Перевод: со всех языков на русский

с русского на все языки

ხლტომა

  • 1 ხლტომა

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > ხლტომა

  • 2 ნავარდი

    ხლტომა, ფრენით სლვა (შავთ. 29), скачок, скока, прыжка.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > ნავარდი

  • 3 სტულობა

    ხლტომა (მალაქ. 4, 2), взыграть.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > სტულობა

  • 4 გოგვა

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > გოგვა

  • 5 ვლდომა

    (ვვლდები) ხლტომა (ისაი. 35, 7), скакать.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > ვლდომა

  • 6 თამაშობა

    (ვთამაშობ) შექცევა თჳთო გვარი (ვეფხისტ. 119, 323), играть, игра, игры. წერილთა შინა ნაცულად ამისა ხმარებულ არს მღერა და სიმღერა (გამოს 32, 6; ვეფხისტ. 11, 83), რომელიცა მსოფლიურისა ხმარებასა შინა ჰნიშნავს საეროსა გალობასა. ხოლო გვარნი თამაშობისანი არიან: ასპარეზობა, ჳპოდრომსა ზედა, მხედართა მიერ ანძათა და საგანთა მიმართ ისართ სრევა, ოროლთ ტრიალი მრავალგვარად, ბურთთა ცემა ჩოგნითა, ანუ ქვეითად რბოლა, ჭიდილი და ეგევითარნი. ამათჳს ზოგჯერმე იქმნების დანიშნული დრო, რომელსაც უხმობენ დღეობად. როკვა, ხლტომა სხვადასხვა რიგითა ტანის მოძრავობითა და რაჲცა სამუსიკოთა საკრავთა და ებანთა ზედა იქმნების მგოსანთა მიერ, როკვად ითქმიან: ცექვა, ბუქნა, კოჭა, თულო, ჩამბალალა, ჯუნდრუკი, ეგრეთვე ფუნდრუკი ვაჟთა და ხუნტრუცი ქალთა. კუალად ფერხისი ანუ ფერხული ვაჟთა და სამაია ქალთა, ხარდიორდა მოგვერდით ფუნდრუკი. კუალად თამაშობა ანუ მღერა ეწოდების შექცევასა ჭადრაკთა, ნარდთა და სხუათა სამორინოთა მიერ, ანუ კენჭებითა, ჩხირებითა, ვეგითა და მისთანათა, ხოლო ნავარდობა არს შესაქცევად სიარული ცხენითა ანუ ქვეითად საამოვნოთა ადგილთა ზედა.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > თამაშობა

  • 7 კრთომა

    (ვჰკრთი, ვჰკრთები) მცირედ ხლტომა, ნძრევა (ლუკ. 1, 41 და შემდგომი), взыграться.
    განკჳრვება, შეკრთომა, შეძრწუნება ( ნახე განკრთომა), ужаснуться, обробеть.
    (ჰკრთების, ჰკრთის) ელვარება ნათლისა (ვეფხისტ. 1294, 1327; შავთ. 45), сверкать, блистать.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > კრთომა

  • 8 სიარული

    სლუა, მოძრავობა ცხოველთა, გარდადგმით ფერხთათა, ანუ მფრინველთა ჰაერსა შინა და თევზთა წყალსა შინა ქნევითა ფრთეთა, გინა უსულოთა ნივთთა ძალითა ბუნებითითა ანუ ხელოვნებითა, ვითარ სლვა მდინარეთა, ეტლთა, ნავთა, ბორბალთა, საჟამოთა და მისთანათა (ზაქარ. 9, 8; ვეფხისტ. 147), ход, хождение, походка; სახენი ამისნი: ჩჩჳლთ ოთხზედ სიარულს ეწოდება ჩოჩვა, ცოცვა, ბობღვა, ბორდღვა, ბღოტვა და ფოფინი; მათს ხელმოკიდებით, ანუ ხოჭიჭიდ ფეხზედ ტარებას - ტაატი; კაცთა ნებიერად სიარულსა ჭმუნვის განსაქარვებლად შესაქცევთა ადგილთა ზედა - სეირნობა და ნავარდობა; მალიად სლუასა - სირბილი და სრბოლა; შეშინებულის სირბილს - ლტოლვა და გაქცევა; უმალიადესსა სირბილსა - რბენა და ჭენება; კისკისად მაღლა შეფრენით რბენასა - ხლდომა ანუ ხლტომა, ხოლო ოთხფერხთასა - კუნტრუში და სხუანი ( ნახე თამაშობაში). სირბილისა და ნელა სიარულის საშუალო - ძუნძული და ჰასაკმცირეთა ცხოველთასა - ცუნცული, ცანცალი, წანწალი და დიდროვანთასა - ბოტვა, ბოტება (бродить); უგვანსა ძუნძულსა - ბზაკუნი, ბაჯბაჯი და ჩანჩალი; სნეულთ უსუსურად სიარულსა - ღინღილი, ხინხილი ან ღონღილი, ხოლო ოთხფერხთასა - ლასლასი; უსაქმოდ და ცუდად სიარულსა - ტანტალი, წანწალი და თრევა; ბნელაში ფეხდაუნდობლად ანუ ხელის შეხებით სიარულსა - ბღოტვა, ბეცება და ცეცება; მკელობელთ სიარულს - კოჭლობა; თხელთა წყალთა შინა სლვასა ფეხის ამოღებით და კუალად ჩადგმით - ჩხუპვა, ხოლო უღრმესთა შინა ფეხამოუღებლად - ტოპვა და სრულიად ღრმათა შინა ხელფეხთ ხმარებით პირპირ ტივტივსა - ცურვა; ცხენთა კეთილსა სიარულსა - თოხარიკი და იორღა; გოგმანით სიარულს - მერანობა და ცუდსა - ჩაქჩაქი და ჯაგჯაგი; მფრინველთა ჩვეულებრივსა ჰაერში სიარულსა - ფრენა და ფრინვა; ხლტომით ფრენასა - გოგვა და გოგმანი; ცუდსა სლვასა - ლახლახი; ფრთების უძრავად ფრენასა - ლივლივი; თევზთა წყალში სლვასა - ცურვა; გველთა და ქვეწარმავალთა მუცლით სლვასა - გლინვა და ცორვა; მძრომთასა - ღოღვა და ძრომა.
    ზემოწერილნი გვარნი სიარულისანი ხშირად იხმარებიან გარდაღებით კაცთაგან ცხოველთადმი და უსულოთადცა და კუალად გარემოქცევით, ვითარ სბოლა ითქმის ისართათჳს და ნავთათჳსცა, ხინხილი და კინკილი ოთხფერხთათჳს, რომელნიცა ერთსა ფერხსა ატარებენ კანტურით ტკივილის გამო, ცორვა და გლინვა გველებრი, ოდეს კაცნი მიეპარებიან ნადირთა, ჭენება ითქმის უფრო ცხენზედ მჯდომთათჳს, კუალად არიან ბრძანებითნი: გუალე, ჟარე, იარე (თჳს-თჳს ადგილს იხილენ).

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > სიარული

  • 9 ხლდომა

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > ხლდომა

  • 10 ხტომა

    (ვხტები) ხლდომა, ხლტომა.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > ხტომა

  • 11 ვხლტები

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > ვხლტები

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»