნო - მეუდაბნოვე, თემი - მოთემე, სახლი - მოსახლე, ქალაქი - მოქალაქე, ხევი - მოხევე და სხ.
    II. იგივე მარცვალნი თავად მე და ბოლოდ ე, ანუ ვე, ჰნიშნავენ პატრონსა ნივთისასა, ანუ მნესა მისსა. მაგალითად: მეაბანოვე, მეაბჯრე, მეკატრ, მენავე, მეხომალდე, მეციხოვნე და სხ.
    III. ესევე მარცვალნი ჰნიშნავენ ხელოსანსა ნივთისასა, მკეთებელსა მისსა, ანუ ვისცა რაჲცა აქუს სარეწავად თჳსად. მაგალითად: მებადე და მებადური, მეთევზე ან მეთევზური, მეველე, მეზურე, მენახირე, მეხბორე, მეცხვარე, მექათმე, მეპურე, მეღვინე, მექვაბე, მექუდე, მეპრატაკე, მეპრორე, მეურმე.
    IV. რომელთამე განორებით ხმარებულთა ლექსთა თავად დაერთვისთ მ და შესცულის შეურაცხებითად, ვითარ: არე-მარე, ახლო-მახლო, კიტრი-მიტრი, წილი-მილი, ხურდა-მურდა.
    V. უმრავლესთა სახელთა დაერთვის თავად მ და არა განასხვავებს მნიშნველობასა მათსა, არამედ როგორც დასაშვენებლად. მაგალითად: ზითევი - მზითევი, სხალი - მსხალი, ტევანი - მტევანი, ღუდელი - მღუდელი, ძეხვი - მძეხვი, წნილი - მწნილი; ეგრეთვე ზედშესრულთა: კურივი - მკურივი, ებრი - მებრი ( ნახე ებრ), რგუალი - მრგუალი, სუბუქი - მსუბუქი, სხვილი - მსხვილი, შვენიერი - მშვენიერი, და სხ. და ზოგჯერ არა საჭიროდ, არამედ კნინღა ურჩხადცა, ვითარ: ტრედი - მტრედი, შველი - მშველი, ცხუარი - მცხუარი.
    გარნა რომელთამე ლექსთა შინა განასხვავებს მნიშნველობასა. მაგალითად: დაბალი - რაოდენობით მცირე, ხოლო მდაბალი - გულით მშვიდი. კუალად დარი - თანასწორი, ხოლო მდარე - უფრო ნაკლები, ანუ ცუდი.
    β. ზედშესრულთა სახელთა დაერთვის თავად მო, ბოლოდ ო და დააკნინებს მნიშნველობასა მათსა. მაგალითად: დიდი - მოდიდო, მცირე - მომცრო, თეთრი - მოთეთრო, შავი - მოშავო და სხ.
    რომელნიმე ზედშესრულნი სახელნი, დაბოლოვებულნი მარცულითა ელი, ისპობენ მას დაკნინებასა შინა. მაგალითად: გრძელი - მოგრძო, თხელი - მოთხო, ტკბილი - მოტკბო, მსხვილი - მომსხო ანუ მომხო, წულილი - მოწლო. არამედ წითელი ითქმის მოწითლო, მოწითანო და მწითური.
    γ. მარცვალი მე დაერთვის თავად რიცხჳთთა სახელთა რაოდენობითთა და შესცულის მათ წესებითად ორითგან, ვიდრე დაუსრულებლადმდე. მაგალითად: მეორე, მესამე, მეოთხე, მეათე, მეათერთმეტე, მეოცე, ოცდამეორე, ოცდამეათხუთმეტე, მეორმოცე, ორმოცდამეექუსე, ორმოცდამეათე ანუ მეერგასე, მეასე, ასმეორე, ასმეშვიდე, მეათასე, ათასმეერგასე, მეათიათასე და სხ.
    ხოლო ოდესცა დაერთვის ამათ ბოლოდ მარცვალი დი, მაშინ ჰნიშნვენ კერძოსა. მაგალითად: მესამედი, მეოთხედი, მეათედი და სხ.
    I. მაპიროვნებელად პირველისა პირისა და მაშინ მეორისა პირისა იქმნების მაპიროვნებელი გ. მაგალითად: მაქუს, გაქუს, აქუს, მრწამს, გრწამს, ჰრწამს; მნებავს, გნებავს, ჰნებავს, და სხ. ეგრეთვე ყოველთავე უსრულესთა დროთა შინა: მიწერიეს, გიწერიეს, უწერიეს; მეწერა, გეწერა, ეწერა; მისწავიეს, გისწავიეს, უსწავიეს; მესწავა, გესწავა და სხ.
    შეისწავე, ვითარმედ ზმნანიცა: მაქვს, მრწამს, მნებავს, მინდა, მჯერა და სხ. თუმცცა იხმარებიან აწმდგომსა დროსა შინა, გარნა ესევითარი საქცევი მათი არს ვასხებულ უსრულესისა დროსაგან ვინათგან აწმდგომსა დროსა მათსა: ვიქონიებ, ვირწმუნებ, ვინებებ, ვინდომებ, ვიჯერებ, აქუს ჰაზრი რაოდენმე მომავლისა დროჲსა, ხოლო ვასხებული დროჲ უსრულესისაგან ჰნიშნავს სრულიად აწინდელსა.
    ამის გამო ზმნანი: ვიბოძებ, მივართმევ, მივულოცავ, და სხ. ვინათგან ჰნიშნვენ უფრორე მომავალსა, ამად უსრულესი მათი დაიდების ნაწულად აწინდელისა. მაგალითად: მიბოძებია, მომირთმევია, მომილოცავს და სხ.ამგვარადვე სხვათა ზმნათა პირველსა პირსა შინა გაპიროვნებულთა მარცულითა ვი დასანიშნველად აწინდელისა დროჲსა, აქუს გახშირებითი დროჲ სხვარიგად. მაგალითად: ვიკითხავ, ვილოცავ, ვიპოვი, ვიშოვი და სხ. რადგანც ესენი ნიშნვენ მომავალსა, ამად აწინდელსა დროსა შინა იხმარებიან გახშირებით: ვჰკითხულობ, ვლოცულობ, ვჰპოულობ, ვშოულობ.
    II. ასო მ იხმარების კუალად პირნაკლთა ზმნათა შინა, ოდესცა მოქმედება მიეჩემების 1 პირსა მეორისაგან. მაგალითად: მიწერ, მიწერს, მიშენებ, მიშენებს და რაჟამს პირველისაგან მიეჩემების 2 პირსა, მაშინ იხმარების გ (იხილე ასო გ და უვრცელესად შესავალსა შინა ზმნათათვის).
    ხოლო უკეთუ მოქმედება არს მესამისაგან პირისა, მაშინ არღარა არს პირნაკლი, არამედ მიეჩემების სამთავე და პირველისადმი იხმარების კუალადვე ასო მ, მეორისადმი კუალადვე გ, მესამისადმი უ. მაგალითად: მიწერს, გიწერს, უწერს; მიშენებს, გიშენებს, უშენებს. ანუ ვნებითად: მწერს, გწერს, ჰსწერს; მაშენებს, გაშენებს, აშენებს და სხ.
    ε. ასო მ დაერთვის თავად ყოველთა შემოქმედებითთა მიმღეობათა. მაგალითად: მკეთებელი ანუ მაკეთებელი, მოქმედი ანუ მმექმი; მორწმუნე, მკითხველი, მწერალი, მავალი, მდგომარე, მჯდომარე, მწოლარე, მტირალი, მგლოვარე და სხ.
    ოდესმე მ შეიცულების ნ, მაგალითად: მანგალი - ნამგალი, მებოძირი - ნებოძირი, მორჩი - ნორჩი, მუგუზალი - ნაგუზალი, მუხუდო - ნუხუდო, ნამდჳლი - ნანდჳლი და სხ. და ოდესმე შეიცულების ბ (იხილე ასოსა თანა ბ).

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями >

  • 8 მახვილი

    I. მკვეთრი საჭურველი (ფსალ. 36, 14 და შემდგომი; ლუკ. 22:36, 49, 52), меч; სახენი ამისნი: დანა, სატევარი, ხანჯალი და სხ. ( ნახე ლექსსა თანა ხრმალი).
    იხმარების ზედშესრულადცა და ჰნიშნავს მკვეთრსა, მჭრელსა, გამჭრიახსა. მაგალითად: თვალი მახვილი, ანუ ხედვა მახვილი, სმენამახვილი, გონებამახვილი და სხ., вострый.
    ნიშანი პროსოდიისა, რომელთაცა მარცვალთა ზედა ლექსისათა ამაღლდების ხმა, რომელია ('), ударение в правописание. შეისწავე, რამეთუ ქართულსა ენასა შინა ორმარცულოვანთა და სამმარცულოვანთა ლექსთა შორის პირველსა ზედა მარცვალსა ამაღლდების ხმა. მაგალითად: კ'აცი, მდ'ინარე, ხოლო ოთხმარცულოვანთა და უმეტესთა შორის ამაღლება ხმისა იქნების დაბოლოვებითგან მესამესა ზედა მარცვალსა. მაგალითად: კაც'ისაგან, მდინ'არისა, მდინარ'ისაგან, დ'იდება, დიდ'ებული, დიდებ'ულება, დიდებულ'ებითა, დიდებულებ'ითითა და სხ. ცნობა ამისი ფრიად სახმარ არს შეთხზვასა შინა ლექსთა, ანუ სტიხთასა, რომელსა ეწოდების პოეზია. ხოლო განმარტება ამისი ეკუთნვის ნაწილსა ღრამმატიკისასა, რომელია პროსოდია ანუ ლექსთგამოღება და მოკლედ ჯერ არს შესწავება, ვითარმედ სტიხთა შინა ორნი და სამნი ლექსნი შეერთდებიან ესრეთ, ვითა რთულნი, ანუ ერთი ლექსი მრავალმარცულოვანი დაიდების, ვითა განყოფილი მიხედვითა ხმის ამაღლებისათა. საზომი ამათი ადვილად განისაზღურების ყურადღებითითა წარკითხვითა ძველთა მესტიხეთა წიგნთათა, მაგალითად: რო˘მე˘ ლმაˉ ნ შე˘ ჰქმნა˘ საˉ მყა˘რო˘ ძაˉლი˘ თა მი˘ თ ძლი˘ˉრი˘თაˉ.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > მახვილი

  • 9

    ქარაგმიანნი ლექსნი: სდ* - სრულიად, სხნი* - სხუანი.
    α. ს დერთვის თავად რომელთამე ლექსთა შნოსათჳს წინაშე კ, პ და ტ. მაგალითად: კუნელი - სკუნელი, პარსი ანუ ფარსი - სპარსი, პილენძი - სპილენძი, პილო - სპილო, მაინძელი - მასპინძელი, ტრიობა - სტრიობა, აშრიალი - საშრიალი. კუალად: ნატა - სნატი, კუნესა - სნეკვა, რბოლა - სრბოლა.
    β. ს იხმარების ნაცულად ზ და რ, ვითა ითქვა მათ ასოთა თანა და ზოგჯერმე წინაშე ასოთა პ და ტ შეიცულების შ-ზედა. მაგალითად; ქისპი - ქიშპი, გასტერება - გაშტერება, მუსტი - მუშტი, ტასტი - ტაშტი, ქისტი - ქიშტი, ეგრეთვე უკეთუ ლექსთა შინა იპოვნებიან ასონი: შ, ჭ, ჯ, მაშინ თავად ასო ს შეიცულების შ-ზედავე, ვითარ: სიმშილი - შიმშილი, სიში - შიში, სანიშინი - შანიშინი, საჭამადი - შეჭამადი, სინჯი - შინჯი, სჯული - შჯული.
    I. სახელთა არსებითთა და ზედშესრულთაცა, ესრეთ რომელ მარცვალი ნა ჰნიშნავს შეცვალებასა განვლილისა მდგომარეობისასა, ხოლო სა მომავალსა ანუ მოსალოდებელსა. ვითარ ნასიძარი - სასიძო, ნარძლევი - სარძლო, ნავენახობი - სავენახე, ნაბოსტნევი - საბოსტნე და სხ. ხოლო, უმრავალჯერესად ჰნიშნავს კუთნვილებასა, სააბანოვე, საბოლოვო, საგზაო, საერო, საზოგადო, საკომლო, სამარხო, სახსნილო, სანეულო, საშენო, საჩემო და სხუანი.
    ამგუარნი სახელნი იხმარებიან არსებითადცა, ვითარ სადილი, საუზმე, საგზალი, სავაჭრო, საზამთრო, სალარო, საუნჯე, საქონელი, საწოლი, სახაბაზო და სხ.
    II. სა დაერთვის მიმღეობათა მომავალისა დროჲსათა, ვითა ნა განვლილისათა. მაგალითად: ნაწერი - საწერი, ნაკითხი - საკითხი, ნაკერავი - საკერავი, ნაქები - საქები, ნაქმარი - საქმარი, ნასუქი - სასუქი, ნაუბარი - საუბარი, ნახნავი - სახნავი, ნამუშავარი - სამუშავარი, ნახმარი - სახმარი და სხ. ეს სახედ მარცულითა სა განვითარებულნი მიმღეობანი იხმარებიან არსებითადცა სახელებად. მაგალითად: საზრდელი, სამოსელი, სამსახური, სარეწავი, სატევარი, სატკივარი, სასჯელი, საქციელი, საწერელი, სახმილავი, სახნისი და სხ.
    III. კუალად სა დაერთვის თანდებულთა, ზმნისზედათა, კავშირთა და შორისდებულთაცა და შეიქმს მათ არსებითად ანუ ზედშესრულად სახელებად. მაგალითად: სააქაო, საიქიო, საგარეო, საშინაო, საზედაო, სათანადო, სამარადისო, სანიადაგო, საწინაო, სახუალიო, საზეგიო, საგაისო, სათუო, სავალალო, სავაებო.
    ზედშესრულთა სახელთა და შესცულის მათ არსებითად. მაგალითად: ადვილი - სიადვილე, ძნელი - სიძნელე, ავი - სიავე, ბოროტი - სიბოროტე, ბრძენი - სიბრძნე, თეთრი - სითეთრე, შავი - სიშავე, მართალი - სიმართლე, მდაბალი - სიმდაბლე, მდიდარი - სიმდიდრე, მრავალი - სიმრავლე, მტკიცე - სიმტკიცე, მშვიდი - სიმშვიდე, უხვი - სიუხვე და სხ.
    a) რომელნიმე ზედშესრულნი სახელნი, დაბოლოვებულნი მარცვალსა ზედა ლი, ისპობენ ამას, რაჟამს დაერთვის მათ სი. მაგალითად: თხელი - სითხე, ზრქელი - სიზრქე, სქელი - სისქე, მსხვილი - სიმსხო, კეთილი - სიკეთე, ტკბილი - სიტკბო, ტფილი - სიტფო, ცხელი - სიცხე.
    b) რაჟამს ესრეთთა არსებითთა სახელთა დაერთვიან მარცვალნი ამ, ანუ მაგ, მაშინ იგინი შეიცულებიან ზედშესრულადვე. მაგალითად: ამ სიდიდე, ანუ მაგ სიდიდე ძელი, дерево такой величины, ამ სიუხვე კაცი, ამ სიწითლე ვაშლი და სხ.
    II. სი დაერთვის სახელზმნათა განსაკუთრებით უმეშვეობითთა ზმნათასა, ვითარ სიარული, სირბილი, სიკუდილი, სინანული, სირცხჳლი, სიქადული, სიხარული, სიცილი, სიძულილი და სხ.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями >

  • 10 ჵ!

    Ср. ჵმე!
    იხმარების განკჳირვების ანუ შიშის ზარის დამნიშნველად, ვითა ვაგლახ (ისაი. 6, 5), ! უბადრუკსა, о! окаянный, увы, ώιμέ.
    შეისწავე. ზოგჯერ ჵ! და ჵმე! სტიხთა შინა იქმნების ი მოკლედ, ვითა თქმულ არს ასოსათჳს ჲ. უმჯობეს საგულისხმებელად შესაძლო არს დაწერა ჰოი, ჰოიმე!

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > ჵ!

  • 11 ჵმე!

    იხმარების განკჳირვების ანუ შიშის ზარის დამნიშნველად, ვითა ვაგლახ (ისაი. 6,5), ჵ! უბადრუკსა, о! окаянный, увы, ώιμέ. შეისწავე. ზოგჯერ ჵ! და ჵმე! სტიხთა შინა იქმნების ი მოკლედ, ვითა თქმულ არს ასოსათჳს ჲ. უმჯობეს საგულისხმებელად შესაძლო არს დაწერა ჰოი, ჰოიმ

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > ჵმე!

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»