Перевод: с грузинского на русский

с русского на грузинский

ვინმე

  • 1 ვინმე

    мест. кто-либо, кто-нибудь

    Грузино-русский словарь > ვინმე

  • 2 ესე

    I. ნაცვალსახელი ჩვენებითი (მატ. 3, 17), сей, ხოლო იხმარების სამთავე პირთა შინა, ვითარ ესე, ეგე, იგი, ანუ ისი, რომელნიცა ხშირად შეერთდებიან პიროვანთა არსებითთა ნაცვალსახელთა, რომელ არიან მე, შენ, იგი და მათ მაგიერადცა დაიდებიან ორთავე რიცხუთა შინა, ე.ი. პირველ პირად ესე, მეორედ ეგე, მაგალითად, უბადრუკი მე ესე კაცი ვინმე მიხსნას ხორცთა ამათგან სიკუდილისათა (რომაელ. 7, 24), რომელთა ესე (ჩუენ) ნათელ ვიღეთქრისტე იესოს მიერ და შემდგომი (მუნვე, 6, 3), რომელი ეგე (შენ) ასწავებ მოყუასსა და შემდგომი (მუნვე 2, 21), ვითა ეგე (თქვენ) გისწავიესთ ქრისტე იესო უფალი და შემდგომი (კოლას. 2, 6), უფალნი ეგე (თქუენ) სამართალსა და სწორსა მისცემდით მონათა მათ (მუნვე, 4, 1). ხოლო მესამე პირი, ვინათგან საზოგადო არს ჩვენებითთაცა და არსებითთა, ვითარ მე, შენ, იგი ანუ ესე, ეგე, იგი ამად მრავალნი მაგალითნი შესაძლო არიან პოვნად: ვეცხლი იგი, კაცნი იგი და სხ. თუმცა ზემორე მოღებულნი მაგალითნი აჩვენებენ, ვითარმედ ხსენებულნი ნაცვალსახელნი იხმარებიან არსებითთა თანა სახელთა თჳნიერ ბრუნვისა და რიცხჳსა, არამედ ზოგჯერმე ეთანხმებიან მათ ორკერძოვე. მაგალითად: ისმინე ჩემი, უფალო, უღირსისა ამის მონისა შენისა, ანუ უხმართა ამათ მონათა შენთა და სხ. ამათ ნაცვალსახელთაებრ იგულხმებიან რთულნიცა და სხმითგარდასლჳთნი მათნი, ვითარ ამისთანა, მაგისთანა, იმისთანა. ამისთანა ჰნიშნავს მსგავსსა მისსა, რაჲცა ეკუთნვის პირველსა პირსა; მაგისთანა - მსგავსსა მისსა, რაჲცა ეკუთნვის მეორესა პირსა; იმისთანა - მსგავსსა მისსა, რაჲცა ეკუთნვის მესამესა პირსა. კუალად ამგუარი, მაგგუარი, იმგუარი; ამოდენი, მაგოდენი, იმოდენი; ამსიმძიმე, მაგსიმძიმე, იმსიმძიმე; ამსიმაღლე, მაგსიმაღლე, იმსიმაღლე; ესევითარი, ეგევითარი; ესრეთი, ეგრეთი; ესზომი, ეგზომი; ესფერი, ეგფერი და სხ. კუალად ზმნისზედანიცა მათნი, ვითარ ამგუარად, მაგგუარად, იმგუარად; ამოდნად, მაგოდნად, იმოდნად; ესრეთ, ეგრეთ; ესევითარად, ეგევითარად და სხ.
    Ср. ეს, ამა და ამისი, ამა და ამას
    იხმარების ნაცულად სახელისა კაცთა და ადგილთასა, რაჟამს სახელნი მათნი არ ვიცით, ანუ მოვიღებთ მაგალითად, такой-то.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > ესე

  • 3 მამითადი

    ნადიმი, პურობა მომკალთა მუშაკთათვის ( ნახე სარი), помощь. სოფელთა შინა მებატონე, ანუ მოსახლეთაგანი ვინმე ჟამსა მკისასა განამზადებს ნადიმსა და მოიწვევს მეზობელთა თჳსთა მოსამკავად თჳსის მოსავალისა. ამისთვის ითქმის: დღეს ამა და ამ კაცს მამითადი აქუს, ანუ ჰქონდა.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > მამითადი

  • 4 მაჯლაჯუნა

    ას სენი მოვალს ძილსა შინა სისხლის შედგომისაგან. მძინარეს ჰგონია, ვითარმედ დააწვა ვინმე, ანუ ერკინა და გვიან განიფრთხობს.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > მაჯლაჯუნა

  • 5 მე

    I. ნახე შესავალი ამის ასოსი, მეათე.
    II. მე
    ნაცვალსახელი არსებითი 1 პირისა (ფსალ. 2:6, 7), я, аз. თ. მან, ს. იეს.
    III. მე
    შეერთდების ზოგჯერმე სხუათა ნაცვალსახელთა და ზმნისზედათა. მაგალითად: ვინმე, რაჲმე, ვიეთიმე, რომელიმე, ანუ ვითარმე, ოდესმე სადამე და სხ., некто, нечто, некогда.
    IV. მე

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > მე

  • 6 მეთქი

    ე.ი. მე ვსთქჳ, იხმარების რაჟამს თჳსსა ნათქვამსა მოუთხრობდეს ვინმე, ხოლო სხჳს ნათქუამზედ იხმარების ო.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > მეთქი

  • 7 მეფობა

    (ვმეფობ) დრო, ოდესცა მეფობს ვინმე (მატ. 2, 22), царствовать, царствование.
    ხარისხი და ღირსება მეფისა, царство.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > მეფობა

  • 8 ნადგომი

    ნასადგომევი, სადაც მდგარა ვინმე ანუ რამე.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > ნადგომი

  • 9

    ძველებურსა ხუცურსა შინა წერილსა ო ქარაგმითურთ ხმარებულ არს ნაცულად ოჳი* - უფალი, ანუ ოჳო* - უფალო და ონ* - უფალმან. ვინათგან ასო უ შეერთებულ არს ო და ჳ შეერთებითა, ვითა ითქუა შესავალსა შინა, ხოლო ვიეთთამე სრულიადცა არა უხმარიესთ უ არამედ მის წილ მარტივად ო.
    მრავალთა ლექსთა შინა მარცვალი უა შეიცულების მდაბიურად ო-ზედა, ვითარ გუარჯილა - გორჯილა, კუამლი - კომლი, რაგუარი - როგორი, ხუალმე - ხოლმე, ხუამალდი - ხომალდი, ხუარბალი - ხორბალი, ხუარშაკი - ხორშაკი და სხ. მებრ ამისსა სლავენურის ენის ლექსნიცა: влас, глас, град, страна და სხ. საზოგადოსა შინა ლაპარაკსა ითქმიან: волос, голос, город, сторона.
    კუალად ასო ო საშუალ რომელთამე ლექსთა ნათესავობითსა შინა ბრუნვასა შეიცულების უ-ზედა, ვითარ: ნიგოზი - ნიგუზისა, მინდორი - მინდურისა, ნიორი - ნიურისა, ნივრისა, სასწორი - სასწურისა და სხ.
    ხოლო ზოგჯერ ასო ო შეიცულების ვი-ზედა: ეჩო - ეჩვი, ანუ უ-ზედა: კოკორი - კუკური, კოლაოზი - კულაოზი.
    I. სახელთა შინა წოდებითისა ბრუნვისათა: მამაო, უფალო, ბატონო და სხ.
    II. ზმნათა შინა, რაჟამს მოუთხრობდეს ვინმე სხუათაგან დაბარებულსა, ანუ ნათქუამსა, ვითარ: შემდგომად სამისა დღისა აღვსდგეო (მატ. 27, 63), კუალად: გამიკეთეო, გამომიგზავნეო, მიბოძეო, ვაკეთებო, დავდივარო, ვიარეო და სხ. де, говорит, дескать, ეგრეთვე დაერთვის სახელთაცა შემდგომად ზმნათა კითხვითთა. მაგალითად, ვინ მოვიდაო? ბატონიო, უფალიო, მამაო. ესენი განირჩევიან წოდებითის ბრუნვისგან.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями >

  • 10 სასო

    იმედი, მისამართი, იმედად საგულვებელი ვინმე (ე.ი. პირი განუკვეთელი) (ფსალ. 13, 6 და 39, 4, კუალად 64, 5), упование.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > სასო

  • 11 სასუმლობა

    (სასუმლობა - შვილად აყვანა, усыновление, ან უკეთუ ვინმე მოკვდეს და ცოლი მისი დაშთეს უშვილოდ და იგი შეირთოს მოყვარემან მისმან და მამულიც მის მოიგოს, ამასა ჰქვიან სასმულობა; принятие наследства посредством вступления в брак с бездетною вдовою умершаго родственника (ვასასუმლებ) შევართვევინებ მოყვრეს ქვრივსა, заставить вступить в брак со вдовою умершаго родственника, (ვესასუმლები) შევირთავ მოყვრის ქრივსა, жениться на вдове своего родственника - დავით ჩუბინაშვილის ქართულ-რუსული ლექსიკონი)).

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > სასუმლობა

  • 12 შეპირება

    (შევაპირებ) დანიშნვა პირისა, ანუ გუამისა, რომლისგანაც ვინმე მიიღოს რამე, перевести на кого получение чего.
    (შევიპირებ, შევჰპირდები) შერიგება, პირობის გამორთმევა ან მიცემა (ვეფხისტ. 655), условляться, договариваться.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > შეპირება

  • 13

    ასო ჰ იხმარების ზოგჯერ სათვალავთა შინა ნაცულად ჱ, ანუ 8 (იხილე შესავალსა შინა). ესევე ჰ იხმარების ზმნათა შინა, რომელთაცა პირველსა პირსა შემდგომად ვ აქუს რომელიმე ხმოვანი ასო. მაგალითად, ვჰსჯი, ჰსჯი; ვჰსწავლობ, ჰსწავლობ; ვჰსწერ, სწერ; ვჰგალობ, ჰგალობ; ვჰკადაგებ, ჰკადაგებ; ვჰკვეთ, ჰკვეთ და სხ. გარნა სახელზმნათა და მიმღეობათა მათთა არღა საჭიროდ აქუსთ ჰ, ვითარ სჯა, სჯული, სწავლა, სწავლული, წერა, გალობა, ქადაგება, კვეთა და არა ჰსჯა, ჰსჯული, ჰსწავლა, ჰსწავლული, ჰწერა, ჰგალობა, ჰქადაგება, ჰკვეთა და სხვანი. და ამისთჳს სახელზმნანი და მიმღეობანი ასოსა ამას შინა სრულიად არა შემოტანილ არიან, რამეთუ ჰკვეთა არა არს სახელზმნა, არამედ მესამე პირი განვლილისა სრულისა დროჲსა. ეგრეთვე ჰსწავლა არს მესამე პირივე სრულის დროჲსა ზმნისაგან ვჰსწავლი.
    ფრიად უკანონო არს ასოჲსაის ამის დამატება თავად უცხოსა ენისა ლექსთა მათ, რომელნიცა თჳსსა ენასა ზედა არა იწერებიან ასოჲთა ჰ. მაგალითად: რომი, რომაული, ურია, ურიასტანი. მიბაძვითა სომხურის ენისათა სწერენ: ჰრომი, ჰრომაული, ჰურია, ჰურიასტანი და სხვანი. რამეთუ თჳთ ლათინურსა ენასაცა აქუს ასო ჰ, რომელია H, h, გარნა არა დაიწერების Hroma, Hromanus, Huria, არამედ Roma, Romanus, Uria და სხვანი. გარდა ამისა მრავალთა შინა ლექსთა, თჳთ სომხურისგან მიღებულთა ქართულად, დაიტოვების ასო ჰ. მაგალითად: ჰალავი - ალავი, ჰამბავი - ამბავი, ჰამქარი - ამქარი, ჰასაკი - ასაკი, ჰასნაფი - ასნაფი, ჰაზრი - აზრი და სხ. და თჳთ ქართულთაცა ზმნათა შინა, ვინათგან უჩინრად და მსუბუქად იხმარების ჰ. მაგალითად: ვჰსწერ, ჰსწერ შესაძლო არს თქმა ვსწერ, სწერ და სხ. ესევითარნი ლექსნი, ქართულსა ენასა შინა მიღებულნი, უფრორე დაიწერებიან ბერძულისაებრ, ვითარ Έλένη ელენა; Ίστορϊα ისტორია. არა ვსწერთ ლათინურისაებრ Helena ჰელენა, Historia ჰისტორია. ხოლო სხვათა ლექსთა უკეთუ ვისმე ენებოს დაწერა ლათინურისაებრ, არცა იგი არს უშესაბამო, რამეთუ ქართულსა ენასა საკმაოდ ჰქონან ასონი ორთავე მათ ენათა შემსგავსებულნი. მაგალითად, უკეთუ ვინმე დასწეროს ბერძულისაებრ ლექსნი Όμηρος ომიროს, უმიროს, Άρμονία არმონია, Άρπϊα არპია, Όρίζων ორიზონი. გინა ლათინურისაებრ Homerus ჰომეროს, harmonia ჰარმონია, harpia ჰარპია, horizon, -tis ჰორიზონტი. ორგვარადვე მოეზავებიან, გარნა სხვათა ენათა მიბაძვითა დაწერა: ღომერ ანუ გომერ, ღარმონია ან გარმონია, ღარპია ან გარპია, ღორიზონტი ან გორიზონტი. ესე უშესაბამო არს, რამეთუ არცა ბერძულსა, არცა ლათინურსა ენასა ზედა ესრეთ არა იწერებიან.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями >

См. также в других словарях:

  • ჟამთააღმწერლობა — ამბავი, რომელიც ხდება რაღაც დროის განმავლობაში გაურკვეველ სივრცეში. ეს ამბავი არ არის სივრცით განსაზღვრული. მის ძირითად თემას წარმოადგენს დროის მონაკვეთი, რომელიც სადღაც იწყება და სადღაც მთავრდება. ეს დროის მონაკვეთი, როგორც წესი, მოზომილია ვინმე …   Georgian encyclopedia

  • ლიბერალიზმი — • (ლათ. liber თავისუფალი) ფილოსოფიური, ეკონომიკური და პოლიტიკური სწავლებაა, რომელიც გამომდინარეობს ადამიანის თავისუფლებიდან, განკარგოს საკუთარი თავი და საკუთრება. ლიბერალიზმის იდეალია საზოგადოება, სადაც ყველას აქვს მოქმედების თავისუფლება, სადაც… …   Georgian encyclopedia

  • დამოკიდებულების თეორია — • მარქსიზმის ცენტრალური კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ჩრდილოეთი იმონებს სამხრეთს. სამხრეთი ღარიბია არა იმიტომ, რომ ჩამორჩენილია, არამედ იმიტომ, რომ ჩრდილოეთი მას უწევს ექსპლუატაციას Source: აკობია ეკა, საერთაშორისო ურთიერთობების თეორია: სალექციო… …   Georgian encyclopedia

  • Pareto Optimal — ეკონომიკური ვითარება, რომელშიც თუ ერთი ადამიანის ან ჯგუფის ეკონომიკური მდგომარეობა უმჯობესდება მეორის უარესდება. არავის შეუძლია გამდიდრება ვინმე სხვის გაღარიბების გარეშე Source: ჟვანია ნინო. საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომია: სალექციო კურსი სოც.… …   Georgian encyclopedia

  • ლიბერალური იმპერიის დოქტრინა — რუსეთის ექსპანსიონისტური ზრახვების ლიბერალური ფასეულობების საბურველში გახვევის მცდელობას წარმოადგენდა. დოქტრინის ერთ ერთი ძირითადი არგუმენტი მდგომარეობდა იმაში, რომ დსთ ის სივრცეში და მის ფარგლებს გარეთ რუსეთის ეკონომიკური და პოლიტიკური… …   Georgian encyclopedia

  • ტერმინი — შეგვიძლია განვსაზღვროთ როგორც მეცნიერული, ანუ თეორიული ენისათვის სპეციალურად შემოტანილი სიტყვა, რომელიც ყოველთვის კონვენციონალურად მიღებული წესით უნდა გამოიყენებოდეს მოცემული თეორიის ფარგლებში. „ტერმინს“ ძირითადად ლოგიკურ გრამატიკული ხასიათის… …   Georgian encyclopedia

  • ბრუნო ჯორდანო (1548-1600) — იტალიური ნატურფილოსოფიის მწვერვალი ჯორდანო ბრუნო რენესანსის ეპოქის ერთ ერთი ყველაზე საინტერესო პიროვნებაა. იგი კულტურის ისტორიაში დარჩა არა მარტო, როგორც ღრმა ფილოსოფიური სისტემის შემქმნელი, არამედ, აგრეთვე, როგორც ჭეშმარიტებისათვის მეცნიერული და …   Georgian encyclopedia

  • ადამიანის უფლებები — • მორალური უფლებამოსილება, რომელიც მსოფლიოს ყველა ინდივიდს გააჩნია უბრალოდ იმ ფაქტის გამო, რომ ის არის ადამიანი. ჩვენი უფლებების მოთხოვნის დროს ჩვენ მივმართავთ საკუთარ მთავრობას მორალური პოზიციიდან: თქვენ არ გაქვთ ამის გაკეთების უფლება, რადგანაც… …   Georgian encyclopedia

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»