Перевод: со всех языков на русский

с русского на все языки

(ხოლო

  • 1 ხოლო

    союз а, но, однако; же
    მე ვკითხულობ, ხოლო შენ წერ я читаю, а ты пишешь

    Грузино-русский словарь > ხოლო

  • 2 ხოლო

    Ср. ხ*
    კავშირი წმასნვითი (ფსალ. 2, 6 და 10:3, 5; იოან. 10, 12 და შემდგომი), а, же.
    ზოგგან ჰნიშნავს: მხოლოდ, ოდენ (საქმ. 11, 19), токмо, кроме.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > ხოლო

  • 3

    ქარაგმიანნი ლექსნი ამას ასოსა ზედა არიან: მდის* - მარადის, მრთ* - მიმართ ანუ მომართ, მრ* - მიერ, მღდლი* - მღუდელი და ძველებურად მფჱ* - მეუფე.
    ასოსა ამას ჰქონან ზედდადებულნი ზმნათანი: მი, მო, მიმო, მიმოდა, მიდამო. მაგალითად: მიმაქუს, მომაქუს, მიმომაქუს, მიმოდამაქუს, მიმოდაბნევა და სხ.მრავალთა ზმნათა განვითარებულთა მარცვალთა მიერ მი და მო, არა აქუსთ განსხვავებული რაჲმე მნიშნველობა, გარდა ამისსა, რომე; მი ითქმის მესამესა პირისათვის, ხოლო მო პირველისა და მეორისათვის. მაგალითად: მოცემა ჩემდა, მოცემა შენდა, მიცემა მისდა; კუალად მოტევება, მოგება, მორთმევა ჩემდა, შენდა; მიტევება, მიგება, მირთმევა მისდა და სხ. ანუ განირჩევიან ზმნისზედათა მიერ აქა და იქი. მაგალითად: მოტანა აქა, მიტანა იქი, მოზიდვა აქა, მიზიდვა იქ, მოწვევა აქა, მიწვევა იქ.
    ესევე იგულისხმე თანდებულთათვის: მიმართ და მომართ. მაგალითად: ჩემდა მომართ, შენდა მომართ, მისდა მიმართ, ანუ მოკვეცილად: ჩემდამო, შენდამო, მისდამი (გარნა ზოგჯერმე იხმარების მი მეორესაცა პირსა შინა, მაგალითად: შენდამი მიცემა, მიტევება შენდა და სხ.). კუალად ასო მ დაერთვის თავად მრავალთა ლექსთა ქართულსა შინა ენასა ესრეთ:
    I. სადაობასა პირისასა, თავად მ და ბოლოდ ელი. მაგალითად: აჩაბეთი, ეგრისი, ეგჳპტე, ამათგან შეიქმნების: მაჩაბელი, მეგრელი, მეგჳპტელი. გარნა აწყური - მაწყურელი, რუისი - მროველი. ესენი ეწოდებოდა საკუთრად მუნებურთა ეპისკოპოსთა, ხოლო სხვათა მუნ მოსახლეთა უწოდებენ: აწყურელი, რუისელი.
    კუალად სადაობისათვის პირთასა დაერთვიან თავად მე, მო, ბოლოდ ე ანუ ვე. მაგალითად: უდაბნო - მეუდაბნოვე, თემი - მოთემე, სახლი - მოსახლე, ქალაქი - მოქალაქე, ხევი - მოხევე და სხ.
    II. იგივე მარცვალნი თავად მე და ბოლოდ ე, ანუ ვე, ჰნიშნავენ პატრონსა ნივთისასა, ანუ მნესა მისსა. მაგალითად: მეაბანოვე, მეაბჯრე, მეკატრ, მენავე, მეხომალდე, მეციხოვნე და სხ.
    III. ესევე მარცვალნი ჰნიშნავენ ხელოსანსა ნივთისასა, მკეთებელსა მისსა, ანუ ვისცა რაჲცა აქუს სარეწავად თჳსად. მაგალითად: მებადე და მებადური, მეთევზე ან მეთევზური, მეველე, მეზურე, მენახირე, მეხბორე, მეცხვარე, მექათმე, მეპურე, მეღვინე, მექვაბე, მექუდე, მეპრატაკე, მეპრორე, მეურმე.
    IV. რომელთამე განორებით ხმარებულთა ლექსთა თავად დაერთვისთ მ და შესცულის შეურაცხებითად, ვითარ: არე-მარე, ახლო-მახლო, კიტრი-მიტრი, წილი-მილი, ხურდა-მურდა.
    V. უმრავლესთა სახელთა დაერთვის თავად მ და არა განასხვავებს მნიშნველობასა მათსა, არამედ როგორც დასაშვენებლად. მაგალითად: ზითევი - მზითევი, სხალი - მსხალი, ტევანი - მტევანი, ღუდელი - მღუდელი, ძეხვი - მძეხვი, წნილი - მწნილი; ეგრეთვე ზედშესრულთა: კურივი - მკურივი, ებრი - მებრი ( ნახე ებრ), რგუალი - მრგუალი, სუბუქი - მსუბუქი, სხვილი - მსხვილი, შვენიერი - მშვენიერი, და სხ. და ზოგჯერ არა საჭიროდ, არამედ კნინღა ურჩხადცა, ვითარ: ტრედი - მტრედი, შველი - მშველი, ცხუარი - მცხუარი.
    გარნა რომელთამე ლექსთა შინა განასხვავებს მნიშნველობასა. მაგალითად: დაბალი - რაოდენობით მცირე, ხოლო მდაბალი - გულით მშვიდი. კუალად დარი - თანასწორი, ხოლო მდარე - უფრო ნაკლები, ანუ ცუდი.
    β. ზედშესრულთა სახელთა დაერთვის თავად მო, ბოლოდ ო და დააკნინებს მნიშნველობასა მათსა. მაგალითად: დიდი - მოდიდო, მცირე - მომცრო, თეთრი - მოთეთრო, შავი - მოშავო და სხ.
    რომელნიმე ზედშესრულნი სახელნი, დაბოლოვებულნი მარცულითა ელი, ისპობენ მას დაკნინებასა შინა. მაგალითად: გრძელი - მოგრძო, თხელი - მოთხო, ტკბილი - მოტკბო, მსხვილი - მომსხო ანუ მომხო, წულილი - მოწლო. არამედ წითელი ითქმის მოწითლო, მოწითანო და მწითური.
    γ. მარცვალი მე დაერთვის თავად რიცხჳთთა სახელთა რაოდენობითთა და შესცულის მათ წესებითად ორითგან, ვიდრე დაუსრულებლადმდე. მაგალითად: მეორე, მესამე, მეოთხე, მეათე, მეათერთმეტე, მეოცე, ოცდამეორე, ოცდამეათხუთმეტე, მეორმოცე, ორმოცდამეექუსე, ორმოცდამეათე ანუ მეერგასე, მეასე, ასმეორე, ასმეშვიდე, მეათასე, ათასმეერგასე, მეათიათასე და სხ.
    ხოლო ოდესცა დაერთვის ამათ ბოლოდ მარცვალი დი, მაშინ ჰნიშნვენ კერძოსა. მაგალითად: მესამედი, მეოთხედი, მეათედი და სხ.
    I. მაპიროვნებელად პირველისა პირისა და მაშინ მეორისა პირისა იქმნების მაპიროვნებელი გ. მაგალითად: მაქუს, გაქუს, აქუს, მრწამს, გრწამს, ჰრწამს; მნებავს, გნებავს, ჰნებავს, და სხ. ეგრეთვე ყოველთავე უსრულესთა დროთა შინა: მიწერიეს, გიწერიეს, უწერიეს; მეწერა, გეწერა, ეწერა; მისწავიეს, გისწავიეს, უსწავიეს; მესწავა, გესწავა და სხ.
    შეისწავე, ვითარმედ ზმნანიცა: მაქვს, მრწამს, მნებავს, მინდა, მჯერა და სხ. თუმცცა იხმარებიან აწმდგომსა დროსა შინა, გარნა ესევითარი საქცევი მათი არს ვასხებულ უსრულესისა დროსაგან ვინათგან აწმდგომსა დროსა მათსა: ვიქონიებ, ვირწმუნებ, ვინებებ, ვინდომებ, ვიჯერებ, აქუს ჰაზრი რაოდენმე მომავლისა დროჲსა, ხოლო ვასხებული დროჲ უსრულესისაგან ჰნიშნავს სრულიად აწინდელსა.
    ამის გამო ზმნანი: ვიბოძებ, მივართმევ, მივულოცავ, და სხ. ვინათგან ჰნიშნვენ უფრორე მომავალსა, ამად უსრულესი მათი დაიდების ნაწულად აწინდელისა. მაგალითად: მიბოძებია, მომირთმევია, მომილოცავს და სხ.ამგვარადვე სხვათა ზმნათა პირველსა პირსა შინა გაპიროვნებულთა მარცულითა ვი დასანიშნველად აწინდელისა დროჲსა, აქუს გახშირებითი დროჲ სხვარიგად. მაგალითად: ვიკითხავ, ვილოცავ, ვიპოვი, ვიშოვი და სხ. რადგანც ესენი ნიშნვენ მომავალსა, ამად აწინდელსა დროსა შინა იხმარებიან გახშირებით: ვჰკითხულობ, ვლოცულობ, ვჰპოულობ, ვშოულობ.
    II. ასო მ იხმარების კუალად პირნაკლთა ზმნათა შინა, ოდესცა მოქმედება მიეჩემების 1 პირსა მეორისაგან. მაგალითად: მიწერ, მიწერს, მიშენებ, მიშენებს და რაჟამს პირველისაგან მიეჩემების 2 პირსა, მაშინ იხმარების გ (იხილე ასო გ და უვრცელესად შესავალსა შინა ზმნათათვის).
    ხოლო უკეთუ მოქმედება არს მესამისაგან პირისა, მაშინ არღარა არს პირნაკლი, არამედ მიეჩემების სამთავე და პირველისადმი იხმარების კუალადვე ასო მ, მეორისადმი კუალადვე გ, მესამისადმი უ. მაგალითად: მიწერს, გიწერს, უწერს; მიშენებს, გიშენებს, უშენებს. ანუ ვნებითად: მწერს, გწერს, ჰსწერს; მაშენებს, გაშენებს, აშენებს და სხ.
    ε. ასო მ დაერთვის თავად ყოველთა შემოქმედებითთა მიმღეობათა. მაგალითად: მკეთებელი ანუ მაკეთებელი, მოქმედი ანუ მმექმი; მორწმუნე, მკითხველი, მწერალი, მავალი, მდგომარე, მჯდომარე, მწოლარე, მტირალი, მგლოვარე და სხ.
    ოდესმე მ შეიცულების ნ, მაგალითად: მანგალი - ნამგალი, მებოძირი - ნებოძირი, მორჩი - ნორჩი, მუგუზალი - ნაგუზალი, მუხუდო - ნუხუდო, ნამდჳლი - ნანდჳლი და სხ. და ოდესმე შეიცულების ბ (იხილე ასოსა თანა ბ).

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями >

  • 4

    ასო ე იხმარების რომელთამე ზმნათა შინა, რაჟამს მოქმედება მათი მიეჩემების საცნაურსა, რომელსამე პირსა. მაგალითად: ვუბნობ, უბნობ, უბნობს ეს ითქმის საზოგადოდ, говорю, -ришь, -рит, вообще, ხოლო მიჩემებით ვეუბნები, ეუბნები, ეუბნების, говорю, -ришь, -рит ему, т.е. известному лицу. ეგრეთვე ვლაპარაკობ, ვიბრძვი, ვისური ესე არს საზოგადოდ, ხოლო მიჩემებით: ველაპარაკები, ვებრძვი, ვესური და სხ.
    კუალად ე იხმარების ზმნათა შინა, ხოლო იგულისხმე ზმნა თჳთვნებითი, глагол возвратный, а не страдательный. მაგალითად: ვაბამ связываю არს შემოქმედებითი, ხოლო ვნებითი - ვიბმი ე.ი. სხჳსაგან, бываю связываем, страдат. და თჳთვნებითი возврат. ვებმი связываюсь. ეგრეთვე ვამზადებ, ვსწერ არს შემოქმედებითი, ვიმზადები, ვიწერები არს ვნებითი და ვემზადები, ვეწერები არს თჳთვნებითი.
    ზოგჯერ ე იხმარების ნაცულად ი, ვითარ ეჭვი - იჭვი.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями >

  • 5 ერთ-სახელი

    რაჲცა მიითვალავს სახელსაცა და საზღუარსაცა სახელისასა (კატიღ. ანტ. §42),одноименный. აქა იგულისხმების ნათესავი. მაგალითად, ცხოველი არს გულისხმიერი და ცხოველი არს უგულისხმო, ანუ ქალაქი არს ტფილისი და ქალაქი არს ქუთაისი. რამეთუ სახელნი მიითვალვენ სახელსაცა და საზღუარსაცა თჳსისა ნათესავისასა.
    ხოლო ერთმოსახელე, თანმოსახელე და სახელმოდგამი არს, რომელთა სახელი საზოგადო და, ხოლო საზღუარი სხვა (მუნვე, კატიღ. §41 და 102), соименный, მაგალითად, ქუაბი სპილენძის სიავი საგბოლისი და ქუაბი ნაპრალი კლდისა. ესენი სახელით არიან ერთ, ხოლო საზღურით სხვა. ამათ ეწოდების ბერძულად სინონიმია (ლოღიკ. ბაუმ. §68), συνονμία, sunonimia; ხოლო ომონიმია, Όμονυμία, homonymia არს, ოდეს ერთი ლექსი იხმარების მრავალთა შინა მნიშვნელობათა, მაგალითად, ამისად იხილე ბუდე და ხელი.
    ერთსახელი და თანმოსახელე, განუკვეთელთა ეწოდების სეხნა, სეხნია, тезоименит, тёзка.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > ერთ-სახელი

  • 6 თმა

    ბალანი ტანისა ცხოველთასა და საკუთრად კაცთა თავისა (მატ. 5, 36 და 10, 30), влас, волос. ერთსა თმათაგანსა ეცოდების ბეწვი (ხოლო ბეწვეული ნახე თჳსსა ადგილსა). ვაჟთა თმასა გრძელსა და სრულსა - ვარჯი. ვარჯისგან დაყოფილთა თითის სიმსხოდ ხუჭუჭად გრეხილთა და გარდატევებულთა - კიკინები, მრგუალად მოკვეცილთა და გარემო შემოპარსულთა - ქოჩორი, თხემის ნაპარსთა სამღუდელოთა კურთხევის დროს - კოჭიკური, ხოლო საეროთა ნაპარსთა - ჯენჯი, შუბლთასა თვალთ ზემოთ - წარბი, თჳთ თუალთა გარემოს - წამწამი, ცხვირის ქვემოთ ბაგეთასა - ულვაში, ნიკაპისა და ყბათასა - წვერი, ქალთა თმათა შვენიერად და გრძლად ნაწნავთა - დალალი და ჭავლი, საფეთქელთა და ყურთა საფარებლად ჩამოშვებულთა - ზილფი და კავები, სომხურად - მაწაკი, შუბლთა საშვენებელსა - წინამო და ღულამბარი; ბოვშთა, უასაკოთა პირსა ზედა - გინგლი და ბუსუსი, ცუდთა და მცირეთა ანუ თხელთა ბუჭუჭი, კაცთა ტანის თმათა - ფაჩუნი (ფაჩუნიერი ნახე).
    კუალად ოთხფერხთა ბალანცა ითქმის თმად (მატ. 3, 4) влас, волос верблюжий. ხოლო ვიეთთამე აქლემის თმა დაუწერიათ სტევად; ცხოვართა და თხათა ნაპარსსა თმასა - მატყლი, არამედ თხათა ბალნის ძირსა ლბილსა თმასა - თხისური და თივთიკი, ზროხათა და სხუათა ხვასტაგთა და ნადირთასა - ბალანი, ძაღლთა და მხეცთა გრძელსა და ხშირსა ბალანსა - ბანჯული, ღორთა. აფთართა და მისთანათა ქეჩოსა და ზურგის სხჳლსა ბალანსა - ჯაგარი, ცხენთა, ჯორთა და ეგევითართა ქეჩოს თმასა - ფაფარი, კუდთასა - ძუა, ქაჩაჩისასა - საოლავი, მხეცთა გაცვივნულსა ბალანსა - განგური, ხილთა და ბალახთასა - ბუსუსი - და ჩინჩილა.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > თმა

  • 7 კაცი

    ცხოველი სიტყჳერი, გულისხმიერი და მნებებელი (კატიღ. ანტ. § 237; ფსალ. 1, 1 და 8, 4), человек, муж. ლექსსა ამას დაერთვიან რა ზედშესრულნი სახელნი, გამოაჩინებენ ვინაობასა, მდგომარეობასა ანუ ხელობასა, ვითარ კაცი საერო, სამხედრო. სამღუდელო, მსახური, უცხო, სტუმარი და სხ.
    კუალად კაცი განიყოფის მამაკაცად და დედაკაცად. მდაბიურად მამაცი და დიაცი (მარკ. 10, 6), რა მამაკაცსა მიეთხოვოს დედაკაცი, პირველს ეწოდების ქმარი, მეორეს - ცოლი და ორთავე მეუღლე ურთიერთისა. ნაშობსა მათსა - შვილი; ხოლო მამრსა - ძე და ვაჟი, მდედრსა - ასული და ქალი. კუალად მამრსა ეწოდების წული მარტივად, არამედ რთული არს საზოგადო, ვითარ ძმისწული, დისწული, მაზლისწული, უფლისწული და სხ. (იხილენ ლექსნი ესე).
    კუალად განიყოფების კაცი ჰასაკისაებრ ესრეთ: ვიდრე ხუთს წლადმდე ეწოდების უსუარი და ჩჩვილი, ხუთის წლიდამ ათხუთმეტს წლადმდე: ყრმა, ყრმაა, ბოშვი, ბოვში. ათხუთმეტის წლიდამ ოცდა ხუთს წლამდე: ჭაბუკი, ჭაბუკა და ახალგაზდა. შემდგომად ვიდრე ერგასის წლადმდე - სრული კაცი და შემდგომად - მოხუცი, მოხუცებული და მცხოვარი. ხოლო მდაბიურად მამრსა - ბერიკაცი, მდედრსა - დედაბერი და ბებერი და შემდგომად მისსა - მიხრწნილი.
    ხოლო სხუათა რაჲსა მიმართობათაებრ, ვითარ ნეთესავობისა, უფროს-უმცროსობისა და მისთანათა სახენი ამისნი ჰპოვნე თჳსთა ადგილთა.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > კაცი

  • 8

    ასო ესე არა სადა იხმარების თავად ლექსთა, გარნა უმეცარნი ზოგჯერმე ჰსწერენ უკანონოდ: ჲნდო, ჲროელი ნაცულად ინდო, იროელი, ანუ ჰინდო, ჰიროელი და სხ.
    ხოლო იხმარების ბოლოდ სახელთა და ნაცვალსახელთა, დაბოლოვებულთა ხმოვანთა ზედა ასოთა, კიდეგან ი და ჳ. მაგალითად: არსებაჲ, ვინაჲ, რაჲ, მზეჲ, ოქროჲ, კუჲ, რუჲ. ამგუარად დართუაჲ ასოჲსა ჲ ბოლოდ სახელთა იხმარების უფრორე შემასმენელობითსა შინა ბრუნვასა და იგიცა მაშინ, რაჟამს სახელი იგი არს დასასრულსა სიტყჳსასა. მაგალითად, არა აქუს სიტყუაჲ, ზრუნუაჲ. ხოლო თავსა ითქმის სიტყუა არა აქუს. უხამს იქნების ესრეთ: ზრუნუაჲ არა აქუს და სხ.
    სახელთა დაბოლოვებულთა უ-ზედა, მდაბიურად დაერთვის ვი ნაცულად ჲ, ვითარ კუვი, რუვი, ბუვი, ბუვი, გლუვი, ტლუვი, ქსუვი, ცრუვი და სხ.
    ზოგჯერმე ჲ იხმარების შერთულად წინამავალი ხმოვანისა, ანუ მოკლედ, ვითა რუსული й. ესრეთ, რომელ არა შეადგენს მარცვალსა. იხილე ვეფხისტ. ლექსნი 340: ვაჲ˘ მე მას აქეთ სახმილსა დავუწვავ ნიადაგულსა და 342: თქვა: ჩემგან მისი ხსენება, ვაჲ˘მე რა დიდი ზარია; კუალად 522, 1284 და სხ. ხოლო ვიეთნიმე გამოსთქმენ ვამე, არამედ უმჯობეს არს დაესმოდეს ნიშანი მოკლისა ˘.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями >

  • 9 სიარული

    სლუა, მოძრავობა ცხოველთა, გარდადგმით ფერხთათა, ანუ მფრინველთა ჰაერსა შინა და თევზთა წყალსა შინა ქნევითა ფრთეთა, გინა უსულოთა ნივთთა ძალითა ბუნებითითა ანუ ხელოვნებითა, ვითარ სლვა მდინარეთა, ეტლთა, ნავთა, ბორბალთა, საჟამოთა და მისთანათა (ზაქარ. 9, 8; ვეფხისტ. 147), ход, хождение, походка; სახენი ამისნი: ჩჩჳლთ ოთხზედ სიარულს ეწოდება ჩოჩვა, ცოცვა, ბობღვა, ბორდღვა, ბღოტვა და ფოფინი; მათს ხელმოკიდებით, ანუ ხოჭიჭიდ ფეხზედ ტარებას - ტაატი; კაცთა ნებიერად სიარულსა ჭმუნვის განსაქარვებლად შესაქცევთა ადგილთა ზედა - სეირნობა და ნავარდობა; მალიად სლუასა - სირბილი და სრბოლა; შეშინებულის სირბილს - ლტოლვა და გაქცევა; უმალიადესსა სირბილსა - რბენა და ჭენება; კისკისად მაღლა შეფრენით რბენასა - ხლდომა ანუ ხლტომა, ხოლო ოთხფერხთასა - კუნტრუში და სხუანი ( ნახე თამაშობაში). სირბილისა და ნელა სიარულის საშუალო - ძუნძული და ჰასაკმცირეთა ცხოველთასა - ცუნცული, ცანცალი, წანწალი და დიდროვანთასა - ბოტვა, ბოტება (бродить); უგვანსა ძუნძულსა - ბზაკუნი, ბაჯბაჯი და ჩანჩალი; სნეულთ უსუსურად სიარულსა - ღინღილი, ხინხილი ან ღონღილი, ხოლო ოთხფერხთასა - ლასლასი; უსაქმოდ და ცუდად სიარულსა - ტანტალი, წანწალი და თრევა; ბნელაში ფეხდაუნდობლად ანუ ხელის შეხებით სიარულსა - ბღოტვა, ბეცება და ცეცება; მკელობელთ სიარულს - კოჭლობა; თხელთა წყალთა შინა სლვასა ფეხის ამოღებით და კუალად ჩადგმით - ჩხუპვა, ხოლო უღრმესთა შინა ფეხამოუღებლად - ტოპვა და სრულიად ღრმათა შინა ხელფეხთ ხმარებით პირპირ ტივტივსა - ცურვა; ცხენთა კეთილსა სიარულსა - თოხარიკი და იორღა; გოგმანით სიარულს - მერანობა და ცუდსა - ჩაქჩაქი და ჯაგჯაგი; მფრინველთა ჩვეულებრივსა ჰაერში სიარულსა - ფრენა და ფრინვა; ხლტომით ფრენასა - გოგვა და გოგმანი; ცუდსა სლვასა - ლახლახი; ფრთების უძრავად ფრენასა - ლივლივი; თევზთა წყალში სლვასა - ცურვა; გველთა და ქვეწარმავალთა მუცლით სლვასა - გლინვა და ცორვა; მძრომთასა - ღოღვა და ძრომა.
    ზემოწერილნი გვარნი სიარულისანი ხშირად იხმარებიან გარდაღებით კაცთაგან ცხოველთადმი და უსულოთადცა და კუალად გარემოქცევით, ვითარ სბოლა ითქმის ისართათჳს და ნავთათჳსცა, ხინხილი და კინკილი ოთხფერხთათჳს, რომელნიცა ერთსა ფერხსა ატარებენ კანტურით ტკივილის გამო, ცორვა და გლინვა გველებრი, ოდეს კაცნი მიეპარებიან ნადირთა, ჭენება ითქმის უფრო ცხენზედ მჯდომთათჳს, კუალად არიან ბრძანებითნი: გუალე, ჟარე, იარე (თჳს-თჳს ადგილს იხილენ).

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > სიარული

  • 10 ტევრი

    (ხე) დიდი და ხშირი ტყე (ვეფხისტ. 221, 270, 424 და 1051), лес, ხოლო კორომი არს მცირე, საშუალ მინდურისა, მდგომი მრგულად; მაღნარი ეწოდების შამბიანსა და ხშირსა მთათა შინა; ბუჩქი - დაბალსა და მცირესა, ხოლო ჯაგი და ჩირგვი - უმცირესსა; ჭალა - მდინარის პირთა და დაბალთა ადგილთა მდგომსა; წნორი, წარაფი და მარნეული - ტირიფისას ( ნახე ესენი ტირიფთან). ხოლო სხუათა ერთგუართა ხეთა მრავლად მდგართა ბოლოდ დაერთვის მარცუალი ნარი დასანიშნავად სიმრავლისა მათისა ვითარ ფიჭვი - ფიჭუნარი, მუხა - მუხნარი, თხილი - თხილნარი, ძეძვი - ძეძუანარი, ჯაგი - ჯაგნარი და მისთანანი.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > ტევრი

  • 11 წყალი

    ერთი ოთხთა კავშირთაგანი, ნოტიო, გრილი და ადჳლად დასათხეველი ( ნახე სტიხიოსთან) (დაბად. 1, 2 და შემდგომი; ფსალ. 1, 3), вода. სახენი ამისნი არიან: წყარო არს გამომდინარე სათავიდამ, მიწისა ანუ მთათა შინა; ფშანი მდინარეთ მახლობელ გამომდინარე, რომელიცა მუნითვე გამოიწურების; ვეძა წყარო მლაშე, ხოლო ფრე ჭათა, ჯურღმულთა და ლაკვთა შინა გამომდინარე და მუნვე მდგომი; ღრუდო ჯურღმულთა შინა ერთი მეორიდამ გატანილი წყალი; რა წყარონი შეჰკრბებიან და ჩაივლიან, ეწოდების ხევი და რა ხევები შეჰკრბებიან, შეიქმნების მდინარე. ზოგი ხევი დაშრება უწვიმობისგან და წვიმის დროს მოვარდნილს წყალს ეწოდება ღუარი და ნიაღვარი; გამდნარის თოვლის ღუარს - ლანჩქერი და სეტყჳსას - ლეშტერი. სადა ხევი გინა მდინარე მაღლით კლდესა ზედა გარდმოსდის, ჰქვიან გადმომჩქერვალე და დაბალთა კლდეთა ზედა ჩანჩქერი; სადა მდინარე ღრმად და მდოვრედ სდის, ეწოდება ლუბრმა და უფსკრული, გინა უძირო; მდოვრესა და არა ფრიად ღრმასა - მონიო და შნდო; მდინარეთ განსავალსა ცხენით ანუ ქვეითად - ფონი; სადა თხლად მდინარებს, რომელს სჩანს ქვიშა - თავთხელი, ვრაქია, კბოდოვანი და მეჩეჩი; მდინარედ კიდეს რაოდენზე განზედ ღრმად შესრული წყალი რა ტრიალებდეს - მორევი; რა ჩანჩქერი ღრმად ჩაიჭრება და ამოდუღვით ამოიჭრება, მცირეს ეწოდება გოჩქოჩანა და დიდს ზვირთი; სადა მონიო ჩაიღულარჭნება - ჭევლი; სადა მდინარე განიყოფება ნაწილებად და საშუალ მათსა დაშთებიან კუნძულნი, მას თჳთოეულ ნაწილს ჰქვიან ტოტი, შტო, დილაჯი და ნაკადული; ხელოვნებით გატანილს ტოტსა მინდორთ სარწყავად, ანუ წისქვილთ საბრუნებლად - რუ და რუსხმული; სადა მრავალნი მდინარენი დასრულდებიან, მუნ შესაკრებელსა მათსა ეწოდება ზღუა; სადა ზღუა დავიწროვდება, ანუ ორნი ზღუანი ურთიერთსა შეერთდებიან ვიწროითა გარდასადინებელითა, ეწოდება სრუტი, სორეტი, ხოლო დიდი ზღუა, გარემომცველი ხმელეთისა, არს უკიანე; ზღუათა და უკიანეთა ქარისაგან აღძრუასა ეწოდება ღელვა და ფურთუნი; ღელჳსგან აღმავალთა და ქვედაცემულთა მთათა წყლისათა - ზვირთი; ზღჳს ნაწილთა გრძლად შესრულთა ხმელად ეწოდება ტოტი ანუ წიაღი; ზღჳს კიდის ადგილთა, სადა ხომალდთა ძალუძს დგომა უშიშრად ღელჳსაგან, ეწოდება ნავთსადგური და ბერძულად ლიმენა; ზღუათა და მდინარეთა კიდეთ წყალი რა ეკვეთებოდეს ქარისგან სა აშხაპუნებდეს - ტალღა და ღადო; მცირეთა მდინარეთა შესაკრებელსა, რომელსა არა აქუს შეერთება ზღუათა თანა - ტბა, ცუდსა და მცირესა - ტბორე; ლელწამთა და ჯაგნართა ძირსა ქვეშე მდგომთა წყალსა - ჭაობი და ჭანჭრობი, ხოლო უმცირესსა ერთს ადგილს მდგომსა - გუბე (სხუანი სახენი ჰაერით შთამოსრულთა წყალთანი, ზაფხულ ანუ ზამთარ, იხილენ ლექსთა თანა: წვიმა, თოვლი და ყინული).

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > წყალი

  • 12 ასო უ დაესხმის თავად სახელთა:

    I. დასანიშნავად უკუთქმისა ანუ უქონლობისა, ამას შეუდგების ბოლოდ ო, ანუ ური, ვითარ უადგილო, უაზნო, უბედო ან უბედური, უკაცო ან უკაცური, უმამო, უდედო, უთვალო, უფეხო, უძალო ან უძლური, უძილო და სხ. ხოლო მიმღეობანი უკუთქმიანი ბოლოს მიიღებენ მარცვალსა ელი ან რი, ვითარ: უსმელი, უჭმელი, დაუდეგარი ან დაუდგრომელი, მოუსვენებელი ან მოუსვენარი, დაუწერელი და სხ.
    II. ზედშესრულთა უაღრესობითისა ხარისხისათა, რომელსაც ბოლოდ დაერთვის ესი, ვითარ დიდი - უდიდესი, მცირე - უმცირესი, მძიმე - უმძიმესი, ფართო - უფართოესი ან უფართესი და სხ.
    ხოლო ზედშესრულნი სახელნი, დაბოლოვებულნი მარხვალსა ზედა ლი, ზოგჯერმე ისპობენ მას, ვითა დაკნინებულნიც მარცუალითა მო (იხილე მ), ანუ გაარსებითებულნი მარცუალითა სი (იხილე ს-შინა). მაგალითად, კეთილი - უკეთილესი ან უკეთესი, ტკბილი - უტკბილესი ან უტკბესი, გრძელი - უგრძელესი ან უგრძესი, ზრქელი - უზრქელესი ანუ უზრქესი და სხ.
    რაოდენნიმე ზედშესრულნი იხმარებიან მხოლოდ უაღრესობითად და არა აქუსთ დადებითი ხარისხი, ვითარ უაღრესი, უპირატესი, უხუცესი, უდარესი, უზესთაესი, უარესი. ხოლო ზოგნი სრულიად არ მიიღებენ ბოლოს მარცუალსა ესი, ვითარ უპრიანია და არა უპრიანესი, ანუ უარ, უმალ, უკეთ ნაცულად უარესი, უმალესი, უკეთესი; კუალად უფრო ნაცულად უფროსად. ანუ არა მიიღებენ თავად უ და დაშთების ბოლოდ ესი, ვითარ ხუცესი.
    რომელნიმე უბადონი ანუ შეურაცხნი ლექსნი განმრჩობლდებიან ასოჲთა ამით უ, ვითარ: ბალახ-ბულახი, ბიჭ-ბუჭები, ბრაგა-ბრუგი, რახი-რუხი, მრადი-მრუდი, მტლაშა-მტლუში, ნაჭერ-ნუჭერი, ღელე-ღულე, ჭია-ჭუა, ხილი-ხული და სხ.
    უ დაერთვის ზმნათაცა, რაჟამს მოქმედება მათი მიეჩემების მესამესა პირსა, ვითარ ვიკეთებ - ვუკეთებ, ვიწერ - ვუწერ, ვიკერავ - ვუკერავ და სხ. (იხილე ასოთა თანა გ, ი და მ).
    უ ბრჯგუ ანუ უ მოკლე ლექსთა შინა არს საშუალო ვ და უ. ამის გამო არა არს სრული ხმოვანი, არამედ ნახევარხმოვანი, ვერ შემადგენელი მარცუალისა და ამად ხშირად ხმარობენ ნაცულად მისსა ვ. მაგალითად: გუამი - გვამი, ზღუა - ზღვა, ქუა - ქვა და სხ.
    მარცუალი უა შეიცულების ო-ზედა (იხილე ო), უ იხმარების ზოგჯერმე ნაცულად ჳ. მაგალითად: გჳნი - გუნი, ღჳმელი - ღუმელი, ხჳმირა - ხუმირა და სხ.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > ასო უ დაესხმის თავად სახელთა:

  • 13 ბალღამი

    φλέγμα, ოთხნი ბალღამნი მოიხსენებიან ი. დამასკელის წიგნსა შინა და არიან აგებულებასა შინა კაცისასა და სხუათა ცხოველთასა იგივე, რაჲცა ხილულსა სოფელსა შინა ოთხნი ნივთნი: მიწა, წყალი, ჰაერი და ცეცხლი, რომელთაგან შენივთებულ არს გუამიცა კაცისა და არა იქმნების ესრეთ თანასწორ შეზავება მათი, რათა ერთი რომელიმე არა სჭარბობდეს მეორეთა და ესრეთ, ვისცა სჭარბობს მიწა, მას ეწოდება მიწის კერძი, ანუ მელანხოლიკოსი (μελάνος - შავი და χόλη - ნაღველი) თჳსება მისი არს მძიმე, დაფიქრებული, ანუ სევდიანი, ვისცა სჭარბობს წყალი, მას ეწოდება ფლეგმატიკოსი (φλεγματικός) და აქუს თჳსება გულგრილისა, ვისცა სჭარბობს ჰაერი, მას ეწოდება ხოლერიკოსი (χολεριικός), აქუს თჳსება ქარიანი და მხიარული, ვისცა სჭარბობს სისხლი, მას ეწოდება ცეცხლის კერძი ან სანგჳნიკოსი (Sanguinicus, ხოლო Sanguis სისხლი), თჳსება მისი არს მრისხანება ანუ გულფიცხელობა. ხარისხნი სიჭარბისა მათისანი არიან სხვადასხუა, რომელ ვიეთთა შორის იქმნებიან ფრიად გარდამეტებით და სხუათა შორის მცირედ და ძვილ შესამეცნებელ. ოთხნი ესე არიან სახენი საზოგადოდ, ეწოდება მათ ლათინურად ტემპერამენტი, темперамент, Temperamentum და ბალღამი (φλέγμα, არაბულად ნაზლა), ხმარებულ არს ნათესავის წილ. ოთხნი ბალღამნის მაგიერ ჯერ არს თქმად ოთხნი ტემპერამენტნი: მელანხოლია, ჶლეგმატიკა, ხოლერიკა და სანგვინიკა. ხოლო შინაგანისა აგებულებისა დაწყობილება არს ესრეთ; მიწის საცავი არს ელენთა, წყლისა - ნაღველი, ჰაერისა - ფილტჳ და სისხლისა - გული და ღვიძლი. ესენი საბას აღუწერია ლექსსა თანა რევმა, ρεΰμα, ток, поток, fluxus.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > ბალღამი

  • 14 გრჯღა

    ხეთა ძირის მორთაგან განყოფილნი დიდნი რტონი, сук, ხოლო ამათ ზედა განყოფილთა ეწოდების ბორჯლი და მათ ზედა - რტონი, ветвь, და ნოშონი; კუალად უწურილესთა ხის წვერთა - კეწერო, კოწოლი და კუნწუხი, ხოლო უფურცლოსა ჩვილსა კეწერსა, ზამთრით ხვასტაგთა საკვებსა, - ნეკერი, სადა რტონი ორად განიყოფებიან, მას ეწოდების კაპი და მონაკვეთის რტოს ძირსა - როკი და ნუჟრი.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > გრჯღა

  • 15 კრჩხა

    ხეთა ძირის მორთაგან განყოფილნი დიდნი რტონი, сук, ხოლო ამათ ზედა განყოფილთა ეწოდების ბორჯლი და მათ ზედა - რტონი, ветвь, და ნოშონი; კwალად უწwრილესთა ხის წვერთა - კეწერო, კოწოლი და კუნწუხი, ხოლო უფურცლოსა ჩვილსა კეწერსა, ზამთრით ხვასტაგთა საკვებსა, - ნეკერი, სადა რტონი ორად განიყოფებიან, მას ეწოდების კაპი და მონაკვეთის რტოს ძირსა - როკი და ნუჟრი.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > კრჩხა

  • 16 დარი

    I. კეთილი ტაროსი (ვეფხისტ. 1027), ведро, погода, ხოლო ცუდსა ტაროსსა ეწოდების ავდარი.
    შედარებული, ტოლი ან ცალი, იმისი დარია, იმას უდრის (ვეფხისტ. 81, 333, 945), равный, или он ему пара, ровесник, или оно достойны друг друга, ხოლო მდარე ნაკლები, მდაბალი მასზედ, пониже, или уступает.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > დარი

  • 17 დილა

    ჟამი გარიჟრაჟითგან ვიდრემე მზის ამოსვლადმდე და ვიდრემე შუადღემდეცა (ფსალ. 45, 6 და 54, 17; ვეფხისტ. 317, 399), утро, заутра. რამეთუ სადილი ეწოდების შუადღის სერსა (იხილენ ლექსნი ესე), ხოლო ჟამნი დილისანი შეუდგებიან ესრეთ: მცირედ დილის ნათლის გამოჩენას ეწოდება რიჟრაჟი, გარიჟრაჟი და გაცისკრება, შემდგომად მისსა უმეტესსა განათლებასა - განთიადი, დილაბინდი და ტრედისფრად გათენება და რა დღე-ღამე გაირჩიოს, ვიდრემე მზის ამოსვლადმდე ნათელსა - ალიონი, ხოლო დილით მზის ამოსლჳს წინ ელვარებასა ღრუბელთა ფერად-ფერადად - დაფიონა.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > დილა

  • 18 ებრ

    ხოლო ოდესცა მოვალს თავად ლექსთა, მაშინ დაერთვის ასო მ (ფსალ. 38, 6), მებრ ხატად.
    ზოგჯერ მოეკიდების სახელთა თჳნიერ ბრუნვისა და შესცულის მათ ზმნისზედად. მაგალითად: ანგელოსებრ, ლომებრ, გინა ანგელოსებრივ, ლომებრივ; კუალად მარცვალნი: ებრი, ებრივი, ებური შესცულიან მათ ზედშესრულად; ანგელოსებრი, -ებრივი; ლომებრი, -ბრივი; კაცობრივი, გინა ჩემებური, შენებური, ძველებური.
    ხოლო მდაბიურად ეფ მოეკიდების მიცემითსა ბრუნვასა. ვითარ: ცხენსაეფ, ხარსაეფ, გინა ჩემსაეფ, შენსაეფ და სხ.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > ებრ

  • 19 ესე

    I. ნაცვალსახელი ჩვენებითი (მატ. 3, 17), сей, ხოლო იხმარების სამთავე პირთა შინა, ვითარ ესე, ეგე, იგი, ანუ ისი, რომელნიცა ხშირად შეერთდებიან პიროვანთა არსებითთა ნაცვალსახელთა, რომელ არიან მე, შენ, იგი და მათ მაგიერადცა დაიდებიან ორთავე რიცხუთა შინა, ე.ი. პირველ პირად ესე, მეორედ ეგე, მაგალითად, უბადრუკი მე ესე კაცი ვინმე მიხსნას ხორცთა ამათგან სიკუდილისათა (რომაელ. 7, 24), რომელთა ესე (ჩუენ) ნათელ ვიღეთქრისტე იესოს მიერ და შემდგომი (მუნვე, 6, 3), რომელი ეგე (შენ) ასწავებ მოყუასსა და შემდგომი (მუნვე 2, 21), ვითა ეგე (თქვენ) გისწავიესთ ქრისტე იესო უფალი და შემდგომი (კოლას. 2, 6), უფალნი ეგე (თქუენ) სამართალსა და სწორსა მისცემდით მონათა მათ (მუნვე, 4, 1). ხოლო მესამე პირი, ვინათგან საზოგადო არს ჩვენებითთაცა და არსებითთა, ვითარ მე, შენ, იგი ანუ ესე, ეგე, იგი ამად მრავალნი მაგალითნი შესაძლო არიან პოვნად: ვეცხლი იგი, კაცნი იგი და სხ. თუმცა ზემორე მოღებულნი მაგალითნი აჩვენებენ, ვითარმედ ხსენებულნი ნაცვალსახელნი იხმარებიან არსებითთა თანა სახელთა თჳნიერ ბრუნვისა და რიცხჳსა, არამედ ზოგჯერმე ეთანხმებიან მათ ორკერძოვე. მაგალითად: ისმინე ჩემი, უფალო, უღირსისა ამის მონისა შენისა, ანუ უხმართა ამათ მონათა შენთა და სხ. ამათ ნაცვალსახელთაებრ იგულხმებიან რთულნიცა და სხმითგარდასლჳთნი მათნი, ვითარ ამისთანა, მაგისთანა, იმისთანა. ამისთანა ჰნიშნავს მსგავსსა მისსა, რაჲცა ეკუთნვის პირველსა პირსა; მაგისთანა - მსგავსსა მისსა, რაჲცა ეკუთნვის მეორესა პირსა; იმისთანა - მსგავსსა მისსა, რაჲცა ეკუთნვის მესამესა პირსა. კუალად ამგუარი, მაგგუარი, იმგუარი; ამოდენი, მაგოდენი, იმოდენი; ამსიმძიმე, მაგსიმძიმე, იმსიმძიმე; ამსიმაღლე, მაგსიმაღლე, იმსიმაღლე; ესევითარი, ეგევითარი; ესრეთი, ეგრეთი; ესზომი, ეგზომი; ესფერი, ეგფერი და სხ. კუალად ზმნისზედანიცა მათნი, ვითარ ამგუარად, მაგგუარად, იმგუარად; ამოდნად, მაგოდნად, იმოდნად; ესრეთ, ეგრეთ; ესევითარად, ეგევითარად და სხ.
    Ср. ეს, ამა და ამისი, ამა და ამას
    იხმარების ნაცულად სახელისა კაცთა და ადგილთასა, რაჟამს სახელნი მათნი არ ვიცით, ანუ მოვიღებთ მაგალითად, такой-то.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > ესე

  • 20

    ქარაგმიანნი ლექსნი ამას ასოსა ზედა არიან: ვდ* - ვითარმედ, ვა* - ვითარცა, ვე* - ვიდრე, ვრ* - ვითარ.
    ვ დაერთვის თავად სახელთა თჳნიერ საჭიროებისა და არა რასმე ჰნიშნავს, თუმცა არა ესრეთ ხშირად, ვითარცა მ. მაგალითად, იგრი - ვიგრი, ზინდარი - ვზინდარი, იწრო - ვიწრო, იშ - ვიშ.
    ვ თავად ზმნათა არს მაპიროვნებელი პირველისა პირისა. მაგალითად, ვამბობ, ვაკეთებ, ვჰკითხულობ, ვსწერ და სხ. და ესრეთ უკეთუ ზმნანი ქართულნი ამას ლექსიკონსა შინა აღწერილ იქმნენ პირველითა პირითა, მაშინ იგინი სრულად შემოკრებულ იქმნებიან ამას ასოსა შინა, გარნა დაწერილ არიან მხოლოდ ძირნი მათნი, ე.ი. სახელზმნანი თჳს თჳსსა ადგილსა და შემდგომად მათსა ფრჩხილთა შორის დაწერილ არიან პიროვანნი მათნი ზმნანი, ვითარ უბნობა (ვუბნობ), კეთება (ვაკეთებ), წერა (ვწერ) და სხ.
    შეისწავე, რამეთუ ასოჲთა ვ გაპიროვნებულნი ზმნანი ჰნიშნავენ საზოგადოსა მოქმედებასა სამთავე პირთასა, ხოლო ოდესცა ზმნანი შეიცულებიან პირნაკლად და მოქმედება მიეჩემების პირველსა პირსა, მაშინ იხმარების მ, მაგალითად: მეუბნები, მეუბნების; მიკეთებ, მიკეთებს; მიწერ, მიწერს და სხ. ხოლო ოდეს მოქმედება მიეჩემების მეორესა პირსა, მაშინ იხმარების გ, მაგალითად: გეუბნები, გეუბნება; გიკეთებ, გიკეთებს; გიწერ, გიწერს და სხ. (იხილენ ასოთა თანა მ, გ, და უ).
    ვ ბოლოდ არს ნიშანი წოდებითისა ბრუნვისა სახელთასა, მაგალითად, მამავ, დედავ, ძმავ და სხ., კუალად ვი დაერთვის სახელთა დაბოლოვებულთა უ-ზედა ნაცულად ჲ ( ნახე ჲ).

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями >

См. также в других словарях:

  • ლიბერალიზმი — • (ლათ. liber თავისუფალი) ფილოსოფიური, ეკონომიკური და პოლიტიკური სწავლებაა, რომელიც გამომდინარეობს ადამიანის თავისუფლებიდან, განკარგოს საკუთარი თავი და საკუთრება. ლიბერალიზმის იდეალია საზოგადოება, სადაც ყველას აქვს მოქმედების თავისუფლება, სადაც… …   Georgian encyclopedia

  • მონარქია — • ანუ მეფის მმართველობა ეწოდება მმართველობის ფორმას, როდესც სუვერენს შეუძლია მთელი მმართველობა მოაქციოს ერთი მაგისტრატის ხელში, ვისგანაც მთელი თავისი ძალაუფლება სხვა მაგისტრატებს მიეცემა. Source: რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ …   Georgian encyclopedia

  • გლობალიზაცია — • ტერმინი გლობალიზაცია ინგლისურ სიტყვა globe ს უკავშირდება, რაც დედამიწას, გლობუსს ნიშნავს, ხოლო global მსოფლიოს, გლობალურს. გლობალიზაციის ტერმინის გამოჩენა დაკავშირებულია ამერიკელი სოციოლოგის რ. რობერტსონის სახელთან, რომელმაც ის 1983 წელს… …   Georgian encyclopedia

  • იეჰოვას მოწმეები — • კონფესია. ჩვენში იეღოველების სახელითაა ცნობილი. ,,იაჰვე’’, რომლის დამახინჯებული ფორმა ,,იეღოვაა’’, ძველებრაული სიტყვაა და ღვთის ერთ ერთი სახელია. ნიშნავს: ,,მყოფს’’, ,,არსებულს’’, ,,ჭეშმარიტს’’. მაშასადამე, იაჰვე ეპითეტია, რომელიც შემდეგ… …   Georgian encyclopedia

  • რუსო ჟან ჟაკ — • შევიდა აზროვნების ისტორიაში როგორც ორიგინალური მამაცი, მებრძოლი პიროვნება, როგორც თავისი დროის კულტურისა და საზოგადოებრივი ცხოვრების მწვავე კრიტიკოსი, რომლის იდეებმა უდიდესი ზეგავლენა მოახდინა შემდგომ ფილოსოფიაზე, პედაგოგიკაზე, მწერლობაზე,… …   Georgian encyclopedia

  • გენდერი — • ტერმინი „გენდერი” აღნიშნავს ქალებისა და მამაკაცების სოციალურად კონსტრუირებულ როლებს რომელიც მიეწერებათ მათ სქესობრივი ნიშნის მიხედვით. ამდენად გენდერული როლები დამოკიდებულია კონკრეტულ სოციო ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტუროლოგიურ კონტექსტზე და… …   Georgian encyclopedia

  • რესპუბლიკა — • როგორც მმართველობის ფორმა, საზოგადოების ისეთი სახელმწიფოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც მიმართულია იქეთკენ, რომ მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი სახალხო ხელისუფლებიანობის პრინციპი. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ფორმირების წესი… …   Georgian encyclopedia

  • რომერო არნულფო — (1917 1980) ,,ხალხის ეპისკოპოსი”, 1942 წელს აკურთხეს მღვდლად, ხოლო 1977 წელს ეპისკოპოსად. 1977 წელს იგი სან სალვადორის არქიეპისკოპოსი გახდა. ამ პერიოდში ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. მმართველმა ხუნტამ სრულად გააყალბა არჩევნების… …   Georgian encyclopedia

  • მედიის დასავლური მემკვიდრეობა — დასავლეთ ევროპაში ჟურნალისტიკა რენესანსსა და ფრანგულ რევოლუციას შორის შუალედში წარმოიშვა და განვითარდა. იგი გაჟღენთილი იყო რეფორმაციის ღირებულებებით, განსაკუთრებით კი ინდივიდუალიზმით, პირადი პასუხისმგებლობის გრძნობით, მოწოდების შესატყვისად… …   Georgian encyclopedia

  • გენდერული სტერეოტიპები — • გაბატონებული შეხედულება ქალისა და მამაკაცის მახასიათებლებისა და როლების შესახებ; ანუ, როგორი უნდა იყოს და როგორ უნდა იქცეოდეს ქალი ან მამაკაცი ამა, თუ იმ საზოგადოებაში. Source: Internet publication • ფსიქოლოგიური მახასიათებლები და ქცევა,… …   Georgian encyclopedia

  • მოდერნიზაციის თეორიები — – დასავლური კულტურაში მოდერნიზაციის საფუძვლების ჩამოყალიბების სხვადასხვაგვარი ახსნა არსებობს. ვებერისეული ხედვა უპირატესობას იმ ფასეულობათა ხასიათში ხედავს, რომელიც მატერიალური სიკეთის დაგროვებასა და გაფართებაზეა ორიენტირებული. მეორე მიმართულება… …   Georgian encyclopedia

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»