Перевод: с грузинского на русский

с русского на грузинский

გვამი

  • 1 გვამი

    Грузино-русский словарь > გვამი

  • 2 ასო უ დაესხმის თავად სახელთა:

    I. დასანიშნავად უკუთქმისა ანუ უქონლობისა, ამას შეუდგების ბოლოდ ო, ანუ ური, ვითარ უადგილო, უაზნო, უბედო ან უბედური, უკაცო ან უკაცური, უმამო, უდედო, უთვალო, უფეხო, უძალო ან უძლური, უძილო და სხ. ხოლო მიმღეობანი უკუთქმიანი ბოლოს მიიღებენ მარცვალსა ელი ან რი, ვითარ: უსმელი, უჭმელი, დაუდეგარი ან დაუდგრომელი, მოუსვენებელი ან მოუსვენარი, დაუწერელი და სხ.
    II. ზედშესრულთა უაღრესობითისა ხარისხისათა, რომელსაც ბოლოდ დაერთვის ესი, ვითარ დიდი - უდიდესი, მცირე - უმცირესი, მძიმე - უმძიმესი, ფართო - უფართოესი ან უფართესი და სხ.
    ხოლო ზედშესრულნი სახელნი, დაბოლოვებულნი მარხვალსა ზედა ლი, ზოგჯერმე ისპობენ მას, ვითა დაკნინებულნიც მარცუალითა მო (იხილე მ), ანუ გაარსებითებულნი მარცუალითა სი (იხილე ს-შინა). მაგალითად, კეთილი - უკეთილესი ან უკეთესი, ტკბილი - უტკბილესი ან უტკბესი, გრძელი - უგრძელესი ან უგრძესი, ზრქელი - უზრქელესი ანუ უზრქესი და სხ.
    რაოდენნიმე ზედშესრულნი იხმარებიან მხოლოდ უაღრესობითად და არა აქუსთ დადებითი ხარისხი, ვითარ უაღრესი, უპირატესი, უხუცესი, უდარესი, უზესთაესი, უარესი. ხოლო ზოგნი სრულიად არ მიიღებენ ბოლოს მარცუალსა ესი, ვითარ უპრიანია და არა უპრიანესი, ანუ უარ, უმალ, უკეთ ნაცულად უარესი, უმალესი, უკეთესი; კუალად უფრო ნაცულად უფროსად. ანუ არა მიიღებენ თავად უ და დაშთების ბოლოდ ესი, ვითარ ხუცესი.
    რომელნიმე უბადონი ანუ შეურაცხნი ლექსნი განმრჩობლდებიან ასოჲთა ამით უ, ვითარ: ბალახ-ბულახი, ბიჭ-ბუჭები, ბრაგა-ბრუგი, რახი-რუხი, მრადი-მრუდი, მტლაშა-მტლუში, ნაჭერ-ნუჭერი, ღელე-ღულე, ჭია-ჭუა, ხილი-ხული და სხ.
    უ დაერთვის ზმნათაცა, რაჟამს მოქმედება მათი მიეჩემების მესამესა პირსა, ვითარ ვიკეთებ - ვუკეთებ, ვიწერ - ვუწერ, ვიკერავ - ვუკერავ და სხ. (იხილე ასოთა თანა გ, ი და მ).
    უ ბრჯგუ ანუ უ მოკლე ლექსთა შინა არს საშუალო ვ და უ. ამის გამო არა არს სრული ხმოვანი, არამედ ნახევარხმოვანი, ვერ შემადგენელი მარცუალისა და ამად ხშირად ხმარობენ ნაცულად მისსა ვ. მაგალითად: გუამი - გვამი, ზღუა - ზღვა, ქუა - ქვა და სხ.
    მარცუალი უა შეიცულების ო-ზედა (იხილე ო), უ იხმარების ზოგჯერმე ნაცულად ჳ. მაგალითად: გჳნი - გუნი, ღჳმელი - ღუმელი, ხჳმირა - ხუმირა და სხ.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > ასო უ დაესხმის თავად სახელთა:

См. также в других словарях:

  • ივლიანიტობა — ანუ ეპ. ივლიანე ჰალიკარნასელის (VI) სწავლება ქრისტე მოგვევლინა როგორც ახალი ანუ მეორე, ე.ი. ცოდვამდელი ადამი, ვისი ხორციც არ იხრწნებოდა და არ კვდებოდა (ხრწნა ცოდვის შედეგია). აქედან ცხადია, მაცხოვრის გვამი განკაცებისთანავე შეიმოსა უხრწნელებით და… …   Georgian encyclopedia

  • ტრიმურტი — სანსკრიტზე ნიშნავს სამსახოვნებას, სამგვამოვნებას, ტრიადას (ტრი სამი, მურტი სახე, ხატი, სხეული). ამ ტერმინით აღინიშნება სამი ღმერთის ბრაჰმას, ვიშნუს (იგივე რუდრას) და შივას ერთიანობა, ერთება. ე.ი. ტრიმურტი არის ერთი და იგივე ღვთაების სამი… …   Georgian encyclopedia

  • ექსპერტიზის ობიექტი — ექსპერტის გამოკვლევის ობიექტი შეიძლება იყოს ნივთიერი მტკიცებულება, ცოცხალი ადამიანის სხეული, ფსიქიკური მდგომარეობა, გვამი, დოკუმენტი. Source: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი …   Georgian encyclopedia

  • ეკლესია — • ბერძნული სიტყვაა და ორი მნიშვნელობა აქვს: ძირეული, პირველადი და მეორეული, გადააზრებითი. თავდაპირველი და ჩვეულებრივი აზრით იგი ნებისმიერი რწმენისა და სოციალური ფენის წარმომადგენელთა კრებულს (საზოგადოებას) აღნიშნავს. მეორეული შინაარსით, ე.ი.… …   Georgian encyclopedia

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»