Перевод: с грузинского на русский

с русского на грузинский

განსხვავებული

  • 1 განსხვავებული

    различный, отличный

    Грузино-русский словарь > განსხვავებული

  • 2 კლიმატი

    მხარე ქუეყანისა განსხვავებული ჰაერით, климат, κλίμα.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > კლიმატი

  • 3

    ქარაგმიანნი ლექსნი ამას ასოსა ზედა არიან: მდის* - მარადის, მრთ* - მიმართ ანუ მომართ, მრ* - მიერ, მღდლი* - მღუდელი და ძველებურად მფჱ* - მეუფე.
    ასოსა ამას ჰქონან ზედდადებულნი ზმნათანი: მი, მო, მიმო, მიმოდა, მიდამო. მაგალითად: მიმაქუს, მომაქუს, მიმომაქუს, მიმოდამაქუს, მიმოდაბნევა და სხ.მრავალთა ზმნათა განვითარებულთა მარცვალთა მიერ მი და მო, არა აქუსთ განსხვავებული რაჲმე მნიშნველობა, გარდა ამისსა, რომე; მი ითქმის მესამესა პირისათვის, ხოლო მო პირველისა და მეორისათვის. მაგალითად: მოცემა ჩემდა, მოცემა შენდა, მიცემა მისდა; კუალად მოტევება, მოგება, მორთმევა ჩემდა, შენდა; მიტევება, მიგება, მირთმევა მისდა და სხ. ანუ განირჩევიან ზმნისზედათა მიერ აქა და იქი. მაგალითად: მოტანა აქა, მიტანა იქი, მოზიდვა აქა, მიზიდვა იქ, მოწვევა აქა, მიწვევა იქ.
    ესევე იგულისხმე თანდებულთათვის: მიმართ და მომართ. მაგალითად: ჩემდა მომართ, შენდა მომართ, მისდა მიმართ, ანუ მოკვეცილად: ჩემდამო, შენდამო, მისდამი (გარნა ზოგჯერმე იხმარების მი მეორესაცა პირსა შინა, მაგალითად: შენდამი მიცემა, მიტევება შენდა და სხ.). კუალად ასო მ დაერთვის თავად მრავალთა ლექსთა ქართულსა შინა ენასა ესრეთ:
    I. სადაობასა პირისასა, თავად მ და ბოლოდ ელი. მაგალითად: აჩაბეთი, ეგრისი, ეგჳპტე, ამათგან შეიქმნების: მაჩაბელი, მეგრელი, მეგჳპტელი. გარნა აწყური - მაწყურელი, რუისი - მროველი. ესენი ეწოდებოდა საკუთრად მუნებურთა ეპისკოპოსთა, ხოლო სხვათა მუნ მოსახლეთა უწოდებენ: აწყურელი, რუისელი.
    კუალად სადაობისათვის პირთასა დაერთვიან თავად მე, მო, ბოლოდ ე ანუ ვე. მაგალითად: უდაბნო - მეუდაბნოვე, თემი - მოთემე, სახლი - მოსახლე, ქალაქი - მოქალაქე, ხევი - მოხევე და სხ.
    II. იგივე მარცვალნი თავად მე და ბოლოდ ე, ანუ ვე, ჰნიშნავენ პატრონსა ნივთისასა, ანუ მნესა მისსა. მაგალითად: მეაბანოვე, მეაბჯრე, მეკატრ, მენავე, მეხომალდე, მეციხოვნე და სხ.
    III. ესევე მარცვალნი ჰნიშნავენ ხელოსანსა ნივთისასა, მკეთებელსა მისსა, ანუ ვისცა რაჲცა აქუს სარეწავად თჳსად. მაგალითად: მებადე და მებადური, მეთევზე ან მეთევზური, მეველე, მეზურე, მენახირე, მეხბორე, მეცხვარე, მექათმე, მეპურე, მეღვინე, მექვაბე, მექუდე, მეპრატაკე, მეპრორე, მეურმე.
    IV. რომელთამე განორებით ხმარებულთა ლექსთა თავად დაერთვისთ მ და შესცულის შეურაცხებითად, ვითარ: არე-მარე, ახლო-მახლო, კიტრი-მიტრი, წილი-მილი, ხურდა-მურდა.
    V. უმრავლესთა სახელთა დაერთვის თავად მ და არა განასხვავებს მნიშნველობასა მათსა, არამედ როგორც დასაშვენებლად. მაგალითად: ზითევი - მზითევი, სხალი - მსხალი, ტევანი - მტევანი, ღუდელი - მღუდელი, ძეხვი - მძეხვი, წნილი - მწნილი; ეგრეთვე ზედშესრულთა: კურივი - მკურივი, ებრი - მებრი ( ნახე ებრ), რგუალი - მრგუალი, სუბუქი - მსუბუქი, სხვილი - მსხვილი, შვენიერი - მშვენიერი, და სხ. და ზოგჯერ არა საჭიროდ, არამედ კნინღა ურჩხადცა, ვითარ: ტრედი - მტრედი, შველი - მშველი, ცხუარი - მცხუარი.
    გარნა რომელთამე ლექსთა შინა განასხვავებს მნიშნველობასა. მაგალითად: დაბალი - რაოდენობით მცირე, ხოლო მდაბალი - გულით მშვიდი. კუალად დარი - თანასწორი, ხოლო მდარე - უფრო ნაკლები, ანუ ცუდი.
    β. ზედშესრულთა სახელთა დაერთვის თავად მო, ბოლოდ ო და დააკნინებს მნიშნველობასა მათსა. მაგალითად: დიდი - მოდიდო, მცირე - მომცრო, თეთრი - მოთეთრო, შავი - მოშავო და სხ.
    რომელნიმე ზედშესრულნი სახელნი, დაბოლოვებულნი მარცულითა ელი, ისპობენ მას დაკნინებასა შინა. მაგალითად: გრძელი - მოგრძო, თხელი - მოთხო, ტკბილი - მოტკბო, მსხვილი - მომსხო ანუ მომხო, წულილი - მოწლო. არამედ წითელი ითქმის მოწითლო, მოწითანო და მწითური.
    γ. მარცვალი მე დაერთვის თავად რიცხჳთთა სახელთა რაოდენობითთა და შესცულის მათ წესებითად ორითგან, ვიდრე დაუსრულებლადმდე. მაგალითად: მეორე, მესამე, მეოთხე, მეათე, მეათერთმეტე, მეოცე, ოცდამეორე, ოცდამეათხუთმეტე, მეორმოცე, ორმოცდამეექუსე, ორმოცდამეათე ანუ მეერგასე, მეასე, ასმეორე, ასმეშვიდე, მეათასე, ათასმეერგასე, მეათიათასე და სხ.
    ხოლო ოდესცა დაერთვის ამათ ბოლოდ მარცვალი დი, მაშინ ჰნიშნვენ კერძოსა. მაგალითად: მესამედი, მეოთხედი, მეათედი და სხ.
    I. მაპიროვნებელად პირველისა პირისა და მაშინ მეორისა პირისა იქმნების მაპიროვნებელი გ. მაგალითად: მაქუს, გაქუს, აქუს, მრწამს, გრწამს, ჰრწამს; მნებავს, გნებავს, ჰნებავს, და სხ. ეგრეთვე ყოველთავე უსრულესთა დროთა შინა: მიწერიეს, გიწერიეს, უწერიეს; მეწერა, გეწერა, ეწერა; მისწავიეს, გისწავიეს, უსწავიეს; მესწავა, გესწავა და სხ.
    შეისწავე, ვითარმედ ზმნანიცა: მაქვს, მრწამს, მნებავს, მინდა, მჯერა და სხ. თუმცცა იხმარებიან აწმდგომსა დროსა შინა, გარნა ესევითარი საქცევი მათი არს ვასხებულ უსრულესისა დროსაგან ვინათგან აწმდგომსა დროსა მათსა: ვიქონიებ, ვირწმუნებ, ვინებებ, ვინდომებ, ვიჯერებ, აქუს ჰაზრი რაოდენმე მომავლისა დროჲსა, ხოლო ვასხებული დროჲ უსრულესისაგან ჰნიშნავს სრულიად აწინდელსა.
    ამის გამო ზმნანი: ვიბოძებ, მივართმევ, მივულოცავ, და სხ. ვინათგან ჰნიშნვენ უფრორე მომავალსა, ამად უსრულესი მათი დაიდების ნაწულად აწინდელისა. მაგალითად: მიბოძებია, მომირთმევია, მომილოცავს და სხ.ამგვარადვე სხვათა ზმნათა პირველსა პირსა შინა გაპიროვნებულთა მარცულითა ვი დასანიშნველად აწინდელისა დროჲსა, აქუს გახშირებითი დროჲ სხვარიგად. მაგალითად: ვიკითხავ, ვილოცავ, ვიპოვი, ვიშოვი და სხ. რადგანც ესენი ნიშნვენ მომავალსა, ამად აწინდელსა დროსა შინა იხმარებიან გახშირებით: ვჰკითხულობ, ვლოცულობ, ვჰპოულობ, ვშოულობ.
    II. ასო მ იხმარების კუალად პირნაკლთა ზმნათა შინა, ოდესცა მოქმედება მიეჩემების 1 პირსა მეორისაგან. მაგალითად: მიწერ, მიწერს, მიშენებ, მიშენებს და რაჟამს პირველისაგან მიეჩემების 2 პირსა, მაშინ იხმარების გ (იხილე ასო გ და უვრცელესად შესავალსა შინა ზმნათათვის).
    ხოლო უკეთუ მოქმედება არს მესამისაგან პირისა, მაშინ არღარა არს პირნაკლი, არამედ მიეჩემების სამთავე და პირველისადმი იხმარების კუალადვე ასო მ, მეორისადმი კუალადვე გ, მესამისადმი უ. მაგალითად: მიწერს, გიწერს, უწერს; მიშენებს, გიშენებს, უშენებს. ანუ ვნებითად: მწერს, გწერს, ჰსწერს; მაშენებს, გაშენებს, აშენებს და სხ.
    ε. ასო მ დაერთვის თავად ყოველთა შემოქმედებითთა მიმღეობათა. მაგალითად: მკეთებელი ანუ მაკეთებელი, მოქმედი ანუ მმექმი; მორწმუნე, მკითხველი, მწერალი, მავალი, მდგომარე, მჯდომარე, მწოლარე, მტირალი, მგლოვარე და სხ.
    ოდესმე მ შეიცულების ნ, მაგალითად: მანგალი - ნამგალი, მებოძირი - ნებოძირი, მორჩი - ნორჩი, მუგუზალი - ნაგუზალი, მუხუდო - ნუხუდო, ნამდჳლი - ნანდჳლი და სხ. და ოდესმე შეიცულების ბ (იხილე ასოსა თანა ბ).

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями >

См. также в других словарях:

  • ეთნოგრაფია — განსხვავებული კულტურის შესწავლა და აღწერა, რომელიც ძირითადად თვისებრივი მეთოდების გამოყენებით ხდება. ეთნოგრაფიის ძირითადი მიზანია ცხოვრების განსხვავებული წესების გაგება ისე, როგორც ეს წესები ამ კულტურის წარმომადგენლებს ესმით. Source: ზურაბიშვილი… …   Georgian encyclopedia

  • ლიბერალიზმი — • (ლათ. liber თავისუფალი) ფილოსოფიური, ეკონომიკური და პოლიტიკური სწავლებაა, რომელიც გამომდინარეობს ადამიანის თავისუფლებიდან, განკარგოს საკუთარი თავი და საკუთრება. ლიბერალიზმის იდეალია საზოგადოება, სადაც ყველას აქვს მოქმედების თავისუფლება, სადაც… …   Georgian encyclopedia

  • ჰომოფობია — შეიძლება განისაზღვროს როგორც სიძულვილი გეი ან ჰომოსექსუალი ადამიანების მიმართ ან მათი ცხოვრების სტილის ან კულტურის მიმართ ან ზოგადად განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ. მსოფლიოს ბევრ ნაწილში განსხვავებული (განსხვავებული… …   Georgian encyclopedia

  • რასობრივი დისკრიმინაცია — • ყველა ფორმის აღმოსაფხვრელად საერთაშორისო კონვენციის მიხედვით ტერმინი ნიშნავს ნებისმიერ განსხვავებას, განსაკუთრებულობას, შეზღუდვას ან უპირატესობას, დაფუძნებულს რასაზე, ფერზე, ეროვნულ ან ეთნიკურ წარმოშობაზე, რომელიც მიზნად ისახავს გააუქმოს ან… …   Georgian encyclopedia

  • გლობალიზაცია — • ტერმინი გლობალიზაცია ინგლისურ სიტყვა globe ს უკავშირდება, რაც დედამიწას, გლობუსს ნიშნავს, ხოლო global მსოფლიოს, გლობალურს. გლობალიზაციის ტერმინის გამოჩენა დაკავშირებულია ამერიკელი სოციოლოგის რ. რობერტსონის სახელთან, რომელმაც ის 1983 წელს… …   Georgian encyclopedia

  • ტოლერანტობა — • ,,ტოლერანტობის პრიციპების დეკლარაციის” თანახმად (ხელმოწერილია 1995 წლის 16 ნოემბერს პარიზში იუნესკოს წევრი 185 სახელმწიფოს მიერ), ტოლერანტობა ,,მსოფლიოს კულტურათა მდიდარი მრავალფეროვნების, თვითგამოხატვის ფორმებისა და ადამიანის ინდივიდუალობის… …   Georgian encyclopedia

  • ნეორეალიზმი — 60 70 წლებში წამოჭრილმა მეორე დებატებმა საერთაშორისო ურთიერთობებში პოზიტივისტებსა და ბიჰეივიორისტებს შორის გარდამტეხი გავლენა იქონია რეალიზმზე, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაზე. ამ პერიოდში სათავე დაედო ნეორეალიზმს, რომლის მიდგომა… …   Georgian encyclopedia

  • ბოვუარი სიმონ დე — (1908 1986) ფრანგი მწერალი, ეგზისტენციალიზმის თეორეტიკოსი, პედაგოგი, გონკურის პრემიის ლაურეატი, რადიკალური ფემინიზმის ფუძემდებელი. მისი წვლილი ფასდაუდებელია ქალთა ემანსიპაციის გზაზე. დე ბოუარის აზრით, ქალობა ნიშნავს არა იმდენად ბიოლოგიური… …   Georgian encyclopedia

  • ლუთერანიზმი — 1517 წელს ვიტენბერგის უნივერსიტეტის პროფესორის მარტინ ლუთერის მიერ ქალაქის ეკლესიის კარებზე გამოკრულმა ოთხმოცდათხუთმეტმა თეზისმა, საფუძველი ჩაუყარა ახალ მიმდინარეობას ქრისტიანულ რელიგიაში პროტესტანტიზმს, რომელმაც გერმანიასა და სკანდინავიაში… …   Georgian encyclopedia

  • თანასწორობის უფლება — • თანასწორობაა, როცა ყველას ერთნაირად არ შეუძლია (შესაძლებლობის ფსიქო ფიზიოლოგიური და ინტელექტუალური მაჩვენებლები), მაგრამ უფლება აქვს შეეძლოს. ეს არის ყველასათვის თანაზომიერი შეზღუდვის უფლება, ანუ სუბიექტთა უფლება ვალდებულებათა განხორციელება… …   Georgian encyclopedia

  • ნორმატიული აქტი — • უფლებამოსილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი… …   Georgian encyclopedia

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»